ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ უფრო დიდ სცენაზე ვიხილავთ. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ "არსენალს" დაუპირისპირდება. გუნდები, რომელთაც ეს ტიტული არასდრის მოუგიათ, არადა ძალიან ახლოს კი იყვნენ, ფინალში დამარცხდნენ. პირველი მატჩი ლონდონში, "ემირეითს სთეიდიუმზე" (60 704) შედგება - დღეს, 29 აპრილს, 23:00 საათზე.

ტრავმებისა და პრობლემების მიუხედავად, "არსენალმა" გზიდან თვით მადრიდის "რეალი" ჩამოიცილა და ლიგის ნახევარფინალში სულ მესამედ ითამაშებს - პირველად 2009 წლის შემდეგ. არტეტას გუნდს ამ ტურნირზე 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ამაზე კარგი შედეგი მხოლოდ 2006 წელს იყო, როცა "მეთოფეები" ფინალში "ბარსელონასთან" დამარცხდა.

ლუის ენრიკეს ბიჭები ინგლისელ მეტოქეებს მშვენივრად გაუმკლავდნენ, მაგრამ "ასტონ ვილასთან" იყო წუთები, რომლითაც დამტკიცდა, რომ პსჟ უძლეველი არაა და პრემიერლიგის ინტენსივობის გაძლება მათთვის მაინც რთულია. პრობლემები ლიგა 1-ში პირველმა წაგებამაც გამოაჩინა.

ეს გუნდები ერთმანეთს ლიგის ფაზის ეტაპზე, 1-ელ ოქტომბერს შეხვდნენ და ლონდონელებმა (2:0) გაიმარჯვეს. საერთოდაც, ერთმანეთში ხუთჯერ ითამაშეს და პარიზელებს არასოდეს მოუგიათ. მათ ახლა ნავსის გატეხვის იმედი აქვთ.

"არსენალს" პრობლემები არ ეყოფოდა (გაბრიელის, ჰავერცისა და ჟესუსის არყოფნა) და მას თომას პარტეის დისკვალიფიკაცია დაემატა. ცუდი ისაა, რომ "ექვსიანზე" მისი პირდაპირ შემცვლელ ჟორჟინიოსაც ტრავმა აქვს და ამ შემთხვევაში დეკლან რაისს უკან დახევა მოუწევს. "კრისტალ პალასთან" დაპირისპირება ტრავმის გამო მიკელ მერინომ გამოტოვა, რომელიც ახლა უფრო სიღრმიდან ითამაშებს.

პარიზელთა რიგებში ტრავმა არავის აწუხებს და შემადგენლობა ოპტიმალურია. მიუხედავად ყველაფრისა, ლუის ენრიკეს მხრიდან იმ სასტარტო შემადგენლობას უნდა ველოდოთ, რომელიც" ნიცასთან" ვნახეთ.

უსმან დემბელეს ამ სეზონში 32 გოლი და 12 საგოლე პასი აქვს, თუმცა უკვე 5 მატჩია, არ გაუტანია და ამან მის ხასიათზეც ნეგატიურად იმოქმედა. ხვიჩა კვარაცხელიაზე ბევრი იქნება დამოკიდებული, მას ენრიკეს ტაქტიკაში დიდი დატვირთვა აქვს, პოზიციების ხშირი ცვლითა და არაორდინალური გადაწყვეტილებებით განსხვავება უნდა შექმნას. დარწმუნებულები ვართ, მიკელ არტეტას ქართველის შეჩერების გეგმას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს.

სავარაუდო შემადგენლობები

არსენალი: რაია - უაითი, სალიბა, კივიორი, ლუკას-სკელი - ოდეგორი, რაისი, მერინო - საკა, ტროსარი, მარტინელი;

პსჟ: დონარუმა - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - ნევეში, ვიტინია, რუიზი - დუე, დემბელე, კვარაცხელია.

მსაჯი: ვინჩიჩი (სლოვენია).

ოთხშაბათი, 23:00 სთ

ბარსელონა - ინტერი.

tngh
წარმატებები ხვიჩას... და საქართველოს ნაკრებს!!!
დავით 67
პსჟემ 3 ინგლისურ გუნდს მიუგო ბოლოს სიტისაც. როგორც სჩანს კარგად გამოუდის ინგლისელებთან თამაში. ყველაზე დიდი პლიუსია რომ მეორე თამაში სახლში აქვთ. წესით უნდა დაძლიოს არსენალის ბარიერი. ასევე არ ვფიქრობ რომ ინტერი უშანსოდაა.
MIRO
არსენალელ რაისს რომ არ გამოსვლოდა ორი სასწაული ჯარიმის გატანა რეალთან,შეიძლება ვერც მოეგოთ.მითუმეტეს რეალი აშკარა კრიზისშია.არსენალს ჩემპიონატში ყოველთვის გააქ ერთი ან ორი ბურთი მაქსიმუმ.ჯარიმებით ყოველთვის ვერ გაგიმართლებს და თუ პსჟ დაცვაში არ დაუშვებს შეცდომებს,შეიძლება ვერც გაუტანონ.X2 დაჯდება.
ზურ
ხვიჩას გაუმარჯოს
ევკრიტეს
ამ ბოლოს აღარ ჩანდნენ ინტრიგნები და დაგიმუღამებიათ ახალი საიტიც. მეთოფეებთან ზუსტად რომ მხოლობითში უნდა, სულ ასე წერდნენ და ასეა სტილი. ეს რუსული კიდე ყველგან რატო გაქვთ აჩემებული, ან საიტის ბრჭყალთან ავტორი რა შუაშია, სახლიდან წამოიღოს?
გიგო გაბაშვილი
მეთოფეები და არა მეთობეები, ანუ თოფი და არა თობი.
ევკრიტე
„მეთობეები“ - „დამარცხდნენ“ და არა - „დამარცხდა“ - ღვთისავარ, წინსვლა გეტყოიბათ, მაგრამ ცოტა კიდევ მოუმატეთ გრამატიკას და ქართველი თუ ხართ, ზედა-ქვედა ბრჭყალი იხმარეთ და არა რუსულ-ინგლისური ორივე ზედა - ანუ „ - “ და არა “ - “
გიორგი
"... ფაქტობრივად არ ყავს ცენტრ ფორვარდი", რომლის გარეშეც კი მადრიდის რეალს თავბედი აწყევლინეს?!
გოჩა
საერთოდ გიფიქრიათ არსენალი რა ძალას წარმოადგენს საერთოდ?
რაფინია დაფრინავს, რაფინია არ დადის!
"პსჟ უძლეველი არაა და პრემიერლიგის ინტენსივობის გაძლება მათთვის მაინც რთულია"-ო და თუ ინგლისელების ინტენსივობას გაუძლეს და როცა ხვიძა გაიხსნება პასიც მიაწოდეს, გარანტირებული ექნებთ ფინალში თამაში!
ბადრი
გეთანხმები, მაგ. დემბელემ საერთოდ მიუტოვა პასების მიცემა. შური, შური მურტალი რამეა. მაგრამ მე მაინც მაგრად მჯერა, რომ არსენალს უფრო ადვილად მოუგებენ, ვიდრე ლივერპულს ან ა.ვილას მოუგეს.
toy
ხვიჩას გაჩერება შეუძლია თავისივე თანაგუნდელებს, როცა იხსნება და პას არ აძლევენ რამდენჯერმე, მერე ნერვებს ყვება ნერვებს და შემდეგ რაც არ უნდა აძლიან აღარ გამოდის არაფერი.
lasha
ლოგიკით უნდა გავიდეს პსჟ არსენალი არის გუნდი რომელიც ლიდერ ლივერპულს 15 ქულიტ ჩამორჩება ამით ყველაფერია ნათქვამი ფაქტობრივად არ ყავს ცენტრ ფორვარდი
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
პორნომსახიობი საფონოვს "არსენალთან" ყოველი მოგერიებისთვის "ცხელ ღამეს" დაჰპირდა - მას ფეხბურთელის მეუღლემ უპასუხა
UEFA-მ ევროპული ტურნირების ფინალებზე მსაჯთა ვინაობა დაასახელა
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
კვარაცხელიას დიდი მატჩი ფინალისთვის და ნაცნობი "ინტერის" მოლოდინი
"კვარას" როლი "არსენალთან" დიდი იქნება - დემბელეს სათადარიგოობის დროა?!
მოიგებს ლიგას კვარაცხელია? ქართველებს გავარდნა ემუქრებათ - მაისის ამბები
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...
კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე - მე-40 წაუგებელისთვის...
ხვიჩა დაისვენებს - ქართველების ბევრი გადამწყვეტი დაპირისპირება