ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "არსენალის" დამარცხებით (2:1, 1:0) და ფინალში გასვლით გამოწვეული სიხარული პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ვერ დამალა.

"მოჭარბებული ემოციები მაქვს! მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა, თავდაცვა მოგვიწია, მაგრამ რამდენიმე კონტრშეტევის განხორციელების საშუალება მოგვეცა. ძალიან რთული იყო. მატჩი ჩვენდა სასურველად არ წარიმართა.

სიტუაციის შესაცვლელად დამატებითი ძალისხმევის გაღება მოგვიწია. გაგვიჭირდა, თუმცა აშკარა საგოლე მომენტები გვქონდა. პირველი ტაიმი ჩემთვის მძიმე საყურებელი გახლდათ. ვცდილობდით თვითდაჯერება გვეპოვნა. როდესაც ფეხბურთელი ხედავს, თამაში ჩვეულად არ მიდის, ფიქრს იწყებს, რომ უკანდახევის დროა, მაგრამ ამის გაკეთება უნარიანადაა აუცილებელი და ზეწოლის გაძლიერებაა საჭირო. პირველ ტაიმში მართლა გაგვიჭირდა", - განუცხადა ლუის ენრიკემ Canal+-ს.

მერაბი
და ეს კომენტარები ლუის ენრიკეს ვინ უნდა გადაუთარგმნოს?
ჟორა გაბრიჭიძე
იცით რა მაკვირვებს? ამ თამაშების გარჩევა თუ ხდება გუნდში და რას ეუბნება მწვრთნელი მათ ვინც დროზე პასს არ აძლევს გახსნილ პარტნიორს. ვიტინია ერთ მომენტში პირით ხაზს გაყვა და ძელამდე იარა, იმის ნაცვლად, რომ პასი საჯარიმოში ჩაეგდო, ძელთან მდგარ მეკარეს დაურტყა, არადა ეს მომენტი 90%-იანი გოლი იქნებოდა საჯარიმოში რომ ჩაეგდო. ასეთები კი რამდენი იყო. ასევე დიდი მინუსია კონტრშეტევაზე გადასული ფეხბურთელი პასს აძლევს პარტნიორს და გარღვევაზე კი არ გაჰ ყავს, არამედ უკან აძლევს, რომლის მიღება-დამუშავებაში დრო მიდის და კონტრშეტევის ეფექტი იკარგება.
მალხაზ ჯობავა
ენრიკე, შენს ფეხბურთელებს დუეს, ბარკოლას, ვიტინიას და კიდევ ერთი ორს უთხარი და მოთხოვე რომ, ნუ ღორობენ და დროულად მისცენ პასები კვარას, რამდენი ნაღდი საგოლე პასი არ მისცეს გუშინ! რომელსაც კვარა გოლად აქცევდა. ერთი დონარუმა ცდილობს კვარაზე პასის მიცემას და ის ბალასტი რამუში კიდე მოაშორე მაქაურობას, ინგლისში რომ გაეტანა დღეს პსჟ-ს უფრო კარგი თამაში ექნებოდა და კიდე ერთი შეგირცხვინე ის შემფასებლები რომლებმაც კვარაზე მაღალი შეფასება მისცეს ბარკოლას და დემბელეს.
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება