საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი ტრავმის შემდეგ მოედანს ჯერ ვერ დაუბრუნდა. კამარ ბოლდვინის თამაში გასულ კვირაში იგეგმებოდა, მაგრამ ის ესპანური ბასკონიას შემადგენლობაში არ გამოჩენილა. ბოლდუინის შესახებ მოგვიანებით ბასკონიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ის ბოლომდე მზად არ იყო და კამარის მოედანზე დაბრუნება გადაიდო.

ბოლდუინთან აქტუყრ კავშირზეა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი, თორნიკე გოგიჩაიშვილი. მოგეხსენებათ, ივლისის ბოლოს ჩვენი ნაკრების შეკრება იწყება, რომელიც ევრობასკეტისთვის მოემზადება და ბოლდუინის ბედით ყველა, განსაკუთრებით სამედიცინო შტაბი დაინტერესებულია.

“მარტში კამარ ბოლდვინმა თამაშის დროს მიიღო დაზიანება მარჯვენა ხელის მტევანზე. კვლევებით დადგინდა, რომ საქმე გვქონდა მარჯვენა ხელის მტევნის მეხუთე თითის პროქსიმალური ფალანგის ხაზოვან ფრაგმენტულ მოტეხილობასთან – საუბრობს თორნიკე გოგიჩაიშვილი – გადაწყდა ქირურგიული ჩარევა და მოხდა მოტეხილი ძვლის შიდა ფიქსაცია ორთოპედიული სამაგრებით. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. კამარ ბოლდვინმა გაიარა რეაბილიტაციის კურსი, რის შემდეგაც, 30 აპრილს მოსცილდა ორთოპედიული ინპლანტები და კამარ ბოლდვინი შეუდგა ვარჯიშს. აღდგენის პროცესი ახლაც აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა უკვე ვარჯიშობს გუნდთან ერთად. ბოლო რენტგენოლოგიური კვლევებით შეხორცების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ყოველდღიურ კონტაქტზე ვარ როგორც კამართან, ისე ბასკონიის ექიმებთან და იმედს ვიტოვებთ, რომ ის ამ სეზონშივე შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. ბოლდუინის თამაშს ჩვენს ნაკრებში ევრობასკეტზე (ამ ტრავმის გამო) საფრთხე არ ემუქრება და ის ძალიან მალე შეძლებს, დაეხმაროს საქართველოს ნაკრებს”.

GBF

საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს
მამუკელაშვილის და ბოლდუინის გარეშე - საქართველოს ნაკრები ისრაელთან 10 ქულით დამარცხდა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
[VIDEO] ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა - არეულობა "ბეტისისა" და "კომოს" ამხანაგურ მატჩში
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
ლუკას სლოვენიასთან მატჩის დღე! - რა დაგვანახა საქართველოს ნაკრებმა და რაზე იმუშავებს ზუროსი...
საქართველოს ნაკრების ლეგიონერმა "ბასკონიას" ბოლო წამებზე მოაგებინა და მატჩის გმირი გახდა [VIDEO]
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
ისტორიული მატჩის დღე - საქართველო კაბო ვერდეს დასამარცხებლად!..
ევროპის სუპერთასი, ევრობასკეტი და სხვა ამბები - რას ვნახავთ აგვისტოში
ურთულეს ჯგუფში - EuroBasket 2025-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია