პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს, ტატამზე 4 ქართველი წარსდგა.

- 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში იჭიდავებს ტატო გრიგალაშვილი. ჩვენებურმა ჯერ უკრაინელი ვლადისლავ კოლობოვი, შემდეგ ჩეხი იან სვობოდა, ბულგარელი ჰრისტო ვალკოვი და აზერბაიჯანელი ზელიმ ცკაევი დაამარცხა. ტატო ფინალში ტიმურ არბუზოვს შეხვდება.

- 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურიამ პირველი წრე დაისვენა, მეორე ეტაპზე კი პოლონელ ალექსანდრა კოვალევსკასთან დამარცხდა.

- 90 კილოგრამში ლუკა მაისურაძემ მონაწილეობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, ჯერ მოლდაველი მიჰაილ ლატისევი, ხოლო შემდეგ ბოსნიელი ტონი მილეტიჩი დაამარცხდა, თუმცა მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან დამარცხდა, რის გამოც რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ბრინჯაოს მედლისთვის მისასვლელი ორთაბრძოლა ბულგარელ ივაილო ივანოვთან დათმო და ასპარეზობა მე-7 ადგილზე დაასრულა.

ამავე წონით კატეგორიაში გიორგი ჯაბნიაშვილმა პირველი ეტაპი გამოტოვა, შემდეგ მიყოლებით ფინელი არტურ კანევეტისა და ნორვეგიელი კორნეილიუს ეილერტსენსის ბარიერი გადალახა, თუმცა შემდეგ გამოცდილ სერბთან, ნემანია მაიდოვთან დამატებით დროში დამარცხდა და ასპარეზობა რეპეშაჟში განაგრძო, სადაც ფრანგ ალექსის მატიესთან დამარცხდა.

გრიშა
არბუზოვი ცუდი მოჭიდავე არ არის, უხერხული საჭიდაოა, მაგრამ ტატო ჩვენი ლომია და დიდი სიამოვნებით ვუყურებ როგორ გააკრავს ბეჭებზე
tngh
წარმატება ტატოს!!!
ჰკა ტატო, ჰკა!
იმედია ტატო შეჭამს თემურ საზამთროვს!
გუჯეჯიანს
არ ჯობია რომ ამ კარნახს საერთოდ მოეშვა? რამდენჯერაც რამე უკარნახე სულ უკუღმა წაუვიდათ ბიჭებს საქმე? რომ ეძახი დაიღალაო, ვინ დაიღალა, რა დაიღალა, ვერ ხედავ რომ აბურთავებენ ჩვენს ბიჭებს? ან ეს მაისურაძე, მსოფლიო ჩემპიონი კაცი რისთვის წაიყვანეთ, რომ ვის არ დაზარებოდა ბეჭებზე გაეკრა? თუ ფორმაში არ იყო, სხვა წაგეყვანათ ვინმე ახალგაზრდა. ჯაბნიაშვილი რომ არ შეგეწუხებინა არ იჩქაროთი და კონტროლით, შეიძლება იმ ფრანგისთვის მოეგო. ქალების შემადგენლობა ხომ ცალკე თავის ტკივილია. რად გვინდა ამდენი ტურისტი, როცა სერიოზულად მხოლოდ ლიპარტელიანი ჭიდაობს?
მადლობა !
ერთადერთი საიტი, საქართველოში ერთერთი ყველაზე პოპულარული სპორტის, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის სიახლეებით ოპერატიულად ! "ხვალ-ზეგ" , შეიძლება დღეს გვიან ღამითაც კი, სხვების დაწერენ ... :)
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა