იმედი L-ის დაზღვეულებისთვის სიახლეა. პირველად სადაზღვევო ინდუსტრიაში, იმედი L-მა შექმნა ინოვაციური პროდუქტი - AI ასისტენტი რომელიც დაზღვეულებს შესაძლებლობას მისცემს მარტივად და კომფორტულად მიიღონ მათთვის საჭირო, დაზღვევასთან დაკავშირებული მომსახურება.

ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია AI ასისტენტის სატესტო ვერსია, რომელიც უკვე საშუალებას აძლევს დაზღვეულებს 24 საათის განმავლობაში, დისტანციურად, სწრაფად და მარტივად მიიღონ მათთვის სასურველი მომსახურება, ჩაეწერონ ექიმთან, მოითხოვონ მიმართვა სპეციალისტთან, შეიძინონ სამოგზაურო დაზღვევა, მოითხოვონ ანაზღაურება, მიიღონ ინფორმაცია დაფარვებისას და პროვაიდერი კლინიკების შესახებ.

მომხმარებლის მოსმენა, შესწავლა და მათი საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინება იმედი L-ის მთავარი მიზანია. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა რაც შეიძლება ნაკლები ძალისხმევით და მარტივი ქმედებით შეძლოს კონკრეტულად იმ მომსახურების მიღება, რაც სჭირდება.

“AI ტექნოლოგიის დანერგვა არსებითად ცვლის მომსახურების მიწოდების სტანდარტებს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ბაზარზე. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დაზღვეულებისთვის უმაღლესი დონის მომსახურების მიწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე და გვიხარია რომ იმედი L ფეხს უწყობს ერთი მხრივ ტექნოლოგიების გამოყენებით პროცესების ოპტიმიზაციას და მეორე მხრივ, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას და გამოცდილების გაუმჯობესებას.”- იმედი L-ის მარკეტინგის და კომუნიკაციების დირექტორი, ნინა იანკოვსკაია.

აღსანიშნავია, რომ AI ასისტენტი ადაპტირებულია მომხმარებლის საჭიროებებზე და უზრუნველყოფს მარტივ და სასიამოვნო კომუნიკაციას. მაგალითად თუ დაზღვეულს კონკრეტული ჩივილები გამოუვლინდა, მას შეუძლია პირდაპირ AI ასისტენტს მიწეროს სიმპტომების შესახებ, სთხოვოს შესაბამის სპეციალისტთან ჩაწერა და რამდენიმე წამში, მიიღებს მიმართვას სასურველ კლინიკაში.

AI ასისტენტის შექმნაზე ექიმომ იმუშავა.

„ჩვენი მიზანი იყო ისეთი სისტემა შეგვექმნა, რომელიც დაზღვეულს მაქსიმალურ კომფორტს შესთავაზებდა. იმედი L-ის AI ასისტენტის განვითარება მუდმივ პროცესად რჩება - მომხმარებლის ქცევის ანალიზისა და მოთხოვნის საფუძველზე მოხდება ფუნქციონალის დახვეწა და ახალი სერვისების დამატება.“ - ამბობენ ექიმოს წარმომადგენლები.

AI ასისტენტთან კომუნიკაცია, იმედი L-ის მომხმარებელს ვებგვერდიდან შეუძლია. მომავალში AI ასისტენტი ხელმისაწვდომი გახდება იმედი L-ის მობილური აპლიკაციის მეშვეობითაც, რაც მომხმარებლებს კიდევ უფრო სწრაფ და მოქნილ წვდომას მისცემს მომსახურებაზე.

R

"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
ოფიციალურად - რეშფორდი "ბარსელონას" ფეხბურთელია
18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
გადაწყვეტილება საბოლოოა - პსჟ ბარკოლას არ გაყიდის
"ჩელსი" ხავი სიმონსის შეძენასთან ძალიან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
მესი შესაძლოა, რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს
"კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლა შეგვიძლია!" - "ლევადიას" რიგებში "იბერიასთან" მატჩამდე საიმედო განწყობაა
საქართველოს18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრობასკეტი მალტის ძლევით გახსნა
ლევან კორღალიძე: ჩვენი პროგრამა-მინიმუმი გამარჯვებაა
"ნაპოლი" სეზონის პირველ მატჩში მესამე ლიგის გუნდთან დამარცხდა
კაშიას "სლოვანმა" "ზრინსკის" დამაჯერებლად სძლია
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინა ამჯერად 10 ქულით დაამარცხა
ოდიშარიას გარეშე - რფს სახლში "მალმიოსთან" განადგურდა
დონარუმა და ოსიმენი ერთ გუნდში - ნუთუ ეს შესაძლებელია?
პსჟ თუ "ჟირონა"? - სპერციანმა კომენტარი გააკეთა
საზონოვმა ტრავმა მოირჩინა - დარჩება "ტორინოში"?
"ლივერპულის" გეგმა - კიეზას გაყიდვა და მიქაუტაძის თანაგუნდელის შეძენა
"მილანი" ტეო ერნანდესის შემცვლელს "ბრაიტონიდან" ყიდულობს
კეილორ ნავასი კარიერას მექსიკის ჩემპიონატში განაგრძობს
სალაჰი თავის თავს ისტორიაში საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად მიიჩნევს