13 მაისს მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა გაიმართება. ღონისძიებას ტურნირის მასპინძელი კატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს. წილისყრის შედეგად შევიტყობთ, თუ ვინ იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების 3 მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ეტაპზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 2023 წელს იასპარეზა და ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა. საქართველო მსოფლიოს პირველობაზე 16 საუკეთესო ნაკრებში მოხვდა და ახლა შანსი აქვს, მუნდიალზე ზედიზედ მეორედ იასპარეზოს.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი კონტინენტების მიხედვით განაწილდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს ევროპის საკვალიფიკაციო, რომელშიც მონაწილეობას 32 ნაკრები მიიღებს. აქვე აღვნიშნოთ, რომ ამ 32 გუნდიდან 24 ევრობასკეტ 2025-ის მონაწილეა, ხოლო დარჩენილი 8 ადგილისთვის ეს 12 ნაკრები იბრძოლებს აგვისტოში: ხორვატია, უკრაინა, უნგრეთი, ბულგარეთი, ჰოლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, დანია, სლოვაკეთი, ნორვეგია, ავსტრია, რუმინეთი და შვეიცარია.

საქართველოს ნაკრები წილისყრის წინ ფიბა-ს მსოფლიო რეიტინგის შესაბამისად მე-4 კალათაში განითესა ფინეთთან, თურქეთთან და დანია-ხორვატიას შორის გამარჯვებულთან. ეს ნიშნავს, რომ ეს გუნდები შესარჩევ ტურნირში არ შეგვხვდებიან. ევროპის შესარჩევი ტურნირი წინამორბედის ანალოგიური იქნება. 32 ნაკრები 8 ჯგუფში განაწილდება. თითოეული, 4-გუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო გავა. პირველი ეტაპის 6 მატჩისთვის გამოყოფილი იქნება 3 სათამაშო ფანჯარა, რომელიც 2025 წლის ნოემბერში დაიწყება და 2026 წლის ივლისში დასრულდება.

მეორე ეტაპზე გასული 24 ნაკრები 4 ჯგუფში განაწილდება. თამაშები 2026 წლის აგვისტოში დაიწყება, ნოემბერში გაგრძელდება და 2027 წლის თებერვალში დასრულდება. თითო ჯგუფიდან გასული 3-3 ნაკრები (ჯამში 12 ქვეყანა) მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

GBF.GE

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა
"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს
"რეალი" და "ინტერი" არ ვეგონოთ - პსჟ-ს დამარცხებით გაგაკვირვებთ - "ჩელსის" ფეხბურთელები იქადნებიან
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
ლოჩოშვილი "ნიურნბერგის" ფეხბურთელია - ის კლოზეს სანიოლმა დადებითად დაუხასიათა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
კახის თასი იწყება - ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
[VIDEO] "ეს ვინ თქვა?!" - მარესკა ფინალის წინ პსჟ-ისთან მატჩთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ გააღიზიანა
[PHOTOS] 11 წლით უმცროსი რუსი მოდელი - ვინ არის ალექსის სანჩესის ახალი სიყვარული
დღეს პსჟსა და კვარაცხელიას მორიგი დიდი ფინალი აქვს