კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-13 ტური დასრულდა. ამჯერად მასპინძლების დღე იყო: "დინამო თბილისმა" "თელავს" აჯობა, ხოლო საგარეჯოს "გარეჯმა" ფოთის "კოლხეთი 1913"-ს მოუგო...

დინამო თბ 2:1 თელავი

სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. 27-ე წუთზე საბა ხარებაშვილმა მარცხნიდან გაუკეთა კარგი პასი ვახტანგ სალიას, რომლის გადაცემას ვალერიან გვილია გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა. ეს გვილიას პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში... მისი პირველი სეზონია საქართველოში.

ტაიმის ბოლო წუთებში ცოტნე ბერელიძემ მეკარესთან პირისპირ დატოვა თორნიკე მორჩილაძე და მანაც ზუსტად დაარტყა - 2:0.

თუმცა "თელავმა" ზედ შესვენების წინ შეამცირა სხვაობა: ტატო ჟივიძის გადაცემას დინამოელი საბა ხვადაგიანის ავტოგოლი მოჰყვა.

"დინამო თბილისმა" ბოლო 5 ტურში 11 ქულა აიღო, მეოთხე ადგილზეა და მეორეადგილოსან "დინამო ბათუმს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. "თელავი" კი ბოლოზეა.

გარეჯი 4:1 კოლხეთი 1913

"გარეჯმა" ზედიზედ მეორედ მოიგო და ბოლო ადგილიდან მერვეზე აინაცვლა. თუმცა ცხრილის ქვედა ნაწილში ქულებში სიმჭიდროვეა.

მე-18 წუთზე საგარეჯოელები ვახო ბედოშვილის გოლით დაწინაურდნენ. მან ბაჩანა მოსაშვილის პასის შემდეგ ძლიერად დაარტყა და ზოგადად კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი მიითვალა.

პირველივე ტაიმში, ბედოშვილმა პენალტიც მოიპოვა, რომელიც ლევან პაპავამ გამოიყენა - 2:0.

მეორე ტაიმში ვნახეთ მშვენიერი გოლები... ისევ ბედოშვილი. მან დაახლოებით 30 მეტრიდან თავზე გადაუგდო ბურთი მეკარე იაროსლავ კოტლიაროვს.

73-ე წუთზე ფოთელთა ბომბარდირმა გიორგი აბუაშვილმა შორიდან ტექნიკური დარტყმით შეამცირა სხვაობა. "კოლხეთი 1913"-ს სულ 7 გოლი აქვს გატანილი და აქედან 6 აბუაშვილმა მიითვალა...

"გარეჯმა" მაინც დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. კონტრშეტევაზე ვალერი ოლხოვმა კარგი პასი გაუკეთა მათე ქომეთიანს, რომელსაც კოტლიაროვმა პირველი დარტყმული აუღო, მაგრამ დამატებაზე ხელი ვერავინ შეუშალა. 4:1.

და ქომეთიანისთვისაც პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

erovnuliliga.ge

tngh
წელს "დინამო" თბ. ყველაზე ახალგაზრდა და ეროვნული გუნდია!!! წარმატებებს ვუსურვებ!!! უკვე მიუახლოვდა საპრიზო ზონას!!!
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"პსჟ-მ მბაპეს პრობლემა "რეალს" გადაულოცა" - ესპანელი ჟურნალისტი
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"ის არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევს, დიდებული კლუბები ასე მოქმედებენ" - იტალიელმა ჟურნალისტმა დე ლაურენტისი შეაქო
"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა