„ინტერისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ვალტერ ძენგამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

„თამაში როგორც ასეთი არ იყო. „ინტერი“ მატჩში აბსოლუტურად არ იყო. ამბობენ, რომ პსჟ-ს ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ პაჩო 40 მილიონი ღირს, კვარაცხელია 75, დუე კი 50. ამიტომ არ შეიძლება ვთქვათ, რომ ისინი გამოუცდელი ახალწვეულები არიან.

„ინტერი“ მოედანზე სრულად გამოფიტული გავიდა. მთელი შეხვედრის მანძილზე მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდათ. ყველაზე საშინელი კი ხუთბურთიანი სხვაობით დამარცხებაა. ეს შენთან მთელი ცხოვრება დარჩება.

დაპირისპირების წინ ამბობდნენ, რომ „ინტერს“ მეტი გამოცდილება აქვს, უფრო შეთამაშებული გუნდია და ა.შ. თუმცა, მე მაშინვე შევნიშნე ერთი რამ: პსჟ-მ მართლაც ახალგაზრდა ფეხბურთელების შესაძენად 200 მილიონი დახარჯა“, - განაცხადა ძენგამ TV8-ის ეთერში.

სოსო
სავსებით გეთანხმებით
Levani
სლუცკის ტყუილად რო მიასხით ახლა ვნახე ეგ ვიდეო დაგვიანებით. ხვიჩას გოლზე არშავინი ამბობს აუ ახლა ეს დაიწყებს პესნიას "მე ვავარჯიშე და გზა გავუხსენიო,ბევრი მოიძებნება ახლა ვინც იტყვის მე გავუხსენიო გზაო" სლუცკით სიცილით ამბობს ხო აბა რა ვქენი,მე გავუხსენიო გზაო. მერე არშავინი ამბობს მეც ისე მიხარია თითქოს ჩვენმა ბიჭმა გაიტანა გოლი და სლუცკის იძახის ხო თითქოს ჩვენია,თითქოს ჩემიაო. ეს იყო და აქ ცუდი რა არის? არ შეიძლება ასე გაფაშისტება

ფორმის პიკი,ბარსელონას წინააღმდეგ თამაშებში ჰქონდათ,ფიზიკურად კი გადაღლილები იყვნენ,ჩემპიონატში ძალიან დაძაბული მატჩების გამო.მიუხედავად ამისა,ფინალამდე საკმაო დრო ჰქონდათ სულის მოსათქმელად და ერთი თამაში თამაში,ნამდვილად შეეძლოთ,მაღალ დონეზე.აქ მთავარი,პსჟს ძალიან მაღალი და აქტიური პრესინგი გამოდგა.როცა საკუთარ საჯარიმოშიც კი,მუდმივი პრესინგის ქვეშ აღმოჩნდნენ მოქცეულები.თავის აწევის საშუალებას არ აძლევდნენ და რა თქმა უნდა ბურთსაც ხშირად ართმევდნენ.ფაქტობრივად ბურთი არ ჰქონდა ინტერს და კონტრშეტევის ორგანიზებასაც ვერ ახერხებდნენ.პსჟმ მთლიანად გაწყვიტა მათ ხაზებს შორის კავშირი და რაიმე გააზრებულის გაკეთების საშუალება მოუსპეს.სწრაფმა ორმა გოლმა,ინტერი ფაქტობრივად მძიმე ნოკდაუნის მდგომარეობაში ჩააგდო და ამასთან ერთად,მათი მხრიდან კონტრშეტევაზე პსჟს დაჭერის იმედი,ნულამდე დაიყვანა.პსჟ თან ბურთს აკონტროლებდა, სახიფათოდ უტევდა,თან კი,ინტერის წინ წასვლის ყოველ მცდელობას,მწვავე კონტრშეტევით პასუხობდა და ინტერის ფეხბურთელებში თამაშის შემობრუნების იმედის ყოველ ნაპერწკალს იქვე აქრობდა.ინტერმა 111,5 კმ გაირბინა,პსჟმ კი,სულ რაღაც 104,6.მიუხედავად ამისა,სისწრაფეებში უპირატესობის ხარჯზე,პსჟ ყველგან ასწრებდა ინტერის ფეხბურთელებს.პსჟ სადაც ბურთს ჰკარგავდა,იქვე იწყებდა სწრაფ პრესინგს,ინტერის ასაკოვან ფეხბურთელებს,კიდევ უფრო მეტად სირბილს აიძულებდა.პსჟ თამაშობდა,ინტერი კი შრომობდა,თანაც იმედდაკარგული შრომობდა.ამიტომ ჩანდა ინტერი გამოფიტული .სხვათა შორის ნაპოლიში ხვიჩაც ამიტომ ჩანდა გამოფიტული,რომ მისი თამაშიც მძიმე შრომად გადაუქციეს,ნაპოლის მწვრთნელებმა.ის რაც მისთვის ნაპოლიში მძიმე შრომა იყო,პსჟში ხალისიან თამაშად გადაიქცა,რადგან ხედავდა,რომ დაცვაში მისი ასეთი გარჯა,გუნდისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო.როგორი ჟინით გამოეკიდა მატჩის მიწურულს,შეტევაში გაქცეულ უსწრაფეს დრუმფისს,50 მეტრი სდია,დაეწია და ბურთი წაართვა!ზუსტად ასევე მონდომებით თამაშობდა ხვიჩა საქართველოს ნაკრებშიც,ევროპის ჩემპიონატზე!მის მაგალითზე ცხადად ჩანს რამხელა სხვაობაა ნებაყოფლობით და იძულებით შრომას შორის.
"ჩაკვეტაძის გაყიდვა არ განიხილება, მაგრამ..." - პოცოებმა "უდინეზე" გაყიდეს და მთლიანად "უოტფორდზე" გადაერთვნენ
საბო: მხითარიანი ძლივს დადის - კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია
დაუფასდა - კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა და რეკორდული გახდა
U21 | რუმინეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ფორაუში
ნაკრებმა "დინამო არენაზე" ივარჯიშა - გუნდს თავდამსხმელი დაემატა
საქართველოს ნაკრები კვიპროსთან 1:2 დამარცხდა
ფეხბურთის მოყვარული მოზარდებისთვის საქართველოში AC Milan Camp Tbilisi იხსნება
შენგელიას "ვირტუსი" უშანსოდ დამარცდა | "მილანომ" ნახევარფინალური სერია გაათანაბრა
"ბარსელონას" ახალი მეკარე ეყოლება - ტერ შტეგენი ტრანსფერზეა
ედინ ჯეკო სავარაუდოდ, კარიერას კვლავ სერია A-ში განაგრძობს
ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ისთან განადგურებულ "ინტერს" მწვრთნელად ფაბრეგასს დაუნიშნავენ
"მილანი" ტეოს გაშვებას დასთანხმდა - ფეხბურთელი საუდის არაბეთში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეები წავიდნენ - პიატეკმა კატარს მიაშურა
შერმადინის მორიგი კარგი მატჩი - "ტენერიფე" პლეი-ოფს გამარჯვებით იწყებს
ჯუღელის პროგნოზი გამართლდა - ოსიმენი საუდის არაბეთს მიაშურებს
შეკრების მესამე დღე - ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
"მინდა, სოროებში მოგიკითხოთ "კვარას" კრიტიკოსები - ახლა მაინც არ რცხვენია იმ ხალხს, ვინც..." - ოთარ ტატიშვილი
საქართველო - კვიპროსი | ქალთა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩი თბილისში
პსჟ-მ დონარუმას შემცვლელი საფრანგეთშივე მოძებნა
"ოქროს ბურთი" ხვიჩას - სლუცკი ვერ გაერკვა" - სიომინი და ორლოვი კვარაცხელიაზე
ძენგა: "ინტერი" გამოფიტული იყო - პსჟ-მ კვარაცხელია 75 მილიონად შეიძინა