პსჟ-ს ყოფილმა ფეხბურთელმა ხავიერ პასტორემ Le Parisien-თან ინტერვიუში ლუის ენრიკეს გუნდის შესახებ ისაუბრა

ვეტერანმა არგენტინელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა და ქართველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"რას ვიტყვი პსჟ-ს თავდასხმაზე? ეს ნებისმიერი მეტოქისთვის კოშმარია. დემბელე, დუე, ბარკოლა და "კვარა", ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებსაც განსაკუთრებული ინდივიდუალური თვისებები აქვთ. იცით, მათ განსაკუთრებულს რა ხდის? გოლის გატანა ყველა სიტუაციიდან შეუძლიათ. რაც მთავარია, როდესაც რომელიმე შემტევი მოედანზე არ არის, გუნდი მაინც იმარჯვებს. მაგალითად, თუ დემბელე არ თამაშობს, იქ დუეა, თუ დუე არ არის, მოედანზე ბარკოლა ან "კვარაა". მოედანზე ყოველთვისაა ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებს და საგოლე პასს შეასრულებს ან გოლს გაიტანს.

ვისი თამაში მომწონს ყველაზე მეტად? დუეს დავასახელებ, ის ჩემს გაოცებას მუდმივად ახერხებს, უამრავი გოლი გააქვს და მუდამ მოწოდების სიმაღლეზეა. გარდა ამისა, საკუთარი თავის თვითრწმენა აქვს და ყოველთვის დარწმუნებულია იმაში, რასაც აკეთებს. საერთოდ, ფეხბურთელების შედარებას ვერიდები ხოლმე, მაგრამ ის ნეიმარს მაგონებს. რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და წინ დიდი გზა აქვს, მაგრამ შესანიშნავი მოთამაშეა.

"კვარას" თვისებებიდან ყველაზე მეტად მისი თავდაჯერებულობა მიყვარს, ასევე ორივე ფეხით პროდუქტიულია. არ არის მარტივი შუა სეზონში ასეთ ძლიერ გუნდს შეუერთდე და პირდაპირ სისტემის ნაწილი გახდე. ქართველი გუნდთან ბრწყინვალედ ინტეგრირდა. ყველა ვხედავთ, როგორი თავმდაბალია", - განაცხადა პასტორემ.

შეგახსენებთ, პსჟ მორიგ შეხვედრას დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, "ასტონ ვილას" წინააღდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ქართველი
კვარას შესახებ გაკვირვება უადგილოა. მან იგივე გააკეთა როდესაც ნაპოლიში გადავიდა და ჩემპიონიც გახადა. ასეა, სადაც მიდის კვარა, ყველგან გამარჯვებები მიაქვს.
ზორო
მადლობა პასტორეს. მხოლოდ ერთს დავამატებდი: ხვიჩას მოედნის ხედვა აქვს უნიკალური, ყიფიანისეულად აკეთებს გრძელ და უზუსტეს პასებს. დანარჩენ ბიჭებზე ამას ვერ ვიტყოდი. მოკლედ, ხვიჩა მართლაც რომ საუკეთესოა. იმედია, დღეს გაიბრწყინებს.
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
ბოლო 25 წელში ზაფხულში გაკეთებული ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერები
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
გოდინი, რაბიო, სანჩესი - სერია A-ს იმედგამაცრუებელი ტრანსფერების სიმბოლური
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
"პრემიერლიგაში და ლა ლიგაში თამაში ჩემს გეგმებში არ შედის" - პსჟ-ს ნახევარმცველი
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურმა "რომამ" ერთ დღეში 3 ფეხბურთელი დაიმატა და ერთიც გაუშვა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
სპალეტი: "მხითარიანი, პასტორე, ვერდი... "ინტერს" ნებისმიერი მათგანის გაფორმება გაუჭირდება"
ხავიერ პასტორე: პსჟ ძალიან მიყვარს
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
[VIDEO] პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა