ლიგა 1-ის ბოლო ტურში პსჟ-მ სახლში „ოსერი“ 3:1 დაამარცხა.

წინა მატჩებისგან განსხვავებით მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ოპტიმალური ძირითადი შემადგენლობა დააყენა. დედაქალაქელები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, თუმცა მომენტების შექმნა უჭირდათ. პირველმა მეტოქის კარში კვარაცხელიამ დაარტყა, მაგრამ ბურთს მეკარე ლეონი დაეუფლა. სტუმრებმა კი პირველივე შანსი გამოიყენეს, როდესაც დონარუმას კარი სინაიოკომ დალაშქრა. შემდეგ მენდეშმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში „პარი სენ ჟერმენი“ უკვე უფრო აგრესიულად უტევდა, რამაც შედეგი გამოიღო. ხვიჩას პასი დემბელემ ვერ გამოიყენა, რომელმაც ორი მეტრიდან ვერ უწია მიზანს. მერე კი „კვარამ“ შორიდან გაიტანა. ცოტა ხანში ქართველის გადაცემულ ბურთს მეილიუმ ვერ მიუჩინა ადგილი ლეონის კარში. მერე მარკინიოსმა თავურით გაიტანა და „პარი სენ ჟერმენი“ დააწინაურა. მე-80 წუთზე მენდეშმა პენალტი მოიპოვა, მაგრამ რამუშის დარტყმული ბურთი ლეონმა მოიგერია. მალე "კვარამ" საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა, 88-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა. მან ჩემპიონატზე 4, ხოლო ყველა ტურნირზე 6 გოლი გაიტანა.

პსჟ 24 მაისს საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსს“, 31 მაისს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალს“ დაუპირისპირდება.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - ოსერი 3:1

გოლები: 0:1 სინაიოკო (30), 1:1 კვარაცხელია (59), 2:1 მარკინიოსი (67), 3:1 კვარაცხელია (88)

გამოუყენებელი პენალტი: რამუში (80, პსჟ)

zura222
დღევანდელი დღე კარგიც იყო და ცუდიც ცუდი ისაა რომ სენტეტიენი გავარდა საშინელი დაცვა ყავთ @ და კარგი კი რა თქმა უნდა ხვიჩას დუბლი 10-ანი Sეფასებებია!ლიონს რაც შეეხება კონფერენც ლიგა გაინაღდადა თუ 24-ში პარიზი ფინალს მოიგებს მაშინ ლიონი ევროლიგაზე ითამაშებს ანუ პარიზელები თავიანთ მტრებს(ლიონის დებილი პრეზიდენტის გამოა ის მტრობა) დაეხმარებიან უფრო მაღალი რანგის ტურნირში გასასვლელად D
პანენკას
და ვერ დაუძახებდნენ ადე შემო დაარტყი ჯიგრულად სიმონო? და შენი სახელი დაერტყა კოხტათ
Giga
შენ და შენმა ოჯახმა იხაროს იმ სიამოვნებისთვის, რასაც ქართველ ხალხს და საერთოდ ფეხბურთის გულშემატკივრებს ანიჭებ!
პანენკა
რავი, ძმა, ვინც დაარტყა, ის დემბელეს მაგივრად იყო შემოსული და ....
დდდ
ჭ-ს მერე რომ მოდის ანბანში, ეგეთი კომენტარია და შენ საერთოდ გასული ხარ ანბანიდანაც და ასტრალიდანაც....

წერტილას-ს.სანამ ვინმეს დაეტაკები,დაწერილიდან აზრის გამოტანა ისწავლე.აშკარა პრობლემა გაქვს.ვერც ჩემი დაწერილიsa გაიგე და ვერც წერა კითხვის უცოდინარი zura 222-ს ტროლს არჩევ,ნამდვილი zura 222-საგან.
დდდ
სხვათაშორის, მარკინიოსის თავურიც ხვიჩას დამსახურებაა, - დააკვირდით, მცველი ხვიჩას იჭერს ორივე ხელით და მარკინიოსი მშვენივრად სარგებლობს ამით... პირადად მე ფინალში ხვიჩასგან იმაზე ნაკლებ გოლს არ მივიღებ, ლივერპულთან რომ გააუქმეს მილიმეტრიანი თამაშგარის გამო...
წერტილას
ეგ წერტილი უფრო შესაფერისი სახელია შენთვის, ზურა222.
დემბუზი
დემბელეს რატომ არ დაუთმეს პენალტი? საშინელი ჟესტია გუნდისგან არ მომეწონა რა

ლგბტ სიმბოლო რომ ჰქონდა მაისურზე ჯერ არ შეუმჩნევიათ ბნელ ჰომოფობენს ალბათ, თორე დადგამდნენ დრამებს😃. მიდი კვარა, საუკეთესო ხარ❤️

ბოლო თამაშებში,ხვიჩა გუნდის ერთერთი ლიდერი იყო,ამ თამაშში კი,ცალსახა ლიდერად მოგვევლინა.ყოჩაღ!დემბელე ამ თამაშშიც ცოტა შეზღუდული ჩანდა,ეტყობა ტრავმის შემდეგ ბოლომდე მაინც ვერ აღდგა და ერთპიროვნულად საუკეთესო ბომბარდირის ტიტული დაკარგა.უფრო სწორად,ორიდან ერთერთი გამარჯვებული გახდა.
555-ს ანუ ზურა 222-ს
ზურა 222, გამოდი, გიცანით! მისამართი მაინც შეიცვალე ხოლმე ან მანერები. )))))
Z
შენი მე მარტო დღე ღამე არა
Qartveli
Chaflavdes sheni modgma
ობიექტური მაყურებელი
მართალი ხარ ნაცო. ინტერთან გამოჩნდება ყველაფერი
777
555 შენ გეტყობა რომ დაგირიცხა გიგაურმა-ლომჯარიამ ნაცო.
ბრავო
ბრავო ხვიჩააა! ინტერთან ჰეთ-თრიქზე ნაკლები არ მიიღება
555
დიდი ამბავი ჭ კლასის გუნდებს უტანს დაღეჭილ გოლებს ეგ ქოცი აბა ლიგაში ვნახავთ როგორ ჩაფლავდება
"ბედნიერებაა, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი ჩვენთან ჩამოვიდა" - ლუის ენრიკეს კომენტარი და ჟურნალისტის რეზიუმე
ზურიკოს მე-17 საგოლე მოქმედება - „სენტ-ეტიენი“ ლიგა 2-ში გავარდა
ლაკაზეტი დუბლით წავიდა - მიქაუტაძის "ლიონი" ევროტურნირზე გავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერთან" 0:1 მარცხდება
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ცნობილი გახდა სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა ლაკაზეტმა
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
[VIDEO] 25 წლიანი პაუზის შემდეგ "ნიუ იორკ ნიქსი" კონფერენციის ფინალში გავიდა
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
მორიგი ტრანსფერი ალონსოს თხოვნით - "რეალი" კიდევ ერთ მცველს იფორმებს
"ილია, მე მზად ვარ, ქამარს დაღესტანში დავაბრუნებ" - ჰასბულამ თოფურიას მიმართა
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
რონალდინიო: დიდი სიყვარული ვიგრძენი - მადლობა, საქართველო!
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
[VIDEO] საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი სტუმართა გუნდის გამარჯვებით დასრულდა
"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი
ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
სიმეონე: იცით, ენრიკემ პსჟ-ში რა შეცვალა?
სალაჰი: პსჟ-მ ვერც ერთ კომპონენტში ვერ გვაჯობა
საფრანგეთში ჩემპიონატის საუკეთესოები დააჯილდოვეს - სიაში ძირითადად პსჟ-ის ფეხბურთელები არიან
პსჟ-ის შემტევმა შესაძლოა, ზაფხულში პრემიერ ლიგას მიაშუროს - მისით ორი გრანდი ინტერესდება
[VIDEO] ხვიჩა კვარაცხელიას ულამაზესი გოლი "ოსერთან"
[VIDEO] ხვიჩა პარკ დე პრენსზე შვილთან ერთად გამოჩნდა