ფორმულა 1-ის მორიგი ეტაპი მონტე კარლოს ესტუმრა, კვალიფიკაციის გამარჯვებული კი ლანდო ნორისი გახდა.

მიყვეთ კვალიფიკაციას თანმიმდევრობით. პირველ ეტაპს მასპინძელმა შარლ ლეკლერმა ულიდერა, მეორე და მესამე ადგილზე ლანდო ნორისი და ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) გავიდნენ, შემდეგ იყო მაქს ფერსტაპენი (რედ ბული), ჯორჯ რასელი (მერსედესი) და ლუის ჰამილტონი (ფერარი). ბოლო წამს კიმი ანტონელი (მერსედესი) ბარიერს საბურავით შეეხო, კონტროლი დაკარგა და მონტე კარლოშიც წითელი დროშები აფრიალდა, გამოეთიშნენ ანტონელი, გაბრიელ ბორტოლეტო (ზაუბერი), ოლი ბირმანი (ჰაასი), პიერ გასლი (ალპინი), ლენს სტროლი (ასტონ მარტინი) და ფრანკო კოლაპინტო (ალპინი).

მეორე სეგმენტში ანტონელისთან ერთად ძრავის პრობლემის გამო ჯორჯ რასელი გათამაშებას ნაადრევად გამოეთიშა. ამჯერად ტრეკზე ყველაზე სწრაფი ბრიტანელი ლანდო ნორისი გახლდათ, ლეკლერი 0.011-ით ჩამორჩა, მესამე პოზიციაზე კი მოულოდნელად ალექს ალბონი (უილიამსი) გავიდა. ფინალურ სეგმენტში ვერ გადავიდნენ ნიკო ჰულკემბერგი (ზაუბერი), კარლოს საინსი (უილიამსი) და იუკი ცუნოდა (რედ ბული).

მესამე, დასკვნით სეგმენტში გულშემატკივარმა სარბოლო დრამა იხილა, ბოლო წამამდე ლეკლერი იკავებდა პირველ პოზიციას, თუმცა ნორისმა ტრასის რეკორდი დაამყარა, 1:09:954, მონეგასკს 0:109 გაასწრო და ხვალინდელ რბოლას პირველი პოზიციიდან დაიწყებს.

ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1.ნორისი (მაკლარენი), 2. ლეკლერი (ფერარი), 3. პიასტრი (მაკლარენი), ჰამილტონი (ფერარი), ფერსტაპენი (რედ ბული), ჰაჯარი (რეისინგ ბულსი), ალონსო (ასტონ მარტინი), ოკონი (ჰაასი), ლოუსონი (რეისინგ ბულსი) და ალბონი (უილიამსი).

რბოლა ხვალ, 17:00 საათზე გაიმართება.

"რეიმსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ანსუ ფატი კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს
77 მილიონი ევრო წელიწადში - ბრუნომ არაბეთიდან სარფიანი წინადადება მიიღო
შენგელიას კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვირტუსს" ნახევარფინალამდე კვლავ 1 მოგება აშორებს
როგორი იქნება "რეიმსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
[VIDEO] ფრე "ბეტისთან" და მამარდაშვილის ბოლო მატჩი "ვალენსიაში"
[VIDEO] "ნაპოლიმ" "კალიარის" მოუგო და მეოთხე სკუდეტო მოიპოვა
ჩაკვეტაძის არჩევანი - "ლესტერი" თუ პრემიერლიგის გუნდი
კვარაცხელია სკუდეტოს ოქროს მედალს ვერ მიიღებს - მიზეზი ცნობილი გახდა
მესის თხოვნით - მოდრიჩი "ინტერ მაიამიში" გადავა
"შავი ლომი" | ორი გამარჯვებით შოტლანდიიდან
გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა პრემიერლიგის გუნდში გააგრძელოს
[VIDEO] ბასილაშვილს 10 000-ზე მეტი გულშემატკივარი და მოწინააღმდეგეც ტაშს უკრავდა - რა ბრწყინვალე სპორტული საქციელი ჩაიდინა ქართველმა კვალიფიკაციის ბოლო მატჩში
ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის ძირითად ბადეში ითამაშებს
იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
"ორივე შემტევი მოგვწონს" - დეკუს "ბარსას" სატრანსფერო სამიზნეებზე ჰკითხეს
იამალი "ბარსელონასთან" 2030 წლამდე გაახანგრძლივებს
"გალას" ქომაგებს ყურს არ უგდებს - ოსიმენი ახალ კლუბთან ახლოსაა
"მათ ეს დაგვიმტკიცეს" - ტოტიმ პსჟ-ზე ისაუბრა
პსჟს ფინალის დღე - შემადგენლობა ოპტიმალური