საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა "როლან გაროსის" კვალიფიკაციის ბოლო შეხვედრაში 26 წლის ფრანგი, მსოფლიოს 260-ე ნომერი ჟოფრი ბლანკანო ორ სეტში ადვილად 6:2, 6:4 დაამარცხა და 2022 წლის შემდეგ ამ დიდი სლემის ძირითად ბადეში პირველად გავიდა.

რა თქმა უნდა, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე, პარიზულ შეხვედრებში ფრანგებს მხარდაჭერა არ აკლიათ და გამონალისი არც აღნიშნული მატჩი გახლდათ, რომელიც "როლან გაროსის" მეორე ძირითად Suzanne Lenglen-ის სახელობის კორტზე გაიმართა - ტევადობა 10 068 ადამიანი.

კორტი სავსე გახლდათ და ბლანკანოს მხარდაჭერა არ აკლდა, თუმცა ბასილაშვილისთვის წარმატებაში ხელი ამას მაინც არ შეუშლია. აღსანიშნავია, რომ მეორე სეტის მესამე გეიმის პირველ ქულაზე ნიკოლოზმა კორტზე შეკრებილი გულშემატკივრისა და მეტოქის ტაში ღირსეული სპორტული საქციელის გამო დაიმსახურა.

ბასილაშვილმა მეტოქეს დამოკლებული ბურთი გადაუგდო, ბლანკანომ ბურთს მიასწრო და ქართველის მხარეს დააბრუნა, თუმცა მსაჯმა კორტზე ორჯერ შეხება დააფიქსირა და ქულა ჩვენებურს არგუნა.

ამის გამო მსაჯთან პრეტენზიით ფრანგი მივიდა, სადაც რამდენიმე წამში ნიკოლოზიც გაჩნდა და მსაჯს უთხრა, რომ შეცდა და სთხოვა, რომ ქულა გადაეთამაშებინა. კოშკურის არბიტრმა გამოაცხადა, რომ ბასილაშვილის გადაწყვეტილებით ქულა გადათამაშებოდა, რაზეც ქართველს მთელი კორტი და მოწინააღმდეგე ბრწყინვალე სპორტული საქციელის გამო ტაშს უკრავდა.

მოკლედ, ბასილაშვილი "როლან გაროსის" ძირითად ბადეშია, მშვენიერ ფორმაშიც იმყოფება და მისი მეტოქის ვინაობა დღეს მოგვიანებით სათამაშო დღის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

zura222
ყოჩაღ ნიკა ! ასეთი შემთხვევები არაა იშვიათი მაგრამ ძირითადად მაშინ ხდება როცა მოთამაშე იგებს შეხვედრას სეტში და დიდი მნიშვნელობა არა აქვს იმ 1 ქულას და ბასილამ კი 1-1 ზე და 0-15 ზე გააკეთა ეს ანუ გადამწყვეტი მომენტი იყო !
დათო
წარმატებები ნიკა!
ტოტო
მისგან სხვა საქციელს არ ველოდი.კარგია,რომ ფრანგებს(ვინც იქ იყო,ან სხვებს ) შეუძლიათ შეაფასონ ადამიანური საქციელი.
nia
neka gamodi chaushxame rogorc nikas yoveli carmatebis shemdeg aketebdi.
დიმიტრი
ნიკუშ! როგორ მიხარია! რაც შენ წვალება და ტანჯვა გაიარე ეს წლები, ღმერთმა დიდ სიხარულად დაგიბრუნოს! გაფასებთ და გქომაგობთ გულით, მთელი საქართველო!
გოგა
თავის წინა მწვრთნელთან გაუგრძელებია თანამშრომლობა და შეფეგიც სახეზეა. წარმატებები.
ვაჟა მასწავლებელი
ჩვენი ბასილა სულითა და ხორცით ჭეშმარიტი ქართველია! ფარავდეს ღმერთი!
ბასილაშვილი როლან გაროსზე პირველივე წრეში დამარცხდა
რამდენი გამოიმუშავა "როლან გაროსის" ძირითად ბადეში შესვლით ბასილაშვილმა და კიდევ რა თანხის შოვნა შეუძლია - ყველაფერი წლის მეორე დიდ სლემზე
ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის ძირითად ბადეში ითამაშებს
"ჩემი ბიჭებით ვამაყობ" - "ინტერის" მთავარი მწვრთნელი
[VIDEO] "კვარას" და პსჟ-ს სრული ტრიუმფი - ხვიჩამ ფინალში გაიტანა და "პარი სენ ჟერმენთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო
[VIDEO] პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში - ხვიჩამ "ინტერს" გაუტანა!
[VIDEO] დუეს საღამოა - 19 წლის ფრანგმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დუბლი შეასრულა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერს" 2:0 ამარცხებს
[VIDEO] პსჟ დაფრინავს - დუემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა
[VIDEO] ჰაკიმიმ პსჟ დააწინაურა
ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
"ინტერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ხვიჩას თანაგუნდელს "ლივერპული" იწვევს
პირესი: ეს პსჟ იმ გუნდზე 100%-ით ძლიერია, რომელშიც მესი, ნეიმარი და მბაპე იყვნენ
ბურჯანაძემ სეზონი 13 ქულით დაასრულა | ბოლდუინი პლეი ოფში გააგრძელებს
ზივზივაძე "ჰაიდენჰაიმში" 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
ჯონი ევანსმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
აი, თურმე რატომ გაქრა ხუსანოვი...
შეთანხმება შედგა - "რომას" გასპერინი გაწვრთნის
რაშფორდი მზადაა "ბარსაში" გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვას
"ინტერის" მწვრთნელმა "ალ ჰილალთან" პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია
"მის წინააღმდეგ თამაში ჯოჯოხეთური იყო" - მესი
[VIDEO] "როგორ შეაჩერებთ კვარაცხელიას?" - მარტინესმა კითხვაზე უპასუხა
რამდენს გამოიმუშავებს ბასილაშვილი თუ დღეს მოიგო და რომელ ადგილზე გადავა რეიტინგში - ყველაფერი დღევანდელ ფინალზე
არის! - ბასილაშვილი ბორდოს ტურნირის ფინალში გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის ფინალში დამარცხდა
რამდენი გამოიმუშავა "როლან გაროსის" ძირითად ბადეში შესვლით ბასილაშვილმა და კიდევ რა თანხის შოვნა შეუძლია - ყველაფერი წლის მეორე დიდ სლემზე
1 ნაბიჯში როლან გაროსთან - ბასილაშვილი კვალიფიკაციიც ფინალში ითამაშებს