ფრანგული Foot Mercato გამოქვეყნებულ წერილში ხაზს უსვამს, რომ ლიგა 2-ში დაქვეითებული „სენტ-ეტიენის“ მფლობელი კანადის საინვესტიციო კომპანია Kilmer Sports Inc-ის სურვილი გუნდის ბომბარდირების - ლუკას სტასენის და ზურიკო დავითაშვილის შენარჩუნებაა, რათა უმაღლეს დივიზიონში დაბრუნება მოახერხონ.

აღნიშნულია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ბოლო თვეებში მწვრთნელის, ეირიკ ჰორნელანის მუშაობით კმაყოფილია და ის თავის პოსტზე დარჩება.

„20 მილიონ ევროდ შეფასებული ბელგიელი სტასენის იჯარით აყვანა „პარიზს“ უნდა, „ლილი“ ჯონათან დევიდის შემცვლელად განიხილავს, ის აგრეთვე „შტუტგარტის“, „ბრაიტონის“ და „ბრენტფორდის“ თვალთახედვის არეშია.

რაც შეეხება ქართველს, „სტრასბურგი“ უკვე გამოხატავს 24 წლის შემტევით დაინტერესებას, რომელმაც ლიგა 1-ში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, 34 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. მოსალოდნელია, რომ ზურიკოს (ფასი 10 მილიონი) უახლოეს ხანში ახალი მსურველებიც გამოუჩნდებიან.

ამ შემთხვევაში თავად ფეხბურთელების პოზიციაა გასარკვევი, რომელთაც შეუძლიათ ლიგა 2-ში თამაშზე თავის ასარიდებლად ტრანსფერი მოითხოვონ, ასევე მათი მსურველი კლუბების აზრიც დასადგენია. ნებისმიერ შემთხვევაში, „სენტ-ეტიენმა“ ორივეს დასატოვებლად მავთულხლართი გაავლო და გადარწმუნება ადვილი არ იქნება“, - წერს გამოცემა.

NEDVED
რო დარჩეს არც ეგ იქნება კატასტრობა, ლიგა 2ში ბევრად უკეთეს სტატისტიკას დადებს და თუ შეინარჩუნეს ლიდერები ლიგა 1შიც დაბრუნდებიან, აი მაშინ უფრო დიდი ფასიც დაედება და უკეთესადაც გადავა სადაც უნდა
tngh
ზურიკოს "სენტ-ენტიენთან" მოქმედი კონტრაქტი აქვს... საქმე მარტივად არ არის!!!
toy
ვთქვი მე არსად გაუშვებენ ზურიკოს მეთქი, იმდენს სამწუხაროდ არავინ გადაიხდის, რომ სენტეტიანმა უარ ვერ თქვას და 7-8 მილიონის ფარგლებში არ გაუშვებენ.
T.q
თუ სხვა შემოთავაზება არ ექნება უნდა ეავიდეს გალათასარაიში ძლიერი კლიბია და იქ გამოჩენის შემდეგ კიდევ უფრო მაღალ დონეზე შეძლებს ასვლას სტრასბურგში დარჩენას და საფრანგეთში ცხოვრებას სტამბული ჯობია ათასი თავით კარიერის მხრივ

ზურიკოს დიდი საფიქრალი გაუჩნდა:ისეთ გუნდში უნდა გაიწიოს,რომელიც შესაძლებლობების მიხედვით,მაქსიმალურად ძლიერი გუნდი იქნება, სადაც ხელფასიც კარგი ექნება და თანაც,ძირითადის ფეხბურთელად განიხილავენ.სენტ ეტიენმა თუ დაცვის თამაში არ გააუმჯობესა,ლიგა 1-ში დაბრუნების სურვილს,აზრიც არა აქვს.რაც გინდა ოპტიმისტი იყო,მათი თამაში, წინსვლის იმედს მაინც ჩაგიქრობს.არც სტასენი და არც ზურიკო,არ დარჩებიან.
მალხაზ ჯობავა
რავა სულ ჩვენთვისაა ეს მავთულხლართები და ბორდიურები. მიდი ზურიკო მიაწექი თუ თავი გაქვს, რა გიდა მაგ დირტკა გუნდში
zura222
რას ქვია წინააღმდეგია ? ნატონყმობა და მონობა დიდი ხნის წინ გადავარდა!
შაქრო ცერცვაძე
უნდა დატოვოს გუნდი!
"ლივერპულმა" ალისონს კონტრაქტი გაუგრძელა - რას ნიშნავს ეს მამარდაშვილისთვის?
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "კიოლნთან" ქულები გაიყო
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "კიოლნთან" ქულები გაიყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
დიდი 10 | აია 41:21 წიქარა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
[VIDEO] მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ტორონტომ" "ფინიქსი" დაამარცხა
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
"არსენალი" რაისს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ ანაზღაურების გაზრდას სთავაზობს
როსენიორი: პსჟ-სთან ძალიან კარგი შანსები გვაქვს
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
"ტოტენჰემთან" ალისონი ითამაშებს თუ მამარდაშვილი - სლოტმა კომენტარი გააკეთა
რომეროს გრანდების რიგი უდგას - გავარდნის შემთხვევაში, "ტოტენჰემს" მისი გაყიდვა მოუწევს
ბრანდტი ლა ლიგისკენ მიიწევს - გერმანელი სავარაუდოდ, "დორტმუნდს" უფასოდ დატოვებს
"იუვენტუსი" ახალ მეკარეს ეძებს - ტურინელებმა მიზანში "ასტონ ვილას" კიპერი ამოიღეს
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
"დავითაშვილს და სტასენს "სენტ-ეტიენის" დატოვება უნდათ - სიტუაცია იძაბება" - ფრანგული მედია
L'Équipe: დავითაშვილი და სტასენი ნავიდან გადახტომას ცდილობენ - "სენტ-ეტიენმა" მათ კარი გამოუკეტა
ზურიკო მომავალ სეზონში კვლავ "სენტ ეტიენში" იქნება? - რას წერს Peuple Vert დავითაშვილის შესახებ
უარი რუსებს ძალიან მომხიბვლელ წინადადებაზე - რატომ არ მიჰყიდა დავითაშვილს გუნდმა მოსკოვის ცსკ-ს ერთ-ერთი ლიდერი