ფეხბურთიეროვნული ნაკრები
შეკრების მესამე დღე  - ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
19:16/02-06-2025
+-

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის შეკრების მესამე ვარჯიში გამართა. სფფ-ის ტექნიკური ცენტრის, ბასას მოედანზე ჩატარებულ საწვრთნელ პროცესში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

 

2 ივნისს, ეროვნულ გუნდს გიორგი გულიაშვილი და საბა ლობჟანიძე შეუერთდნენ. ტრავმის გამო, ივნისის ამხანაგურ მატჩებისთვის მზადებას გიორგი ზარია გამოაკლდა. 

 

მზადების პროცესისა და მოახლოებული მატჩების შესახებ ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა, გიორგი გველესიანმა და სანდრო ალთუნაშვილმა ისაუბრეს.

 

გიორგი გველესიანი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ნაკრებში გამოძახება ყოველთვის სასიამოვნო და საამაყოა. ნებისმიერ მეტოქეს მაღალი პროფესიონალიზმით ვუდგებით. ისეთი პერიოდია, რომ ზოგ ფეხბურთელს შედარებით ადრე დაუსრულდა სეზონი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ფორმა და მზადყოფნაში შევხვედროდით ამ თამაშებს. შევისწავლით მეტოქეებს და ველოდებით ძალიან კარგ სპარინგებს.

 

მისასალმებელია, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელიც მზადყოფნაშია, ეძლევა ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, მომავალში ისინი აუცილებლად გამოადგებიან ნაკრებს". 

 

სანდრო ალთუნაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ნაკრებში ჩამოსვლა ყოველთვის სასიამოვნოა. შეკრებაზე ბევრი დებიუტანტია და მინდა მივულოცო მათ. საწვრთნელი პროცესი კარგად მიმდინარეობს. ვემზადებით მოახლოებული თამაშებისთვის და იმედი მაქვს, ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულებთ.. სეზონის ბოლოა და ვცდილობდი, რომ კარგ ფორმაში და ჯანმრთელად შევხვედროდი მოახლოებულ თამაშებს. 

 

დინამო არენა ნაკრების თითოეული წევრისთვის სახლივითაა და ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. ქუთაისში კი ნამდვილად იციან გულშემატკივრობა და ვფიქრობ, რომ კარგ ატმოსფეროს შექმნიან". 

 

ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 5 ივნისს, დინამო არენაზე ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს. 8 ივნისს. ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩვენი გუნდის მეტოქე კაბო-ვერდეს ეროვნული ნაკრები იქნება. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

 

მეკარე: გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

 

დაცვა: გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), ივა გელაშვილი (იბერია 1999, თბილისი), გურამ გიორბელიძე (ერზურუმსპორი, თურქეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)

 

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (შერიფი, მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), გიორგი გაგუა (ისტრა 1961, ხორვატია), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი)

 

მატჩების განრიგი

 

5 ივნისი, 20:00 | საქართველო ფარერის კუნძულები | დინამო არენა, თბილისი

8 ივნისი, 20:00 | საქართველო - კაბო-ვერდე | რამაზ შენგელია, ქუთაისი

 

NAKREBI.GE

(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
5
გივი
(4)
/
Dislike(4)
ძველი დრო გამახსენდა 10-15 წლის წინანდელი, ჩამონათვალს რომ გადახედავდი და 1-2 ის იმედი რომ ჰქონდა მარტო და ისიც 17 წლის ყენიასი და ან ანანიძის...
7:16:57 AM 6/3/2025
გამოხმაურება(0)
გივი
(2)
/
Dislike(2)
2 გამოაკლდაო და არავის იმატებს მათ ნაცვლად? ლოჩოს თავის გუნდში თამაშები აქვს გავარდნაზე და უცნაურია ნაკრებში რატომ არის? სუსტად გაოიყურება ჩამონათვალი ალბათ მივეჩვიეთ ძლიერ შემადგენლობას, წარმატებები ბიჭებს!
6:51:10 AM 6/3/2025
გამოხმაურება(1)
.
Dislike(0)
/
Dislike(0)
სალერნიტანა 15 და 20 ივნისს თამაშობს.ნაკრებში თამაშები,იქით დაეხმარება ლუკას,ფორმაში შესასვლელად.ამხანაგური თამაშები სხვა არ გვაქვს და სანაკრებო გამოცდილების დაგროვება იქნება თუ ახალი ფეხბურთელების გასინჯვა,ასეთ თამაშებში სჯობია.მწვრთნელი ასეთ თამაშებშიც მიხვდება,ვინ არის სანაკრებოდ მზად და ვისთვის ჯერ ადრეა,იქ თამაში.ჯერ ერთი რატომ უნდა წააგონ და თუნდაც წააგონ,არც ეგ არის ძალიან დიდი უბედურება.ყოველ შემთხვევაში ექსპერიმენტის მარცხი სჯობია,ოფიციალური მატჩის წაგებას.იმ ნაკრებებსაც თავისი მიზნები ექნებათ და არც მათთვის იქნება მთავარი,ამ მატჩებში გამარჯვება.
5:17:11 PM 6/3/2025
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2