ლიგა 1-ის 30-ე ტურში „სენტ-ეტიენმა“ საკუთარ მოედანზე „ლიონი“ 2:1 დაამარცხა.

ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო: მასპინძელთა გუნდში ზურიკო დავითაშვილი, სტუმართა რიგებში კი გიორგი მიქაუტაძე. დებიუტში უფრო აქტიური „სენტ-ეტიენი“ თავურით სტასენმა დააწინაურა. 23-ე წუთზე მსაჯმა ლეტეკსემ ტოლისოსთან უხეშობისთვის სტასენი გააძევა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ წითელი ბარათი ყვითელით შეუცვალა, ხოლო ტოლისო მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. 36-ე წუთზე დავითაშვილი მეკარე დესკამთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბურთი მიზანს ააცილა. პირველი ტაიმის ბოლოს ტრიბუნიდან ნასროლი საგანი ლაინსმენს, რაჰმუნის თავში მოხვდა, მსაჯმა გუნდები გასახდელში გაიყვანა, თამაში 35 წუთის შემდეგ განაახლა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი შეიცვალა, ერთი პერიოდი სტუმრები უპირატესობას დაეუფლენ, კოტრშეტევაზე ზურიკო მახვილი კუთხიდან საჯარიმოში შეიჭრა და მის მიერ დარტყმული ბურთი დესკამმა მოიგერია, მორიგი შეტევისას კი სტასენმა დუბლი შეასრულა. მერე გიორგის პასით ტესმანმა გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

„სენტ-ეტიენი“ 27 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 26 აპრილს გასვლაზე „სტრასბურგს“ დაუპირისპირდება. „ლიონი“ 51 ქულით მე-6 პოზიციაზეა და 26 აპრილს „რენს“ უმასპინძლებს.

სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“

სენტ-ეტიენი - ლიონი 2:1

გოლები: 1:0 სტასენი (10), 2:0 სტასენი (67), 2:1 ტესმანი (76)

გივი
რა უქენით ამ სპორტულ გვერდს, წესიერად ვერაფერს ვერ ვნახულობ.დააბრუნეთ ძველი ან შეცვალეთ უკეთესით.მადლობა წინასწარ.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილი ნურმაგომედოვს ერთი ერთზე მაგრად ცემას ჰპირდება - საბას PFL და UFC ეპატიჟებიან
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად