Spazionapoli წერს, რომ „ნაპოლი“ მეოთხე სკუდეტოს მოპოვებასთან ახლოსაა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც იანვარში პსჟ-ში გადავიდა, შეიძლება იტალიის ჩემპიონად არ აღიარონ, რაც ნამდვილი პარადოქსი იქნება.

კვარაცხელიამ სეზონის პირველ ნახევარში 1187 წუთი ითამაშა, 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, საერთო ჯამში ჯაკომო რასპადორიზე მეტი სათამაშო დრო აქვს (863 წუთი, 5 გოლი და 1 საგოლე პასი), თუმცა ბიუროკრატიული მიზეზების გამო, არაა გამორიცხული, ოქროს მედალი არ გადასცენ, რადგან გუნდში დარეგისტრირებული და მოქმედი ფეხბურთელი არ არის.

„ახლა ყველაფერი მხოლოდ „ნაპოლიზეა“ დამოკიდებული, ვინაიდან სერია A-ს რეგულაციის თანახმად, ასეთ შემთხვევაში საკითხი კლუბის გადასაწყვეტია. ვიცით რა „კვარას“ მიმართ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის დამოკიდებულება, ეს მართლაც რთული, თუ არა შეუძლებელია“, - წერს გამოცემა.

მარგალ
ლაურენტისისგან არაფერია გასაკვირი.
გოჩა
ნაპოლი ვერ გახდება ჩემპიონი!
დავითი
ლაურენტისი იფიქრებს, მედალი რომ მივცე პრემიაც უნდა გადავუხადოო და ...
გურულო
რა არის აქ საეჭვო? ეს არის საქვეყნოდ ცნობილი ფაქტი! რაღაცას ხომ არ იგონებენ? ბიჭმა რეალურად ითამაშა, ნახევარი სეზონი ნაპოლის ეხმარებოდა! თან დახმარებაცაა და დახმარებაც ბლიად! 5 გოლი და 3 ასისტი აქვს და გინდა დაწერილით თქვი და გინდა დაუწერელი წესების გათვალისწინებითაც უნდა მიითოს ტიტული! უბრალოდ საკუთარი შრომით დაიმსახურა ეს ხვიჩამ! თუ არ მისცემენ, ისევ მათ იკითხონ, საკუთარ რეპუტაციას დააჯვამენ ვითომ და გაიფარჩაკებენ თავს? არა მგონია ასე დაწვრილმანდეს კლუბი და რაც მთავარია ბიჭებმა ხომ იციან, რომ ხვიჩა მათ გვერდით იყო და თავს არ ზოგავდა ნაპოლი რომ მოწინავე რიგებში ყოფილიყო? ვითომ არაფერს იტყვიან?
ნინო
არ მისცემს და კიდევ ერთხელ დაადასტურებს როგორი პატარა კაცია და რომ ხვიჩა 100%ით მართალი იყო როცა წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
რეალობა
ოღონდ ჩემპიონთა ლიგა მოიგონ და სულაც არაა საინტერესო ლავრენტას გადაწყვეტილება, თუმცა აუცილებლად მისცემენ, რადგან არ მიცემა დიდი საფეხბურთო სრცხვილი იქნება
ბადრი
ერთ სეზონზე ორი ქვეყნის ჩემპიონობა რაღაც მეეჭვება.
თამაზი
ხვიჩამ ერთი თვის ხელფასიც დაუტოვა მაგიტ აჟიოტაჟს რას ტეხავთ
დათო
უმადურობა ცუდი საქმეა ზოგადად. ობიექტურად რომ შევაფასოთ მდგომარეობა, ეს კაცი (ცუდია თუ კარგი, სხვა საქმეა) და ნაპოლი რომ არა, ხვიჩა დღეს იქ არ იქნებოდა, სადაც არის. ეს ერთი. მეორეც, შუა გზიდან რომ მიატოვებ საქმეს (რასაკვირველია, ხვიჩასთვის პიროვნულად უკეთესი გადაწყვეტილება იყო გადასვლა), და უკვე გუნდი სხვა ფეხბურთელების და მწვრთნელის მოქმედების შედეგად ჩემპიონობას დებს, იქ მედლის მიღებაზე საუბარი ცოტათი უადგილოა (თუ მისცეს, ნამდვილად კეთილი ნება იქნება ნაპოლის მხრიდან). წარმატებები ნაპოლისაც და ხვიჩას უკვე ჩემპიონთა ლიგაზე!
გუჯა
თუ კანონი არ ითვალისწინებს ხვიჩას მაგ ნაგვის გროვიდან არაფერი არ უნდა.
ლაურენტისი
მედალს კი არა რისი ღირსია თვითონაც ზვდება და მისი ბრბო…
Levani
ლავრენტა ისეთი ვაჭარია მაგას პრინციპის კი არა ოქროს ფასის გამო არ მისცემს,ერთი ათი გრამი მაინც ხო იქნება და კაი მაყუთია რას ამბობ
zura222
აი ზუსტად მაგ ბებერი ვირთხის გამო არ მინდა ნაპოლის ჩემპიონობა ! რომც გახდნენ ჩემპიონები გაიკეთოს უკან ის მედალი D არ სჭირდება კვარას მაგის მედალი ჩემპიონის ტიტული მაინც ექნება და ამას ვერავინ ვერ ჩამოართმევს !
NN
ჩემპიონთა ლიგა მოიგოს და სულ არ ჭირდება სერია ა-ს ჩემპიონობა - საფრანგეთის ჩემპიონობაც ეყოფა
სოსო
გამოხოხ-გამოსისინდა zura222-ის ტროლი.
სიმართლე
რა უნდა გაგიკვირდეს ვაჭარი ლავრენტასი, როცა ჩვენს ოქროს ბიჭს 2.5 წელიწადი კაპიკებზე არბენინებდა და ხელფასის მომატება არ აღირსა?! ამისთანა ნაგავი პრეზიდენტი ევროპის არცერთ კლუბს არ ჰყავს და მაგის ბოლო ის იქნება, ფანები კინწისკვრით გააგდებენ ან გააყიდიებენ კლუბს. რაც შეეხება კვარას - არც სჭირდება ლავრენტას დამადლებული, როცა ისედაც არ აკლია ოქროს მედალი და იმედია, მალე ყველაზე პრესტიჟულ ტიტულს მოიგებს პსჟ-თან ერთად
ჟორა
თუ არ მსცევენ ერთ ადგილზე გაუკეთონ ლავრენტის. ისე კი არცაა სადარდელი, რადგან იტალიის ჩემპიონობას ბევრჯერ ჯობია საფრანგეთის ჩემპიონობა, საფრანგეთის თასისა და ევროლიგის თასი ფლობა.
ლაშა
ზურა კვარას ეკუთვნის და მიიღებს კიდეც მაგრამ შენ რამ გაგაბოროტა შენ უბედურ დღეზე გაჩენილო თუ ლაზარე გმირია სათავიდან ხარ ლიბერქათმების
ფეხბურთი
არადა როგორ სჭირდება კვარას ოქროს ბურთზე ბრძოლისთვის. მაინც რა უმადურები არიან 2 სკუდეტო კი არა საერთოდ ერთს მოგებდნენ ცხოვრებაში კვარა რომ არა ? არარის გამორიცხული კვარას მიყიდონ სკუდეტოს მედალი
zura222
არ ეკუთნის და რატო უნდა მიცეს? კვარა ხო საფრანგეთის ჩემპიონია
გელა
მიიფაროს ტრ..ზე თუ არ გადასცა.მაგის გაქნილი და დაუნახავი კარგიც....
პირველი ვარჯიში ახალ კლუბში - ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო
აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა
"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა