კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მერვე ტური დასრულდა. სამი მატჩი გაიმართა. "იბერია 1999"-მა, "დინამო ბათუმმა" და "გაგრამ" სამ-სამი ქულა აიღეს.

იბერია 1999 2:1 გარეჯი

მოქმედმა ჩემპიონმა კვლავ გაიმარჯვა და ლიდერობას განაგრძობს. "იბერია 1999"-მა საგარეჯოს "გარეჯს" სძლია. საგარეჯოელები პირიქით, ბოლო ადგილზე არიან.

სწრაფი გოლი გავიდა. გიზო მამაგეიშვილის გარღვევას მოჰყვა პენალტი და იური ტაბატაძემ ზუსტად დაარტყა. ტაბატაძე 5 გოლით ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

მეორე ტაიმში "გარეჯმა" გაათანაბრა, კერძოდ, ლევან პაპავამ გაიტანა.

გადამწყვეტი კი გამოდგა 89-ე წუთზე ივა გელაშვილის გატანილი გოლი. კუთხური, ირაკლი სიხარულიძის თავით პასი და გელაშვილის დამატება - 2:1.

თელავი 0:1 გაგრა

"გაგრამ" თელავში მოიგო. დაძაბული თამაში გამოდგა და მთავარი ამბები მეორე ტაიმის შუაში დატრიალდა.

65-ე წუთზე "გაგრას" ნახევარმცველმა ოთარ გაგნიძემ კარგი გარღვევის შემდეგ პენალტი მოიპოვა. 11-მეტრიანი გუნდის კაპიტანმა მათე ცინცაძემ შეასრულა და კარს გადააცილა ბურთი.

რამდენიმე წუთში მეორე პენალტი დაინიშნა თელაველთა კარში. ამჯერად გაგნიძემ დაარტყა, მეკარე ლევან თანდილაშვილმა მოიგერია და დამატებაზე მცველმა ზურაბ ჭავჭანიძემ ძლიერი დარტყმით გაიტანა - 0:1.

"თელავსაც" და "გაგრასაც" ახლა 10-10 ქულა აქვთ.

დინამო ბთ 2:0 სამგურალი

ბათუმელებმა 2:0 მოუგეს წყალტუბოელებს და მეორე ადგილზე არიან, თანაც წაუგებლად მიდიან წინ. "სამგურალს" პირიქით, ცუდი პერიოდი აქვს, ბოლო ხუთ თამაშში მხოლოდ ორი ქულა აიღო.

მე-8 წუთზე გაიტანეს მასპინძლებმა, კერძოდ, უერდი მარას ჩაწოდებული ბურთი ლუკა წულუკიძემ მიიღო და აკრობატული დარტყმაც მიაყოლა. ლამაზი გოლი იყო.

მეორე ბურთი კი ბოლო წუთებზე გავიდა. ლიეტუველმა გიტის პაულაუსკასმა მეტოქეს ბურთი წაართვა, ჯალენ ბლესასთან კედელი გაითამაშა და მერე ზუსტი დარტმით გაუტანა ნოდარ ყალიჩავას - 2:0. ეს პაულაუსკასის პრველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

erovnuliliga.ge

tngh
ეროვნული ლიგა ფრიად საინტერესოდ მიდის... "იბერია", "დინამო" ბთ. და "დილა" აშკარა ფავორიტებათ წარმოგვიდგნენ. იმედია "დინამო" თბ. და "ტორპედო" ქ. მოუმატებენ...
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა