პსჟ-მა გუნდის პატარა გულშემატკივარს 14 წლის მაელს დიდი საჩუქარი გაუკეთა. ყველაფერი კი ბირმინგემში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრის შემდეგ დაიწყო, სადაც პარიზელები "ასტონ ვილასთან" 2:3 დამარცხდნენ, თუმცა ნახევარფინალში მაინც გავიდნენ.

14 წლის მაელს დაბადების დღე ჰქონდა. მას ოჯახმა საჩუქარი გაუკეთა და საყვარელი გუნდის თამაშზე ინგლისში წაიყვანა. მათ ბილეთები სტუმართა ტრიბუნაზე ვერ იშოვეს, ამიტომ "ასტონ ვილას" ფანებთან ერთად მოუწიათ ჯდომა.

მოგეხსენებათ, თამაშში საწყისი გოლი პსჟ-მა გაიტანა, ბიჭუნამ ზეიმი დაიწყო, რაც ბირმინგემელთა გულშემატკივრებს არ მოეწონათ. ინგლისში მსგავს საკითხებს დიდი სიფრთხილით უდგებიან და პირველი ტაიმის შემდეგ მაელს მის თანხმლებ პირთან ერთად სტადიონი დაატოვებინეს.

ამის შემდეგ ბიჭუნამ ცრემლები ვერ შეიკავა, მისი ფოტო და ამბავი კი სოციალურ ქსელში ოჯახის წევრების მონაყოლის შემდეგ ვირუსულად გავრცელდა. შედეგად, მაელი პირადად პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფმა მიიწვია და "ნიცასთან" შეხვედრაში საპრეზიდენტო ლოჟაშიც დასვა.

ახალგაზრდა ფანი თავის საყვარელი გუნდის ფეხბურთელებსაც შეხვდა და უბედნიერესი დღე ჰქონდა, მისი კლუბი კი აღნიშნულ დაპირისპირებაში "ნიცასთან" 1:3 დამარცხდა და ლიგა 1-ში პირველი მატჩი წააგო.

სანდრო
Lol
ენძო
კარგია ბავშვს ასე ყურადღებით რომ მოექცნენ,თუმცა გუნდისთვის ჯობია პატარა გულშემატკივარმა მომავალ მატჩებს ტელევიზიით უყუროს.
ნიკოლოზი
2024 წელს ჩელსი-სითის თამაშზე მიყიდა ჩემმა ქალიშვილმა ინტერნეტით გადამყიდველისგან. მოგვივიდა სახლში ფოსტით = 260 ფუნტი. ღირდა ამად უემბლიზე ყოფნა!!!!!!
მოკლედ
მე პირადად ვიყიდე ინგლისი იტალიას თამაშზე ბილეთი გადამყიდველისგან. ეს შეგეძლო გაგეკეთებია ინტერნეტით. თან როგორც მირჩიეს რაც უფრო გვიან იყიდი უფრო იაფია ანუ მატჩის დასაწყისის მოახლოებისას ფასები ეცემა. პ.ს. ბილეთი ესეთი იაფი, როგორც საქართველოშია არ უნდა ღირდეს. 20 ლარი უნდა ღირდეს სულ ქვედა 4 რიგი. ხოლო საუკეთესო ადგილები უნდა შემოღობონ და 100-200 დოლარის ეკვივალენტი უნდა იყოს. ტრიბუნის ქვედა ლოჟაში ბილეთი უნდა ღირდეს 300-და 500- დოლარის ეკვივალენტამდე. ხოლო სამთავრობო ლოჟაში 500-1000 დოლარის ეკვივალენტი. ვიცი რომ დისლაიქებს დამიწერთ, მაგრამ დაფიქრდით, სულ ლაპარაკია, მაქსიმუმ 5000 ბილეთზე. ჰოდა გადაიხადონ ფულიანმა ხალხმა, თქვენი რა მიდის? ნახევარი მილიონი დოლარის ეკვივალენტი გამოდის. დანარჩენი 50000 ბილეთი ღირდეს ხალხისთვის მისაღები ფასი. პ.ს.ს. ეხლა არ იფიქროთ, რომ მე ფულიანი ვარ რადგან ლონდონში ხელზე ბილეთი ვიყიდე. ჩვეულებრივი გასტერბაიტერი ვიყავი.
სოსო
სტუმრების ზონაში ბილეთი ვერ იშოვეს,მაგრამ ასტონ ვილას გულშემატკივართა ზონაში შევიდნენ!ვერავინ დამაჯერებს,რომ მატჩზე მასპინძელთა კვოტით ყველა ბილეთი არ გაიყიდა!გამოდის რომ ვიღაც გადამყიდველისაგან შეიძინეს ბილეთები და ეს უბედურება,მხოლოდ საქართველოში არ მოქმედებს.დამეთანხმებით რომ ინგლისი ერთერთი ყველაზე მოწესრიგებული ქვეყანაა,სპორტის მენეჯმენტის საკითხებში,მაგრამ იქაც ვერ აღმოუფხვრიათ,ბარიგობა.
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"ჩელსიში" გადასვლას არ ვნანობ, მაგრამ..." - ფერნანდო ტორესმა "ლივერპულის" დატოვებაზე ისაუბრა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
მიხეილ სააკაშვილი: ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან - ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს
"როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
მესიმ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობასთან კავშირი გაწყვიტა
"ყველაზე მეტი ამ მწვრთნელისგან ვისწავლე, ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს