ესპანეთის თასის ფინალში „ბარსელონამ“ „რეალი“ დამატებით დროში 3:2 დაამარცხა და 32-ედ გახდა კოპა დელ რეის გამარჯვებული.

პირველ ტაიმში კატალონიური გუნდი უპირატესობას ფლობდა და პედრის გოლით დაწინაურდა, რომელსაც პასი იამალმა გაუკეთა. ეს მიმდინარე სეზონში კლუბსა და ნაკრებში ლამინის მე-20 საგოლე პასია. შესვენების შემდეგ „რეალი“ გააქტიურდა, თამაში ორმხრივი შეტევებით, მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და შეცვლაზე შესულმა მბაპემ თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა. მერე შესნის კარი ჩუამენიმ დალაშქრა. თუმცა, ფერმინმა თანაფარდობა აღადგინა. კომპენსირებულ დროში კი მსაჯმა რაფინიას საჯარიმოში წაქცევისთვის პენალტი დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააუქმა და ძირითადი დრო 2:2 დასრულდა.

ექსტრა ტაიმებში „ბარსა“ უკეთ გამოიყურებოდა და კუნდემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

"ბარსელონას" ყველაზე მეტჯერ აქვს ესპანეთის თასი მოგებული - 24-ჯერ "ბილბაომ" გაიმარჯვა, ხოლო 20-ჯერ "რეალმა".

სევილია. „ოლიმპიკო“

ბარსელონა - რეალი 3:2 (ძირ. დრო 2:2)

გოლები: 1:0 პედრი (28), 1:1 მბაპე (70), 1:2 ჩუამენი (77), 2:2 ფერმინი (84), 3:2 კუნდე (116)

გაძევება: რიუდიგერი (120+3, რეალი)

სოსო
ხალხო,გუჯა კახაძე,არა მხოლოდ საქართველოში,სწორად და სწრაფად სირბილის მეთოდიკის ერთერთი საუკეთესო სპეციალისტი და ნოვატორია.ვინც არ იცით ვინ არის,ინტერნეტში მოიკითხეთ.ასე რომ მაპატიეთ, მაგრამ მე გუჯა კახაძის უფრო მჯერა,ვიდრე თქვენი დისლაიქების.სამწუხაროდ,ვისაც სჭირდება,კლუბები ნაკლებად ინტერესდებიან მისი ცოდნით,მაგრამ დიდი იმედი მაქვს,გამოიყენებენ.გუჯა კახაძის საქმაიანობის შესახებ ინფორმაცია,რაც მე ვიცი,დაახლოებით ორი წლის წინანდელია და დღეს რა ხდება არ ვიცი.ძალიან გამიხარდება, მის ცოდნას სათანადოდ თუ გამოიყენებენ და კიდევ უფრო გამიხარდება,დღეს თუ უკვე იყენებენ.
სოსო
სილქ უნივერსალზე "ბურთი და მოედანი" რომ გადის,წინა თუ იმის წინა კვირაში ილაპარაკეს მაგაზე, გიგი.თურმე მსაჯობა ვისაც უნდა,ფიზიკური მომზადების და ფეხბურთის წესების ტესტები უნდა ჩააბაროს.ვეტერან ფეხბურთელებს ცოტა უჭირთ,საკმაოდ მძიმე ფიზიკური მომზადების ტესტების ჩაბარება,სამაგიეროდ ვინც მძლეოსნობაში ვარჯიშობს,მათთვის არის ადვილი!მორბენლები მიდიან თურმე,მსაჯებად,მაგრამ მათ ფეხბურთი არ იციან სიღრმისეულად და აქედან არის ამდენი სულელური გადაწყვეტილებებიო.მსაჯობაში საკმაოდ კარგად უხდიან თურმე და ბევრი მორბენალი თან ვარჯიშობს,თან კი მსაჯობით ივსებსო,ბიუჯეტს.იუთუბიზე იქნება დადებული და შეგიძლია იქ მოძებნო.

კურტუას პირველი გოლის აღებაც შეეძლო მარცხნივ რომ არ გადაედგა ნაბიჯი, მეორეზე რას აკეთებდა თვითონაც არ მგონია იცოდეს, მესამეს საშუალო დონის მეკარეც არ გაუშვებდა. მთლიანობაში რეალი სრულად დაშლილია და ბარსა ჯობდა, მაგრამ ამ დონის მატჩს არ ეკადრება ასეთი თამაში.
სოსოს
ადრე აღდგენას 72 საათი სჭირდებოდა და დღეს უკვე 24 საათი სრულიად საკმარისია სრული აღდგენისათვის. ასე რომ საინტერესო თამაში გველოდება "ინტერთან". პატივისცემით, გუჯა კახაძე
გოგა
ასეთ მარტივ გოლებს, როდის უშვებდა რეალი არც კი მახსოვს, ძან სუსტად გამოიყურებიან წელს, ბარსა კი მშიერია და ძან მონდომებული ყველა თამაში
ზედა მეზობელი
არ მგონია რო ეგრე იყოს,უმაღლესი დონის ფეხბურთელები ეზრდებათ,მაგარი მწვრთნელი ყავთ და ის რო მალევე უწევს თამაში ინტერთან,არაფერს ნიშნავს.ყველა გუნდი მიეჩვია 2-3 დღეში თამაშს,არც ბარსა არის გამონაკლისი.ისიც უნდა ითქვას რო ინტერს რომასთან აქვს თამაში დღეს,ბარსას ინტერთან შედარებით 14 საათით მეტი აქვს დასასვენებლად. რომა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ინტერს ფეხის დაცდენის უფლება აღარ აქვს,არ ექნება ადვილი თამაში. წესით რომა ინტერი გუშინ უნდა ჩატარებულიყო,მარა პაპის დარკძალვის გამო ყველა თამაში გადაიდო,ამიტომ ინტერსაც მოუწია დღეს თამაში. ბარსელონას უმართლებს წელს,მსგავს რაღაცეებშიც უნდა გაგიმართლოს და უმართლებთ. ეს კი წინა პირობა არის იმის რო ლიგაც მოიგოს და საერთოდ ტრებლზე იფიქროს.
გულშემატკივარი
მაგარი თამაში იყო. ალბათ, ანჩელოტი გაუშვებენ.
გეგი
გამიხარდა ბარსელონას მოგება მაგრამ ესპანეთში მსაჯობა რომ ამაზრზენია მემგონი ბევრი დამეთანხმება ამაში.
გეგი
ლოგიკურია,ვნახოტ აბა რას იზამენ.
სოსო
უუჰ,მართლაც ფანტასტიკური ფინალი ვნახეთ.ამ გამარჯვებას იმდენი ძალა და ემოცია დაახარჯეს,რომ შესაძლოა ინტერთან დამარცხებად დაუჯდეს,ბარსელონას.
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს