საქართველოს 15-ქალა ნაკრები ისტორიაში პირველად შეიკრიბა და 18 და 24 აპრილს ყაზახეთის ნაკრებთან ტესტ-მატჩებს გამართავს. საგულისხმოა, რომ კაცთა ნაკრების მსგავსად, გოგონებიც ისტორიულ შეხვედრას ქუთაისში გამართავენ. თამაშები „აია არენაზე“ 15 საათზე დაიწყება.

„ეს სასიხარულო სიახლეა! დიდი ხნის ოცნება და სურვილი ახდა. სანაკრებო დონეზე ჩვენი 15-ქალა პირველ თამაშს გამართავს და თანაც საქართველოში. სიმბოლური დამთხვევაა, რომ ქალთა ნაკრები კაცების მსგავსად თავის პირველ შეხვედრას ქართული რაგბის მექაში, ქუთაისში გამართავს. ვეთამაშებით ყაზახეთს, საკმაოდ გამოცდილ გუნდს, რომელიც რეგულარულად მონაწილეობს ქალთა მსოფლიო თასზე და წლის განმავლობაში რამდენიმე თამაშს ატარებს. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ ბევრ კომპონენტში უპირატესობა ჩვენს მხარეს იქნება, მთავარი კი ისაა, რომ ჩემი, გოგონების და ქართული რაგბის გულშემატკივრების სურვილი ახდება და 15-ქალა ნაკრები პირველ ისტორიულ თამაშებს გამართავს“ - აღფრთოვანებას ვერ მალავს მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე.

ყაზახეთის 15-ქალა ნაკრებმა თავისი პირველი თამაში ჯერ კიდევ 1993 წელს გერმანიასთან გამართა და მას შემდეგ სანაკრებო დონეზე 80-მდე მატჩი აქვს ჩატარებული. 1994 წელს მან პირველად ითამაშა ქალთა მსოფლიო თასზე, 1998 წელს კი საუკეთესო შედეგი აჩვენა და მე-9 ადგილი დაიკავა. ჯამში ყაზახმა გოგონებმა მსოფლიო თასზე 6-ჯერ ითამაშეს და ტურნირზე ჩატარებული 27 მატჩიდან 11 მოიგეს.

ახლა ყაზახი გოგონები აზიის ჩემპიონატისთვის ემზადებიან და დასკვნით შეკრებას საქართველოში გადიან, რომლის ფარგლებში ქართველ გოგონებთან ორ თამაშს გამართავენ. აღსანიშნავია, რომ გოგონებთან ერთად საქართველოში შეკრებაზეა ყაზახეთის კაცთა ნაკრებიც, რომელიც გასახურებელ მატჩებს ქვედა ლიგის ქართულ კლუბებთან ჩაატარებს.

და რა მდგომარეობაში ხვდებიან ჩვენი გოგონები ასეთ გამოცდილ მეტოქეს? მალაღურაძე ამბობს:

„გოგონებს დიდი სურვილი და მზაობა ქონდათ 15-ქალას სათამაშოდ. ჩვენი მდგომარეობა შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ - თამაშისთვის მზაობა და მატჩისთვის მზაობა. ვფიქრობ, ფიზიკურად და მენტალურად თამაშისთვის მზად ვართ, მატჩისთვის მზაობის კუთხით კი ცოტა მოვიკოჭლებთ, რადგან 15-ქალას თამაშის გამოცდილება არ გვაქვს, თუმცა ეს ბევრს არაფერს ცვლის. როდესღაც პირველი ნაბიჯი უნდა გადაგვედგა. ვიცით, რომ ბევრი გამოწვევა გვექნება და ამისათვის ვემზადებით“.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მზადების პროცესში დაგვეხმარა. გვერდში დაგვიდგნენ 18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელები პაატა მაისურაძე და მიხეილ სუჯაშვილი, რომლებმაც გოგონებს დაცვაში და შერკინებაში თამაშის საფუძვლები აუხსნეს; ბორჯღალოსნების ვიდეო-ანალიტიკოსმა დავით რამიშვილმა, რომელმაც ზედხედის კადრები მოგვაწოდა და ვნახეთ თუ როგორ ხდება მოედანზე მოთამაშეთა გადაადგილეება; ჩვენთან იყო მოსული ვეტერანი ბორჯღალოსანი ჯაბა ბრეგვაძე, რომელმაც კვაჭებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა; 16 აპრილს მართვადი, უკონტაქტო ვარჯიში გვექნება ‘ლელოს’ კაცთა გუნდთან. ერთობლივად ვართ ჩართული ქართული რაგბისთვის ამ უმნიშვნელოვანესი დღისთვის მზადებაში და ეს არა მხოლოდ ქალთა, მთლიანად ქართულ რაგბს წაადგება“.

„გარდა სპორტული თვალსაზრისისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ნაწილიც. ყაზახეთის კაცთა და ქალთა გუნდები საქართველოში შეკრების გასავლელად არ ჩამოვიდნენ ტესტ-მატჩები თუ არ ექნებოდათ და ეს შესაძლებლობა დაიკარგებოდა, ასე კი დარწმუნებული ვარ, მომავალშიც არაერთი ქვეყნის ნაკრებს გაუჩნდება ჩვენთან შეკრების გავლის სურვილი“.

ყაზახეთთან ისტორიული მატჩისთვის 27 გოგონა ემზადება, რომლის ბირთვს ჩვენი 7-ქალა ნაკრების წევრები წარმოადგენენ, რომლებსაც ქუთაისისა და თბილისის ქალთა გუნდების გოგონები დაემატა. შეგახსენებთ, საქართველოს 7-ქალა ნაკრებს ივნისში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი ეტაპი ელის, რომლის საგზური ჯაბა მალაღურაძის შეგირდებმა ისტორიაში პირველად მოიპოვეს.

„7-ქალასა და 15-ქალას სპეციფიკა განსხვავებულია, თუმცა მიმაჩნია, რომ ნაკლებ სივრცეებში თამაში და ეს გამოცდილება 7-ქალაშიც დაგვეხმარება და ერთი მეორეს ხელს არ შეუშლის“ - აღნიშნავს მალაღურაძე.

ამრიგად, ისტორიაში პირველად, 18 აპრილს „აია არენაზე“, ჩვენი 15-ქალა ნაკრები პირველად გავა მოედანზე და ყაზახ გოგონებთან მატჩით პირველ ნაბიჯებს გადადგამს!

ყაზახეთთან ორმატჩიანი სერიისთვის ემზადებიან

სალომე საღარაძე, ანანო ხაბულიანი, ანა რურუა, მარიამ სიხარულიძე, მარიამ ბერაძე, ანია პოღოსიანი, კირა დანელია, ნინო გუგუჩია, სალომე მაკასარაშვილი, ტატა ბუზალაძე, ლიკა ხუფენია, ნინო გოგოლაძე, გურანდა ხიჯაკაძე, მარიამ გოგოუაძე, ნინო დოლენჯიშვილი, ნინო წიკლაური, თინათინ გორდეზიანი, ვერა კუნდუხაშვილი, ინგა კაზაროვა, მირანდა სააკიანი, თეონა ჩიტაიშვილი (კაპ.), ანა დათიაშვილი, ანასტასია ახვლედიანი, მანონი საღარაძე, ნათა გავაშელი, ანა კაპანაძე, ანი ჩინჩალაძე.

Rugby.ge

სოსო
დაგელოცოთ გზა!ოდესმე უნდა დაწყებულიყო და კარგია,რომ იწყებთ,მაგრამ 15 ქალაში გაცილებით მეტი მოთამაშეა საჭირო და მასობრიობამ თუ არ მოიმატა,წარმატებებს ვერ მივაღწევთ.
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | პირველი სასელექციო თამაში "შავი ლომის" გამარჯვებით დასრულდა
7-ქალამ მონაკოში ერთი მოიგო
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
რუსი ნახევარმცველი პსჟ-ს უახლოვდება - კამპუში მოსალაპარაკებლად მოსკოვში გაფრინდება
შენგელიას 14 ქულა და იოლი გამარჯვება | კორსანტიას და სანაძის მოგებ-წაგება
ჰალკმა "ატლეტიკო მინეირო" დატოვა - 39 წლის ფეხბურთელის მომდევნო კლუბი ცნობილია
"რეალი" კარვახალს ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს - ესპანელი ზაფხულში კლუბს დატოვებს
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | პირველი სასელექციო თამაში "შავი ლომის" გამარჯვებით დასრულდა
შერმადინის შედეგიანობამ "ტენერიფეს" ანდორასთან" ვერ უშველა
ტრავმირებული კიტეიშვილის საგოლე პასი - "შტურმი" "ზალცბურგთან" წაგებას გადაურჩა
კიმიხი: პსჟ-სთან დაცვაში ჩადგომას არ ვაპირებთ
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "გროიტერ ფიურტს" ფრედ ეთამაშა
"უოტფორდმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
22-წლამდელთა ჩემპიონატში ნახევარფინალი დაიწყო: სერიებში რუსთავი და ვსა დაწინაურდნენ
"შალკე" ბუნდესლიგაში დაბრუნდა
[VIDEO] გაცეცხლებული ლუის ენრიკე - ესპანელი საკუთარი ფეხბურთელის ქმედებამ გააგიჟა
[VIDEO] ეს საბას დროა - ლობჟანიძის დუბლი MLS-ში
[VIDEO] თავის სტილში - მესის ულამაზესი გოლი MLS-ში
[VIDEO] ქამბექი 1:3-დან - "ფილადელფიამ" გადამწყვეტ მატჩში "ბოსტონ სელტიქსი" დაამარცხა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო
ალეგრი და მოდრიჩი დარჩებიან - "მილანი" ზაფხულში გაძლიერებას აპირებს
სილვას თურქეთიდან სუპერ შეთავაზება აქვს - ბერნარდოს "ბარსელონაში" თამაში სურს