საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრო, გუშინ კი პსჟ-ს ელისეის სასახლეში უმასპინძლა და გამარჯვება მიულოცა. მიღებაზე პარიზული გუნდის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიაც იმყოფებოდა.

იქამდე ქალაქში „პარი სენ ჟერმენის“ საზეიმო მსვლელობა გაიმართა, რომლის დროსაც გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. შეგახსენებთ, წინა ღამით ზეიმისას ორი ადამიანი გარდაიცვალა.

პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის თასთან ერთად ეძინა. „ვიფიქრე, სიზმარი იყო, მაგრამ როდესაც გავიღვიძე მივხვდი, რომ ეს სიმართლეა. თასთან ერთად მეძინა! ამაყი და ბედნიერი ვარ! ძნელი დასაჯერებელია, რაც პარიზისთვის და საფრანგეთისთვის გავაკეთეთ. ამისათვის ბევრი ვიმუშავეთ, 14 წელიწადი. მართალი გითხრათ, ამის მიღწევა ადვილი სულაც არ გახლდათ. თასი ადრე რომ მოგვეგო, შესაძლოა, ასეთი განსაკუთრებული არ ყოფილიყო. ამაყები ვართ, - განაცხადა ალ-ხელაიფიმ TF1-ის ეთერში და ლაპარაკისას ატირდა.

ალ-ხელაიფიმ ბრძანა, რომ ამ მიღწევით როდი დაკმაყოფილდებიან და ორი „განკარგულება“ გასცა - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგება.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პსჟ B ჯგუფში იასპარეზებს - 15 ივნისს „ატლეტიკოს“, 20 ივნისს „ბოტაფოგოს“, 23 ივნისს კი „სიეტლ საუნდერსს“ დაუპირისპირდებიან.

სტალინი
ფრანგები ევროთასებთან და საერთოდ საერთაშორისო საკლუბო ფეხბურთში წარმატებასთან მწყრალად არიან და ამიტომ აღნიშნა ასე თვით საფრანგეთის პრეზიდენტმა. ეს საფრანგეთისთვის მხოლოდ მესამე ევროთასია ამ გამარჯვებით ევროთასების რაოდენობით რუსეთს დაეწია. ეგ არი რუსულ კლუბებს ჩემპიონთა ლიგა არ მოუგიათ, მხოლოდ უეფასა და სუპერთასები. თუ პსჟ-მ მომავალი მსოფლიო საკლუბო მუნდიალი მოიგო და მას აგვისტოში ტოტენჰემიც მიაყოლა სუპერთასზე, მაშინ უკრაინას და შოტლანდიასაც გადაუსწრებს და ბელგიის შემდეგ მყარად დაიკავებს ადგილს ევროპის ქვეყნების ათეულის ბოლოს. შედარებისათვის: ესპანურ კლუბებს 77 საერთაშორისო თასი აქვთ მოგებული(საკონტინენტთაშორისო და მსოფლიო საკლუბო თასების ჩათვლით) მათ შორის 21 ჩემპიონთა თასი, ინგლისურ კლუბებს - 54 საერთაშორისო თასი(მათ შორის 15 ჩემპიონთა თასი), იტალიურ კლუბებს - 49(მათ შორის 12 ჩემპიონთა თასი). როგორც ვხედავთ საფრანგეთთან მათი შედარებაც არ შეიძლება და არც ინგლისისა და ესპანეთის პრემიერები თუ იტალიის პრეზიდენტები აძლევდნენ ამხელა მნიშვნელობას ევროთასის მოგებას.
გიგო პაპა
მანდ და საერთოდაც ცხოვრებაში საფონოვი უფრო ეცდება ხვიჩასთან ახლოს დგომას. ჯერ ერთი რომ ვარსკვლავია და მეორეც, ალბათ რუსულად უადვილდებათ ერთმანეთთან საუბარი. არა უშავს, ყველგან ვერ მოხვდება სურათის ცენტრში, მთავარია რომ ხშირად გაიმარჯვოს და გაგვახაროს.
ჯერ ვერავისთან მეგობრობს ეტყობა პსჟ-ში.
ეს ფოტო იმაზე გვეუბნება რატომ არ აძლევდნენ პასებს ფინალის პირველ ტაიმში. რა უნდა საფონოვის გვერდში, რომელიც გუნდში სკამ ხეხავს მყარად?
დ.დ.
ბედნიერების უმაღლესი მწვერვალი ! რაის ჩემპიონთა ლიგა, რაის ორი ქვეყნის ჩემპიონობა. ასეთ ქალს რომ ასე ახლოს ჩაუვლი და მის სამყაროს შეიგრძნობ, შეგიძლია სიცოცხლეც დათმო. თუმცა რაღად გინდა ასეთი სიცოცხლე ! როგორც ქალი, ისე თუ აღიქვი, სამუდამო იმპოტენტობა გარანტირებული გაქვს !
გიგას-ს
რის გამო და ძაღლი შინ არ ვარგოდა , სანადიროდ გარბოდაო , ისეა მაგის საქმე. ბევრი იბალამუტა საქართველოში, მაგრამ ვერაფერს მიაღწია, მაგის თავიც კი არ აქვს. თავისქვეყანაში ხო ნულოვანი რეიტინგი აქვს.

მაგარი ბიჭია, ღირსეული. არაფერი ეშლება. იცის თავისი დონე. მთავარია ყველა ადეკვატური ქართველის გულში ცენტრშია.
ვაი ამათ პატრონებს?
წარმოდგინეთ ყველას თვალწინ ურტყამს ქმარს და სახლში რა კრივი ექნებათ გამართული?
კარგად დავფიქრდი და გპასუხობ!
ჩვენს საშინაო საქმეში,რომ ყოფენ ცხვირს მაგის გამო! თავის "ბარბაროსებს" მიხედოს მაკრონმა ჯობია! დასაცინი ეგ შენი ემანუელია, "ცოლ-ქმარიკო",რომ უბათქუნებს კარგა-მაგრა!
გიგას
ბარემ ისიც დაწერე რის გამოა მაგის ღირსი! ოღონდ კარგად დაფიქრდი, დასაცინი არ გახდე კიდევ ერთხელ
გიგა
ხვიჩა, რა უკან დგას?
გიგა
ემანუელ მაკრონ! ფრთხილად შენმა ცოლმა (თუ ქმარმა) კიდევ არ გითავაზოს! ისე კი ღირსი ხარ, ჩვენთან მიმართებაში!
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
[VIDEO] მიქაუტაძის 82 წუთი "ბაიერნთან" - ბურთი ძელს გაარტყა და კიდევ ორი მომენტი შექმნა
ქართველების "მეცმა" "ტრუას" მოუგო
არავითარი "ტოტენჰემი" - ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა გადაწყვეტილია
"ნიუკასლმა" "ლივერპულის" 120-მილიონიანი შეთავაზება იუარა - ისაკი "კაჭკაჭებში" დაბრუნებას არ აპირებს
რუბენ ამორიმმა პირველი გუნდიდან 4 ფეხბურთელი მოკვეთა
"ახალი თავგადასავალი მჭირდება" - სონმა "ტოტენჰემიდან" წასვლა დაანონსა
პლუს ჩეხი ბომბარდირი და "ლივერპულის" ნახევარმცველი - მიქაუტაძის "ლიონში" დიდი ცვლილებებია
[VIDEO] კიტეიშვილმა სეზონი გოლით და მაღალი შეფასებით დაიწყო
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ტექსტორის შეძენილ ამერიკელ მეკარეს "ლიონი" სამშობლოში გაუშვებს
"ფენერბაჰჩემ" პსჟ-ს მცველი გამოისყიდა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"მასზე უკეთესი გავხდები" - შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
[VIDEO] მესის უჩვეულო ქმედება, რის გამოც არგენტინელმა მეტოქეს ბოდიში მოუხადა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა
ოფიციალურად: ბექა ბურჯანაძე "გრანადას" კალათბურთელია
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" სუპერთასის ფინალში "ბენფიკასთან" დამარცხდა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?