ბორჯღალოსნების ყოფილი მთავარი მწვრთნელის და ქართული რაგბის დიდი ქომაგის - კლოდ სორელის მეუღლე ქართველ ხალხს მწუხარების გაზიარებისა და თანადგომისთვის მადლობას უხდის.

„გთხოვ გადასცეთ ჩემი მადლობა ყველა ქართველს, ვინც პატივი სცა კლოდს. ახლა უკეთ გავიგე თუ რატომ იყავით თქვენ ასე ძვირფასი მისთვის. თქვენმა აქ ყოფნამ, თქვენს მიერ მოტანილმა თაიგულებმა და გვირგვინებმა გაგვიადვილა კლოდის არყოფნის გადატანა. ეს უდიდესი მხარდაჭერა იყო ჩვენთვის. გეხვევით და ათას მადლობას გიხდით მთელი ოჯახის სახელით - კატია, დავინა, დაფნე სორელები და მათი შვილები“ - წერია კატრინ სორელის მადლობის წერილში.

კლოდ სორელი საქართველოში პირველად 1996 წელს ჩამოვიდა და ბორჯღალოსნებს 1998-2003 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპის ერთა თასი (ამჟამად რაგბი ევროპის ჩემპიონატი) და პირველად ითამაშა მსოფლიო თასზე (2003). მას არასდროს შეუწყვეტია კავშირი ქართულ რაგბისთან და სიცოცხლის ბოლომდე დარჩა მის ქომაგად. კლოდ სორელს დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა. ის ამა წლის 7 აპრილს გარდაიცვალა.

Rugby.ge

555
მეხსიერება,ასი პროცენტით გეთანხმებით.მადლობთ ბატონო კლოდ.
მეხსიერება
90 -2000 იანი წლების საქართველოს ერთადერთი ნათელი სხივი იყო რაგბი და მაშინდელი დროების ერთერთი მთავარი სიმბოლო იყო ეს კაცი. მე მაინც მგონია რომ ბოლომდე საკადრისად ვერ ვაგებთ პატივს რიგი მიზეზების გამო ამ მომენტში, სახელმწიფოებრივ დონეზე განსაკუთრებით ამიტო მომავალში უნდა გამოვასწოროთ. მისი სახელობის ყველაფერი უნდა იყოს საქართველო ქუჩაც აკადემიაც სტადიონიც და ძეგლიც უნდა ედგეს ეს ყველაფერი ელემენტალური როგორც მინიმუმ. მისი ხსოვნისათვის თამაშის ორგანიზება და გაშუქება დიდი ღონისძიების ჩატარებაა საჭირო
llcl
ღმერთმა ნათელში ამყოფოს! უდიდესი ღვაწლი აქვს ქართული რაგბის წინაშე! ოჯხიც როგორი შესანიშნავი ჰყოლია, ღმერთმა კარგად უმყოფოს დანატოვარი! ესეთი ადამიანის ქუჩა უნდა გავხსნათ და არა მამა-დედა ბუშების თუ მოსკოვების!
alexandre
ნათელი მის ხსოვნას. დიდი ამაგი აქვს ჩვენ წინაშე.
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"