ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე, მე-2 დივიზიონის B ჯგუფში, მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი ახალი ზელანდია 5:0 დაამარცხა.

დუბლი ტიმურ ბეშაროვმა შეასრულა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. თითო-თითო გოლი მაკარ ნიკიშანინმა, დანიელ მეტლიოკმა და დანილ დავიდოვმა გაიტანეს.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა, ჯგუფის ლიდერია და 30 აპრილს ბულგარეთს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, მე-2 დივიზიონის B ჯგუფის გამარჯვებული მე-2 დივიზიონის A ჯგუფში გადავა.

ირაკლის
კი არის, შეეცადეთ კარგად გაიცნოთ ნაკრები, მეტი მხარდაჭერა და გულემატკივრობა გამოხატეთ ნაკრების მიმართ, თუ არ გაინტერესებთ გთხოვთ გაატაროთ!
ირაკლი
საქართველოს ნაკრებში ქართული გვარის წარმომადგენელი თუ არის?
ყველას
ეხლა ვითარდება ეს სპორტის სახეობა საქართველოში, მაქსიმუმ 10 წელია რაც ნაკრები არსებობს, ვარჯიშობენ თბილისში და ბაკურიანში. მსოფლიო რეიტინგში 5ო ადგილზეა, ამ ტურნირის შმდეგ სავარაუდოდ 30-ე ადგილამდე აღზევდება, კი ბევრი უკრაინელი და რუსი თამაშობს, მათი თამაშით ვითარდებიან ახალგაზრდა ქართველები, როგორც ფუტზალში იყო ბრაზილიელების გვერდით იზრდებოდნენ ახალგაზრდა ქართველები დღეს უკვე ყველა ქართველი თამაშობს და ფლეოიფში გავიდნენ, იგივე იქნება აქაც. საქთველოს სახელით გამოდიან და თუ შენც გულშემატკივრობ საქართველოს ვერ ვხვდები რატო არ უნდა გიხაროდეს ჩვენი ნაკრების წარმატება, არ არის შორს ის დღეც, სავარაუდოდ სამ-ოთხ წელიწადში ევროპის და მსოფლიოს შესარჩევშიც მიიღებენ მონაწილეობას, დავამატებ იმასაც რომ ქართველების საკმაოდ არიან ნაკრებში, ორო გვარი მახსენდება ეხლა ბუკია და ობოლგოგიანი, რომელიც როგორც მახსოვს წინა წელს ბომბარდირი იყო ნაკრებში. უგულშემატკივრე საქართველოს და ბედნიერი იყავი ამით.
df
კარგი რა ხალხო, საიდან ამდენი ნეგატივი. ჰოკეის ფედერაცია და ნაკრები ხელისგულზეა სატარებელი. ისეთ სპორტის სახეობაში დადეს შედეგები, ვერც ვიოცნებებდით. სხვა იყენებს ასეთ ტაქტიკას, ჩვენ რატომ უნდა ჩამოვრჩეთ ვინმეს. თან, ამათი შემხედვარე, ჩვენთანაც გაიზრდებიან ჰოკეისტები. არ თქვათ ახლა ჰოკეი ქართულ ხასიათში არ ჯდებაო.
ზვიადი
ფრანგებს ფეხბურთსა და კალათბურთში ნაკრებები გააუქმებიათ თურმე. წარმატებები საქართველოს!
ზაზა
საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებში რო ფრანგებია იმაზე მეტი ქართველი ნამდვილადაა ამ ნაკრებში
დავით 67
ფეხბურთის შემდეგ ჩემთვის მეორე სპორტია ჰოკეი, მაგრამ რა მიზანი აქვს ასეთ ჩემპიონატს, რომელიც ვერასოდეს ვერ გაქაჩავს მსოფლიოზე გასვლას. HXL- ის შემდეგ ამათ როგორ უნდა უყურო, თანაც ერთი ქართველი არ ჰყავთ გუნდში
დავით 67
მეც ეგ გამახსენდა. ბოლოს დააყოლებდა და გელა დარსაძე ღმერთმა აცხონოს ორივე.
ადამიანი
მე მგონი რუსეთის ნაკრები უფროა. შემადგენლობა დაწერეთ რამდენი ქართველია.
დიმიტრი
კაი რა,ერთი ესაა საქართ ელოს ნაკტები და მეორე ის იყო კიდევ, ფუტზალში რომ 8 ბრაზილიელი და 2 ქართველი გვყავდა))) რა მუღამით უნდა ვუქომაგო ვინმე ბაშაროვის, კირილენკოს თუ ბერდიმუხამედოვს( საერთოდ არაფერს ვერჩი რუსებს, თან) ??? სხვა საქმეა, კლუბი რომ ყოფილიყო თბილისის ან რავი ქობელეთის "მეშაიბე". დაჟე მანდაც კი ტეხავს ნახევარი რომ არაქართველი იყოს.
ზურა
ცხონებული ნუგზარ ჯუღელი გამახსენდა: მოედანზე გამოდიან ქართველი კალათბურთელები : ოპოშნიანი, მილოვიდოვი, ბოროდაჩევი კაპუსტინი და დერიოგინი,
irakli
ნაკრებში ქართული გვარის გვყაავს ვინმე?
გოჩა
საინტერესოა სად ვარჯიშობენ ან რამდენი გუნდი მონაწილეობს საქართველოს ჩემპიონატში,
15:1. ესეც მეხუთე გამარჯვება - საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები A ჯგუფში აღზევდა
საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისევ გაიმარჯვა და A ჯგუფში გადასვლასთან ახლოსაა
საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე მატჩიც მოიგო
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო