საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ოაზისის თასის ვიცე-ჩემპიონია. ტურნირი ფლეგ-ფეხბურთის ეგიდით მიმდინარეობდა, რომელიც უკვე მეორე წელია აბუ დაბიში (ემირატები) იმართება და აზიის ქვეყნები იღებენ მონაწილეობას. საქართველო მიწვეული გუნდის სტატუსით იღებდა მონაწილეობას, სადაც ჩვენმა ბიჭებმა 4 თამაში მოიგეს, და ფინალში დაძაბულ ბრძოლაში დუბაის გუნდთან დამარცხდნენ, რომელიც ძირითადად ამერიკელებით არის დაკომპლექტებული.

ჩვენი გუნდის ლიდერი - ლაშა უნგიაძე ტურნირის საუკეთესო შემტევ სპორტსმენად დასახელდა. ამ ტურნირზე ასპარეზობით საქართველოს ნაკრებმა უდიდესი გამოცდილება მიიღო, რაც ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად შესანიშნავი შესაძლებლობაა. ევროპის ჩემპიონატი 25-27 სექტემბერს, პარიზში (საფრანგეთი) იმართება.

ჯგუფური ეტაპი: საქართველო - ამბუშ (აბუ დაბი, ემირატები) 12-13; საქართველო - ვაილდ ქეთს (აბუ დაბი, ემირატები) 14-6; საქართველო - ნოუმედს (ყატარი) 29-20;

1/4-ფინალი: საქართველო- ალ ქადსია (ქუვიეთი) 14-6;

; ½; ფინალი: საქართველო - ბუმა (იორდანია) 26:0;

ფინალი: საქართველო - ნინჯას (დუბაი, ემირატები) 13-29.

მართლა მაინტერესებს
ალ დუდუკს და ირანის ფადიშახას როდის ვეთამაშებით?
S.K.K.
ძალიან კარგი... ბეისბოლშიც მემგონი უკვე რაღაცას ვფაფხურობთ (არც კრიკეტი და ბალაჰოკეია შორეული პერსპექტივა). ასათვისებელი გვრჩება: ავსტრალიური ფეხბურთი, გალური ფეხბურთი, კანადური ფეხბურთი, ჰერლინგი, ლაკროსი, დოჯ-ბოლი, ნეტ-ბოლი, სოფტ-ბოლი, კორფ-ბოლი, პიკლ-ბოლი... დამეხმარეთ! პ.ს. ხო, ჰოკეიზე აღარ ვლაპარაკობ - ჩვენზე სწორება უჭირავთ. მართლა მიხარია, არ ვხუმრობ! დადეთ
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
"იბერია 1999"-მა ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ბრიუსელში უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართება
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ბრწყინვალე გამოსვლა ოლიმპიადის თავისუფალ პროგრამაში