გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში დიდი ბრძოლა გადაიტანა. კანარის კუნძულელებმა სტუმრად, "ლეიდასთან" ითამაშეს და ბოლო პერიოდში გადატანილი ომის შემდეგ იმარჯვეს. დასკვნითი პერიოდის წინ მასპინძლები ქულით იგებდნენ. "ლეიდა" უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის და მოგება ჰაერივით სჭირდებოდა, მაგრამ ქართველი ცენტრის წინამძღოლობით "ტენერიფემ" ბოლო პერიოდი 33:20 მოიგო და შეხვედრაც სათავისო შედეგით დაასრულა – 84:72 იმარჯვა.

ქართველმა ცენტრმა 32 წუთში 19 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, რითაც თავის გუნდში საუკეთესო იყო. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და როგორც გამარჯვებული გუნდის ლიდერი, MVP-ის ტიტული ერგო.

"ტენერიფე" 25 მოგებით და 7 წაგებით მეორე ადგილზეა, პლეი ოფშიც გასულია, ხოლო მომდევნო ტურში 25 მაისს, "ვალენსიას" უმასპინძლებს.

GBF.GE

კამარ ბოლდუინმა ტრავმა მოირჩინა და მოედანს დაუბრუნდა
შენგელიას შვიდიანები | "ვირტუსმა" პლეი ოფი "ვენეციასთან" გამარჯვებით გახსნა
ბექა ბურჯანაძის 21 ქულა და სეზონის საუკეთესო მატჩი "ანდორასთან"
კამარ ბოლდუინმა ტრავმა მოირჩინა და მოედანს დაუბრუნდა
კიტეიშვილის "შტურმი" დამარცხდა და 24 მაისს ფინალის ტოლფასი მატჩი აქვს
ბექა ბურჯანაძის 21 ქულა და სეზონის საუკეთესო მატჩი "ანდორასთან"
რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა
გუნდში მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო - "მილანი" ემერსონ როიალს გაასხვისებს
გახდება პირველი ფეხბურთელი? - მხითარიანმა შესაძლოა, ისტორიული რეკორდი დააფიქსიროს
რამდენს გამოიმუშავებს ბასილაშვილი თუ დღეს მოიგო და რომელ ადგილზე გადავა რეიტინგში - ყველაფერი დღევანდელ ფინალზე
"ბედნიერებაა, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი ჩვენთან ჩამოვიდა" - ლუის ენრიკეს კომენტარი და ჟურნალისტის რეზიუმე
ზურიკოს მე-17 საგოლე მოქმედება - „სენტ-ეტიენი“ ლიგა 2-ში გავარდა
ლაკაზეტი დუბლით წავიდა - მიქაუტაძის "ლიონი" ევროტურნირზე გავიდა
გამოიცანით - ვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასებები "ოსერთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ ლიგა 1 დუბლით დახურა - პსჟ-მ "ოსერს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] ხვიჩა პარკ დე პრენსზე შვილთან ერთად გამოჩნდა
[VIDEO] ხვიჩა კვარაცხელიას ულამაზესი გოლი "ოსერთან"
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერთან" 0:1 მარცხდება
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] 25 წლის წინ გაბანკროტებასთან იყვნენ ახლოს, დღეს კი FA თასი მოიგეს - "კრისტალ პალასმა" "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა
[VIDEO] ცუნოდას უმძიმესი ავარია და მოულოდნელობით დატვირთული კვალიფიკაცია ემილია რომანოზე
[VIDEO] წიტაიშვილი დაბრუნდა, გაიტანა და ტრავმა მიიღო - "გრანადამ" მოიგო და ლა ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის
არის! - ბასილაშვილი ბორდოს ტურნირის ფინალში გავიდა