პსჟ-სა და „არსენალს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ წყვილში ბევრი ფავორიტად ინგლისურ გუნდს მიიჩნევს და ამას იმით ხსნიან, რომ მათ „რეალი“ დაამარცხეს.

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილი მცველის, ნედუმ ონუოხას აზრით, ჩემპიონთ ლიგას ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთი მოიგებს.

„გადავხედე რა სხვა პრეტენდენტებს, ვფიქრობ, ტურნირის გამარჯვებული ამ წყვილიდან იქნება. ასე რომ, ან „არსენალი“ ან პსჟ. მეორე ფინალისტს მნიშვნელობა არ აქვს. ერთ-ერთის გამო გული დამწყდება, რადგან ისინი ამჟამად საუკეთესონი არიან. ძალიან ძნელია მათ შორის რომელიმეს უპირატესობა მიანიჭო, მაგრამ მე „არსენალს“ ავირჩევ.

„რეალის“ ძლევა, თუნდაც როდესაც ის საუკეთესო ფორმაში არ არის, თუმცა „ბერნაბეუზე“ ქამბექზე ამდენი საუბრების შემდეგ გასვლა და ასე საიმედოდ თამაში - შთამბეჭდავია. აჩვენეს, რომ წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააჩნიათ. ტურნირზე დარჩენილ გუნდთაგან „არსენალი“ ყველაზე სრულფასოვანია“, - ციტირებს ონუოხას „მეტრო“.

მომავალი დაპირისპირების შესახებ ბრიტანული Standard Sport-ი წერს: „“რეალის“ 5:1 განადგურებით „მეთოფეებმა“ დაამტკიცეს, რომ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მთავარი პრეტენდენტები არიან. ახლა ნახევარფინალში რთული მეტოქე ელით, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს.

ლუის ენრიკეს გუნდმა უკვე სძლია „ლივერპულს“ და „ასტონ ვილას“, თუმცა ადრე „არსენალთან“ 0:2 წააგო. ლონდონელებმა დაამტკიცეს, რომ ევროპულ გრანდებთან კონკურენტუნარიანნი არიან. „პარი სენ ჟერმენის დაცვა მოწყვლადია, ეს „ასტონ ვილასთან“ საპასუხო შეხვედრაში გამოჩნდა, თუმცა ვერ უარვყოფთ, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევები ჰყავთ. ესპანელ სპეციალისტს მოიერიშეთა მდიდარი არჩევნი გააჩნია, რომელიც იანვარში „ნაპოლისგან“ შეძენილმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააძლიერა. უსმან დემბელემ, რომელმაც ოქტომბერში „არსენალთან“ ვერ ითამაშა, შესანიშნავ ფორმაშია და მიმდინარე სეზონში უკვე 32 გოლი გაიტანა. სისწრაფით ახალგაზრდები - ბრედლი ბარკოლა და დეზირე დუე გამოირჩევიან. ლუის ენრიკეს განკარგულებაში აგრეთვე გონსალო რამუში, ლი და უორენ ზაირ-ემერი არიან. ლონდონელთა მხრიდან გამორჩეულები ბუკაიო საკა და დეკლან რაისი გახლავან, პარიზელთაგან კი დემბელე და კვარაცხელია“.

ეხ კვარა კვარა
კვარა მარკეტინგი შეცვალე, პიარი არ გივარგა:)
Emre
რაისი არ ტოვებს თამაშს, მხოლოდ პარტეი გამოტოვებს
ლექსო
დააბრუნეთ ძველი ფორმატი. ყელში ამოვიდა ამდენი რეკლამები .
მალხაზ ჯობავა
დეკლან რაისი ლონდონში თამაშს გამოტოვებს და პარიზში მოუვლიან, კვარა და კომპანია.
გელაშვილი საბერძნეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში - ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება
კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ალმადა მიქაუტაძის "ლიონში" აღარ ითამაშებს - ფეხბურთელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს
asd
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" ლუკას ტრანსფერიც შეათანხმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"ის უბრალოდ ამას ცდილობდა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ლუის ენრიკეს ჟოაო პედროსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში - ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
პარტეის 5 გაუპატიურებისა და 1 სექსუალური შევიწროების საქმეზე ბრალი წარედგინა
"გუნდში რუსი არ დამახვედროთ" - უკრაინელი ფეხბურთელის ულტიმატუმი პსჟ-ს
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო