ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ფულადი ჯილდო, მილიონი ლარი გადაეცემა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ფულადი ჯილდო, მილიონი ლარი გადაეცემა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ფულადი ჯილდო მილიონი ლარი გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

„საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისი არენაზე გამართულ გადამწყვეტ მატჩში დღეს საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

მატჩს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ირაკლი კობახიძემ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს მადლობა გადაუხადა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. საქართველოს გუნდმა საბერძნეთის ნაკრები - 29-26 დაამარცხა!

• ზედა მეზობელი

აჰა,ხომ ვთქვი,ერთმანეთს ხოცავენ და რისთვის? რატომ გწყინთ ის ამბავი,როცა ადამიანი სიმართლეს ამბობს საპატრიაქოზე? კონკორდატი გაუქმდეს და რაც უნდათ ის ქნან,თუ ასე გიხარიათ და გინდათ,თავად დააფინანსეთ თქვენი შემოსავლების 80%. არ მგონია სწორი იყოს,გაჭირვებული ხალხის ქვეყანაში,საპატრიაქოს წარმომადგენელი 100 ათასიანი მანქანებით დადიოდეს და კიდევ,ქვეყანა არ დატოვეს,სადაც სამკურნალოდ არ დადიან,ხოლო ადამიანებს ეუბნებიან რო ყველანი სიკვდილის შვილები ვართო და უქონლობის გამო შვილებს ვერ მკურნალობენ ადამიანები,ხოდა ეს სწორია? 20 მილიონით ხომ ოცი ბავშვი შეინარჩუნებს სიცოცხლეს,რა ასე არ არის? სწორედ ამდენია ან შეიძლება ცოტა მეტი მათი ფულადი დაფინანსება.უძრავი ქონების გადაცემაზე საუბარი ზედმეტია. იცით რაში უხდიან ამ ფულს,ყველა მთავრობას რო მოემსახურონ არჩევნებზე,ეს არის მათი სარგებელი და არა იმიტო რო ღმერთს ემსახურებიან.მღვდელი თუ ხარ,რას აგიტატორობო და რატომ ირჩევ მხარეს? რა მათი საქმეა ეს ამბავი? არ მგონია რო ქრისტე იგივეს გააკეთებდა,პირიქით,ყველაზე მეტად ვაჭრებზე და მსგავსი ტიპის ადამიანებზე საუბრობს,ხალხის დამშევაზე და გაყვლეფაზე.თუ ქრისტეს მიმდევრები ვართ ქართველი ერი,მაშინ ვაჭრუკანებს რატომ ვიცავთ თავგამოდებით? საკმარისი ვერ ივაჭრა ბიძინამ,თუ იმას ეძახით კარგ საქმეს,მილიონები რო იშოვა არასწორი გზით და მერე ერთ მილიონს დახარჯავს ეკლესიის აშენებაზე,ეს არის კარგი ამბავი? ეგ იგივეა,უგულავას 50 მილიონს რო ედავებოდნენ და 50 ათასში გამოუშვეს. ბევრი რო არ გავაგრძელო,ქრისტეს მოძღვრება არ არის მომხვეჭელობა და გაჭირვებულის ხარჯზე კარგად ცხოვრება. ქრისტე არის მაგალითი იმისა,თუ როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი. იმ ეპოქაში,როცა ცხენი და აქლემი არსებობდა,ქრისტე ვირით ან ფეხით გადადგილდებოდა,რატომ თქვენი აზრით? რა კარგი არაბული ცხენი გაუჭირდებოდა თუ დაუნანებდა ვინმე? მარიამ ღვთიშშობელი ღარიბი ოჯახიდან იყო და თავად ქრისტე თავლაში,ჩვენებურად ბოსელში დაიბადა,რატომ მოხდა ასე? რატომ მდიდარი არ გამოარჩია ღმერთმა იმისთვის რო ქრისტე ეშვა? იმიტო ხო არა რო ამორალური ხალხი არიან მდიდრები და ადამიანების დაქცევით შოულობენ ფულს. ქრისტიანობა მარტო ეკლესიაში შესვლა,სანთელის დანთება და მარხვაზე ყოფნა კი არ არის,ქრისტიანობა არის ქმედება იმისთვის რო ადამიანებს დაეხმარო,ხელი გაუწოდო გაჭირვებულს და ა.შ. თუ გნებავთ ექსპერიმენტი ჩავატაროთ ქვეყანაში,მე ჩამოვივლი დახმარების თხოვნით ფეხით,ხოლო მღვდელმა ჯიპზე ამხედრებულმა,მე ურავლესობა არ დამეხმარება,ხოლო ჯიპიან მამაოს აუცილებლად. ეს არის თქვენი ქრისტიანული მორალი და გაგება.არადა,ქრისტე გვეუბნება,როცა კარზე ვიღაც მოგადგება,დაეხმარეთ მათ და გაუნაწილეთ სარჩო,რადგან მათი სახით მე გთხოვთ დახმარებასო.ჯერ მარტო ასეთ ეპიზოდებში გვეტყობა რანაირი ქრისტიანებიც ვართ ერი.ადამიანის მთავარი ქრისტიანული დანიშნულება არის იყოს ადამიანი,ვისი ცოდვების გამოისყიდა ქრისტემ. ბიძინას რატომ ეშინია ხალხში დაცვის გარეშე გამოსვლა ან შემაღლებულ ადგილას რატომ ცხოვრობს სხვისგან გამორჩეულად? რა სიკვდილის ეშინია ღვთის მოშიშ ადამიანს? ან მღვდელი აიღე,100 ათას დოლარიანი ჯიპით რო არ იაროს,ნივა ვერ მიიყვანს ა პუნქტიდან ბ პუნქტში? ამაშია საქმე.

• ბუხუტი

აბა ბიჯო, ბიძინას არ დავუფასეთ ხომ?! მაგის დახარჯული, უკვე ამოღებული აქვს-შენ ეგ არ იდარდო. მადლობა, პირადმა პენსიონერებმა უხადონ. მე რატომ უნდა ვუხადო, კოლექტიური ნიკუშა შენგელაიების ნაცვლად?! 13 წელია,საკუთარ ბოსტნად აქვს ქვეყანა გადაქცეული. ქართუში დამლაგებელი აღარ დარჩა, მინისტრის მოადგილის პოსტი მაინც არ შეხვედროდა. საპატრიარქოს სიმდიდტე კიდე, სინოდის სხდომების დღეს ნახე. დააკვირდი ავტო-პარკს. სუპი გაქვს? კმაყოფილი ხარ ხომ?! :)

• ბუხუტის

საპატრიარქოზე პირი გამოირეცხე! საპატრიარქო და სამღვდელოება ძალიან ბევრ ხალხს ეხმარება! შენმა მზემ სულ შენი ჯიბიდან მიდის რამე რა? მილიონები დაუთვალეთ მდიდარ ნაცებს! ვინც ჩვენ გვახარებენ და გაბედნიერებენ არავიზე მენანება მილიონებიც და უფრო მეტიც! სხვათაშორის ბიძინა ივანიშვილმა თუ საქართველოს უმრავლეს მოსახლეობას მილიონებიც და ალბათ მილიარდებიც დაახარჯა, იმიტომ დაუფასდა არა,შენაირი უმადურებისგან!

• ბუხუტი

შენი ჯიბიდან არიგე მილიონები, თუ გინდა. ხალხი თითო-თითო ლარს აგროვებს მძიმე სენის მქონეების გადასარჩენად, ევროპაში ლტოლვილად ბარდება და ესენი მილიონებს არიგებენ წაღმა-უკუღმა. საპატრიარქოს, საზ.მაუწყებლის და ფეხბურთის ფონდის რჩენა არ გვყოფნის და ახალი ჰორიზონტები გამოჩნდა ხომ?! რად უნდა ბიჯო საპატრიარქოს რჩენა?! იმდენი აქვს, იქეთ უნდა აფინანსებდეს გაჭირვებულებს.

• დიმიტრის

შენ, ნაცებში ხომ არ გეშლება ვინმე? მოსყიდულები თუ არიან ეგ შენი ნაცები არიან უცხოეთიდან, რომ იკვებებიან კარგა-მაგრა!

• ლიაკა ხოშტარია.

დარი-დური! ბიძია, შემეხმიანე და მე გადმოგირიცხავ მილიონს!

• lasha

იმედია სპროტს თავს არ დაანებებინებენ ნაკრების წევრებს და პარლამენტში არ დასვამენ ტალახაძე და პეტრიაშვილი დაუკარგეს ქართულ სპროტს. დარწმუნებული ვარ მინიმუმ ერთ ქოროს მედალს ოლიმპიადაზე კიდევ დადებდენ :) და საერთოდ ფულადი პრემია უნდა გადასცეს ფედერაციამ ნაკრებს ან თუ გნებავთ ვისაც უნდა თავის ჯიბიდან მარა სად ვცხოვორბთ ხალხო. ასე ბიუჯეტიდან რასაც უნდათ და ვისაც უნდათ ფულს რო ურიცხავენ ვინ განკარგავს ? მე რო გადასახადებით ბიუჯეტს ვავსებ. და ყველა ავსებს რო იცოდეთ. რასაც ყიდულობთ მაღაზიაში იქიდანაც თქვენი ჯიბიდან ივსება ბიუჯეტი. და ესენი გამოვარდებიან და არიგებენ ფულს ხან საპატრიარქოს ურიცხავენ ხან ვის და ხან ვის :) ანუ ხალხის ფულს. განკარგავენ როგორც საკუთარ სახარჯო სემიჩკის ფულს :)

• ზედა მეზობელი

ზოგადად,წახალისება კარგია და მოტივაციას ადგება,მაგრამ ყველამ თავისი ჯიბიდან წაახალისოს რაც უნდა და ვინც უნდა.ხალხის ფულის უპრაგონოდ ხარჯვა არ არის კარგი ამბავი,მით უფრო რო ქვეყანაში ბევრს უჭირს.თუმცა ისიც სათქმელია რო პრემია/დანამატებში ფულის დახარჯვას,ისევ სპორტსმენებს მისცენ ჯობია.საქართველოს მდებარეობის ქვეყანა ასე გაჭირვებული არ უნდა იყოს,არც ხალხი უნდა გარბოდეს აქედან და არც ბავშვები უნდა შიმშილობდეს,თუმცა ვიღაც ურევს და მიზანმიმართულად ანადგირებს ამ ქვეყანას. საქმე ის არის რო ხალხი ჯერ ვერ ხვდება ამას,როგორ ანადგურებენ მიზანმიმართულად,როგორ შემოდის ათასი ვიგინდარა ქვეყანაში და როგორ გაედინება ქართული ჯიში ამ ქვეყნიდან. აქ მნიშვნელი არ აქვს რომელი პარტია არის,მე რო მკითხოთ ყველას ერთი დამფინანსებელი ყავს და ის "ერთი" ანადგურებს ქვეყანას. იმის ნაცვლად რო ხალხი ერთად დადგეს,ერთი მხარე ბიძინაზე იდორბლება,ხოლო მეორე მიშაზე. ნოემბრის მერე ხალხი ქუჩაში გამოდის და ერთს არ უთქვამს ნამდვილი პრობლემა,რაც ამ ქვეყანას ანადგურებს. ან რანაირად უნდა თქვან,დაფინანსებულები არიან და რაც დაუკვეთეს იმას ასრულებენ. თუ ეს ქვეყანა მართლა გიყვარს და მართალი ხარ,რატომ არ გაქვთ რეაქცია იმაზე,რაც ხდება ქალაქში? ამდენი ინდუსი თუ პაკისტანელი არ უნდა იყოს საქართველოში,ეს იმ ფონზე რო ქართველი მიდის ამ ქვეყნიდან. ცოტა ხანში საქართველო აღარ იქნება,ნახეთ სა-ქართველო,ხოდა სად არის ეგ ქართველო? ეს არის ჯერ არ შესული ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შედეგი. რუსეთი ჩაგყლაპავს თუ ევროკავშირის უაზრობები,რა აზრი აქვს? მონა მონააა,გინდ მაძღარი იყოს და გინდ მშიერი,ხოდა საქართველო ამისკენ მიისწრაფის. იყო დრო როცა საქართველო თავისუფლების მოყვარე ხალხით იყო დასახლებული,ახლა მონობაზე შეყვარებული ხალხით და გინდათ თქვათ რო ესენი ქართველები არიან? რაში გამოიხატება მათი ქართველობა? ქართველს რო შვილი შეგეძინება და დამიანეს დაარქმევ ან მაქსს,რანაირი ქართველი ხარ?! ერთმა ტომი და ჯერი დაარქვა თავის შვილებს,ხოდა ეს ქართველი რანაირად არის? ხოდა,ამ სპორტსმენებს რისთვის ვაძლევთ ამ ფულს,დამიანეს ან მაქსს რო მიუტანონ? ეს არის ერის გამოთაყვანება სწორედ,იცხოვრე სადაც გინდა და როგორც გინდა,თუმცა რაღაც მაინც შეინარჩუნე ქართული,სახელი მაინც გქონდეს ქართული.

• zura222

ესეიგი რა დონეზე არიან გაბოროტებულები ნაც საქონლები @ საქაართველოს ყველა წარმატება შხამიან გულში ისრებივით ხვდებათ !თქვე მართლა გადაგვარებულებო მისცეს მილიონი ხომ არ წაართვეს თქვენი შეფებივით @@@

• ლუარსაბ თათქარიძეს.

ეგ შენი "ლექცია" იმ უწიგნურებს წაუკითხე რუსთაველის გამზირზე, უსაქმურად და უაზროდ, რომ დაყიალობენ და ტვინი, რომ არის უკვე მოხნილი. მაგათ კითხე: ილია, ვაჟა, აკაკი, შოთა ვინ არიან და დარწმუნებული ვარ სამშიც არ არიან, ვიზე ეკითხები.

• ლუარსაბ

ოროსანი ტროლი ხარ რაზე საუბრობ არც კი გესმის. იცი მაინც ვინაა ილია ჭავჭავაძე? ჯერ ლიტერატურა წაიკითხე და პოლიტიკოსობა მერე დაიწყე :)

• QT

ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნული კი არაა, მანამდე იქნა მიღებული, რომ თუ გავიდოდნენ დაეჯილდოვებინათ. ცოტა თავი უნდა გაააჭაჭყაროთ. ვულოცავ ბიჭებს და ვულოცავ საქართველოს ამ წარმატებას.

• დარი-დური, დარი-დური.....

დეიდებო, ბიძიებო დამეხმარეთ.

• გიორგი-ს

მაგაზე ერთი პასუხი აქვთ: გშია ლაზარე? იცეკვე!

• გიორგი

ღმერთმა შეარგოთ მაგრამ ნახევარი მილიონი ბავშვი, რომ გვყავს მშიერი მაგათაც არ აწყენდა სახელმწიფოს გვერდში დგომა. გასაგებია რომ პარტიის კლიპში ვერ გადაიღებთ ამ ბავშვებს მაგრამ ბავშვები არიან და შიათ, გთხოვთ ამაზე დაფიქრდეთ ნაც ქოცის ძახილის გარეშე

• რა ოპერატიულები არიან)))

საქართველოს მთავრობა ნახევარ საათში როგორ შეიკრიბებოდა?))) ერთპიროვნული გადააწყვეტილებაა, ადმინისტრაცია ხალხს აბოლებს.))

• დიმიტრი

მაინც ვერავის მოისყიდით! საკუთარი ჯიბეებიდანაც უნდა დაგემატებინათ!

• არა ნაცებს.

ძალიანაც კარგი! მხარს ვუჭერ ასეთ წახალისებას და დაფასებას! აბა გამოხტით ეხლა ბოღმა გნაცებო და დაიწყეთ თქვენებურად, როგორც იცით დაგესვლა. ვინც გვახარებს,ყველაზე ალალი იყოს! აბა ჩემმა მტერმა უყურა და ისმინა, გადარეული ნაცების ბღავილს და რუსთაველზე კი ჭინკების კნავილს.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ევრო 2026. საქართველოს ნაკრები კენჭისყრაზე მეოთხე კალათაშია

[VIDEO] ზედიზედ მეორედ - საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს!

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს