ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა გასვლაზე უსმან დემბელეს გოლის წყალობით "არსენალს" 1:0 სძლია. მსოფლიოს წამყვანი სპორტული პრესა ქართველის მორიგ კარგ თამაშს, რომელმაც აღნიშნულ დაპირისპირებაში შედეგიანი გადაცემა მიითვალა, აღფრთოვანებით ეხმაურება.

მაგალითისთვის, ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემის dailymail-ს ჟურნალისტმა კრეიგ ჰოუპმა ჩვენებურს სტატია მიუძღვნა, სადაც აღნიშნა, რომ ხვიჩა უბრალოდ გენიოსია და ბრწყინვალეა ის სამუშაო, რომელსაც მოედანზე აკეთებს.

ჰოუპი აღნიშნავს, რომ ახლა ძველი დრო ყველამ უნდა დაივიწყოს, რადგან მსოფლიოს სრულიად ახალი სტილის ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს, რომელსაც დაცვაშიც და შეტევაშიც თამაში ერთიანად ძალიან კარგად შეუძლია.

რა გასაკვირია, ქართველის დაცვით უნარები თვალიდან მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონ ბიქსტენ ლიზარაზუსაც არ გამორჩებოდა. ფრანგმა ხვიჩას პსჟ-ის სიმბოლო უწოდა და L’Equipe-თან თქვა, რომ მას პარიზელთა წარმატებაში უდიდესი როლი აკისრია.

"ხვიჩა გუნდის სიმბოლოა. მისი მენტალიტეტი ძალიან მომწონს. როდესაც მცველი ხარ, შენთვის ძალიან დიდი ნუგეშია, რომ შემტევი ჩამოვა და დაგეხმარება. ის ყოველთვის მოვა და თავის საქმეს გააკეთებს.

ეს საკმაოდ სიმბოლურია გუნდისთვის, რომელიც საკმაოდ კოლექტიურია, სადაც ყველა შრომობს. დემბელე დაცვის პირველი ხაზია და კვარა ტიტანურ თავდაცვით სამუშაოს ასრულებს, რადგან დაცვას მის მარცხენა ფლანგს დაეხმაროს. ეს ძალიან დადებითი სიგნალებია გუნდის კოლექტიური სულისკვეთების შესახებ.

ხვიჩას უდიდესი ნიჭი და ტალანტი აქვს. ქართველი პარიზულ გრანდში რისკების გადამზღვევ ფეხბურთელად იქცა", - ამბობს ლიზარაზუ.

ქართველი
მხოლოდ ნაწყლსექტანტები თუ აგინებს კვარას თორე მთელი მსოფლიოს სპორტული პრესა კვარას ქებაშია. სპორტშიც კი ჩანს ნაწყლსექტის "პატრიოტიზმი" ფუ ამათი უსამშობლო......
გიორგი
მაგარი გრძნობაა ქართველი რო თუნდაც საფეხბურთო მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. იხარე ერო, მოკვდი მტერო!
ბესო
მთელი საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, დი ლორენცო რავი,ყველა აქებს და ადიდებს ჩვენს ქართველ ბიჭუნას. დას ეს კუკუები საიდან?
გიო გიო
ხვიჩა შენი სიხარულით და ბედნიერებით ჩვენც გახარებულები ვართ, ადმინისტრაცია რატო არ გიდევთ ვიდეო მიმოხილვა? დავიჯერო ეგრე ძვირია? ნორმალურ საიტზე უნდა იყოს ანალიტიკა და ვიდეომასალა.
rony
ჟიმვაააა
tngh
შესნიშნავი შეფასებებია... წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!
დათო
კუკუუუუ
მახა
კუკუ, ზუსტად ის ხარ რაც სახელი დაირქვი, ოღონდ დიდი კუკუუუ !!!!
კუკუ
თასი, არა კვახი!
ბაქარ
ხვიჩა, გთხოვ, თასი დადე რაა
მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა - "რასინგმა" "მალაგას" სძლია
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
"პრემიერლიგაში და ლა ლიგაში თამაში ჩემს გეგმებში არ შედის" - პსჟ-ს ნახევარმცველი
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
"კვარაცხელია განსაკუთრებული და "არსენალისთვის" მიუწვდომელია - თითქოს საგაზაფხულო ბრძოლებისთვის ემზადება" - ამბობს ლონდონური გუნდის ყოფილი ფეხბურთელი
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
[VIDEO] პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა