"სამგურალის" მწვრთნელად ტიაგო გომესი დანიშნეს, - ამის შესახებ წყალტუბოური კლუბის პრესსამსახური იტყობინება:

"დღეიდან ჩვენს გუნდს 40 წლის ბრაზილიელი სპეციალისტი ტიაგო გომესი გაწვრთნის. მან კლუბთან ხელშეკრულება დღეს გააფორმა. გომესის ასისტენტად, მისი თანამემამულე ფაბიანო კარვალიო იმუშავებს.

"სამგურალის" ახალი მთავარ მწვრთნელს უეფას პრო ლიცენზია აქვს და ისეთ კლუბებში უმუშავია, როგორებიც "გრემიო”, "კორინთაინსი" და "ფლუმინენსეა". "გრემიოში" ასრულებდა მთავარი მწვრთნელის მოვალეობას და მუშაობდა მსოფლიო ჩემპიონი მწვრთნელის, ლუის ფელიპე სკოლარის ასისტენტად.

ტიაგო გომესის სამწვრთნელო კარიერა "ინტერნასიონალში" დაიწყო, სადაც ექვსი წლის განმავლობაში ახალგაზრდულ გუნდებში მუშაობდა. 2010 წელს 23-წლამდელებში გახდა ბრაზილიის ჩემპიონი. 2011 წელს "ატლეტიკო პარანაენსეში" გადავიდა, სადაც მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო. შემდეგ იმუშავა "სან ხოსეს" 20-წლამდელთა გუნდში, საიდანაც გომესი „კორინთიანსის“ 20-წლამდელთა გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გადავიდა. ტიაგო გომესი მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველად 2015 წელს "სან ხოსეში" დაინიშნა. იქედან, პაულო რობერტო ფალკაომ "სპორტ რესიფეში" ასისტენტად მიიწვია და გომესმაც სამწვრთნელო კარიერა აღნიშნულ კლუბში გააგრძელა. 2016 წლის აპრილში, ფალკაოს გათავისუფლების შემდეგ, გომესი "სპორტ რესიფეს" მთავარ მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 2016 წლის 7 ნოემბერს გომესი "ფლუმინენსეს" 20-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მომდევნო წელს მან "პელოტასი" ჩაიბარა. 2018 წელს "გრემიოში" 23-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად გადავიდა. "გრემიოში" მუშაობისას რამდენჯერმე იყო ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი. 2021 წელს "გრემიოში" ფელიპე სკოლარის დანიშვნის შემდეგ, მის ასისტენტად მუშაობდა. 2022 წელს გომესი "ბრაზილ დე პელოტასის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ბოლო წლებში გომეში რამდენიმე კლუბს წვრთნიდა. ესენი იყო: "სან ხოსე", "სამპაიო კორეა" და "კაქსიასი". ბოლოს კი "ლინენსეს" მთავარი მწვრთნელი იყო.

ბრაზილიელი სპეციალისტები საქართველოში 7 მაისს ჩამოვიდნენ და "სამგურალი"-"გაგრას" მატჩსაც დაესწრნენ.

წარმატებებს ვუსურვებთ ტიაგო გომეშსს "სამგურალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე!"

moshe
კიდევ ერთი ფაქტი, რომ ფეხბურთში (ქართულშიც) ყველაფრიდან ფული კეთდება. რა, ქართველი მწვრთნელი ვერ წააგებს ზედიზედ 5-6 თამაშს? არა, აუცილებლად უცხოელში უნდა გადაყარონ ათასები. თან ისე, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში ცენტიც არ შევიდეს
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ