სტუმრად „ლეხთან“ პოლონეთის ესტრაკლასას 29-ე ტურის წაგებულ მატჩში (1:2) „კრაკოვიას“ კაპიტნის, ოთარ კაკაბაძის თამაშზე დასაკვირვებლად სპეციალურად გერმანული და ნიდერლანდური კლუბების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, - იტყობინება Goal.pl.

კაკაბაძემ გოლი გაიტანა, დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა და ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო. გამოცემა წერს, რომ ქართველის ასპარეზობა უთუოდ მოეწონებოდათ სკაუტებს, რაც ტრანსფერის ალბათობას ზრდის.

29 წლის კაკაბაძემ მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლა გადაცემა გააკეთა, კლუბთამ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ღირებულება 1.5 მილიონი ევროა.

გიგა23
ევროპა ძაან მაღალ დონეზე ითამაშა, ფაქტობრივად დაღლაც არ დასტყობია 4 თამაში, მეგონა ტოპ ხუთის საშუალო დონის გუნდში გადავიდოდა, მიკვირს რომ ისევ აქ თამაშობს.
Lasha
ეს ბიჭი არა და კიტე ნამდვილად იმსახურებს მინიმუმ ტოპ ლიგებში თამაშს, თუნდაც ლიონის დონის კლუბში. კაკაბაძეს რაც შეეხება, კრაკოვიას თამაშებში არ ვიცი, მაგრამ ნაკრებში დაცვაში დამაჯერებელი ხშირად არ არის, შეტევაში კიდევ ძალიან უკბილოდ ერთვება.
სიმართლე
ეს ბიჭი და კიტეც, ნუთუ არ იმსახურებენ იმას რომ ტოპ ჩემპიონატის თუნდაც აუტსაიდერ გუნდებში ითამაშონ? სად არიან მაგათი აგენტები, აღარაა დრო რომ გაინძრნენ და შეაწუხონ უკეთესი კლუბები?
დ
განაპირა მცველს რაც ევალება, არის კარგი ჩაწოდება, რაშიც კაკაბა უკვე წლებია მოიკოჭლებს. სტაბილური ნამდვილად არის, აი, პროგრესის რა გითხრათ, იმავე დონეზეა, რა დონეზეც 10 წლის წინ იყო, სამწუხაროდ.
უვიცი
კაკაბა დაუფასებელი კაცია, ნაკრებშიც სულ კრიტიკა ხვდება, არადა მსგავსი სტაბილური კაცი სად გვყავს, წლებია დგას და ასრულებს ყველაფერს, შეცდომები მალდინის და ძანეტისაც ქონდათ
სოსო
კაკაბა უკვე დიდი ხანია სტაბილურად თამაშობს და მიკვირს,აქამდე რატომ არ მიაქციეს ყურადღება.ის უკვე დიდი ხანია კრაკოვში ცხოვრობს,ოჯახიც შეჩვეულია იქაურობას,გუნდის კაპიტანიცაა და არ გამიკვირდება,თუ აქედან წასვლაზე უარს იტყვის.მხოლოდ კარიერული მოსაზრებებით,ამას არ გადაწყვეტს.ოჯახის კაცია და მათ ინტერესებსაც აუცილებლად გაითვალისწინებს.რა თქმა უნდა გამიხარდება,ბუნდესლიგაში თუ ვნახავთ.
ჟორა გაბრიჭიძე
ნათქვამია "ზოგის ბამბაც ჩხრიალებსო . . . მილიონნახევარი რავა უნდა ღირდეს ასეთ მცველი, რომელსაც დამატებით მცველის ფუნქციისა, ბურთებიც გააქვს და საგოლე გადაცემასაც ასრულებს.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა