ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"ჯუღელმა სახლში 10 მილიონი წაიღო და "კვარა" მაგიდის ქვეშიდან მოგვპარეს!" - ნეაპოლელი ჟურნალისტი

"ჯუღელმა სახლში 10 მილიონი წაიღო და "კვარა" მაგიდის ქვეშიდან მოგვპარეს!" - ნეაპოლელი ჟურნალისტი

„ნაპოლის“ მხარდამჭერი რადიო CRC-ის ცნობილმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარელომ, რომელიც კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან და მის ოჯახთან დაახლოებულ პირად ითვლება, საყვარელ გუნდზე, აგრეთვე „ინტერზე“ ისაუბრა და ისე როგორ იქნებოდა, ხვიჩა კვარაცხელიას თემა კიდევ ერთხელ არ განეხილა.

„იმათ არ ვგავარ, ვინც ჯერ „ინტერს“ გულშემატკივრობდა, შემდეგ კი ბერლუსკონის ფანი გახდა და „მილანში“ გადახტა, როგორც ემილიო ფედე (TG1-ის, Studio Aperto-ს და TG4-ის ყოფილი დირექტორი). მე ნეაპოლში დავიბადე და ამ ქალაქთან დიდი კავშირი მაქვს. მოსწონს თუ არა ვინმეს იტალიური ფეხბურთი, აღვნიშნე „ინტერი“ რასაც წარმოადგენს. ამ კლუბის სახე განავალია, ასე წარმოაჩინა ჩვენი ფეხბურთი. პსჟ-მ გვაჩვენა ის, რაც მოსალოდნელი იყო.

როდესაც განვაცხადე, რომ კვარაცხელიამ სკუდეტოსთვის მებრძოლი „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად კი არა მუყაოს თასის მოსაპოვებლად დატოვა, მე დამცინოდნენ. ეს პარიზში 1/8-ფინალში „ლივერპულთან“ წაგების შემდეგ მოხდა, ვიდრე საპასუხო მატჩს მოიგებდნენ. ამ ხალხს ვკითხავდი, რომლებიც მე მწერენ, თქვენი პროგნოზიც ხომ ასეთივე იყო? დარწმუნებული ვარ, მაშინ ისინიც ასევე ფიქრობდნენ. ამავე აზრისანი იყვნენ ტელეკომენტატორებიც - პაოლო კონდოდან დაწყებული და პაოლო დი კანიოთი დასრულებული“.

კიარელომ Canale 2-ზე Campania Sport-ზე სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა სათაურით: „მათ „კვარა“ მაგიდის ქვეშიდან მოგვპარეს! ჯუღელმა სახლში 10 მილიონი წაიღო“:

„კვარა“ მაგიდის ქვეშიდან  მოგვპარეს, 75 მილიონ ევროდ გაგვაყიდინეს. დიახ, ვიმეორებ, მაგიდის ქვეშიდან. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, იურისტის ჩვენებები ჩაწერილი მაქვს, რომელიც კონტრაქტს ადგენდა, რომ ამ დოკუმენტს ოთხი თვე ამზადებდნენ და მაგიდის ქვეშ ჰქონდათ შენახული. „ნაპოლიმ“ ამის შესახებ არაფერი არ იცოდა. უთხრეს, რომ კიდევ შეხვდებოდნენ და არ ენერვიულათ. ცნობილი აგენტი მამუკა ჯუღელი იანვრისთვის ტრანსფერის განსახორციელებლად მუშაობდა და შემდგომში გააფორმა კიდეც. მან საკომისიოს სახით სახლში 10 მილიონი წაიღო და ბიჭი პარიზში წავიდა, სადაც მისი ხელფასი 10 მილიონი იქნებოდა და სადაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებდა.

და მოდით, ეს კვანძი გავხსნათ. თქვენ ყოველდღე რამდენიმე თვის წინ ნათქვამის გამო მაკრიტიკებთ: „კვარა“, ნუთუ არ ხარ წინააღმდეგი წახვიდე პარიზში და ჩვეულებრივი სკუდეტოს მოგებაზე არ იფიქრო? 11 ან 13 წლის მერე ვინმეს ემახსოვრება, ვინ იყვნენ ამ საჩემპიონო ტიტულის მთავარი გმირები?“ საფრანგეთში ქვეყნის ჩემპიონობა არაფერს არ ნიშნავს. პსჟ-სთვის იქაური სკუდეტოს მოგება და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლა ჩვეულებრივი ამბავია. მინდა შეგახსენოთ თქვენ, ძვირფასო ფენომენებო, რომელთათვისაც სხვისი მუდმივად დაცინვა ცხოვრების წესია, რომ მაშინ „ლივერპულთან“ სახლში 0:1 დამარცხდნენ და მთელი მსოფლიოს ბუქმეკერები ტურნირიდან გამოთიშულად მიიჩნევდნენ. მომდევნო რაუნდში „პარი სენ ჟერმენის“ გასვლის შანსს ძალიან მცირედ თვლიდნენ. „ლივერპულმა“ ტურნირის პირველ ეტაპზე გაიმარჯვა, პრემიერლიგა მეოცეჯერ მოიგო და აშკარა ფავორიტი იყო. თუმცა, გადაღლილობამ იჩინა თავი.

პსჟ დღეს უძლეველადაა წარმოსახული, რამეთუ „ინტერმა“ არ იცოდა, როგორ გამკლავებოდა გუნდს, რომელმაც სახლში „ლივერპულთან“ მარცხი განიცადა, ხოლო „ასტონ ვილამ“ კინაღამ თამაში შემოუტრიალა. საბოლოოდ გაიმარჯვეს, მაგრამ იცით რატომ? ჯიჯიო დონარუმა ფანტასტიკურად გაისარჯა. ასევე იყო „არსენალთან“. ჩემპიონთა ლიგაზე დომინანტი გუნდი არ არსებობდა, ისევე როგორც არ არსებობს ზღაპარი, თითქოს პარიზელთა რიგებში 50, 60 და 70 მილიონად შეფასებული ბავშვები თამაშობენ. მათ წელს ტრანსფერებზე 240 მილიონი დახარჯეს“.

• ხვიჩა

ხვიჩა მაგარია

• კახაბერი

ჟორა გაბრიჭიძე ! საერთოდ გარტყმაში არ ხარ ფეხბურთის და საინტერესოა რის*ანალიზს* აკეთებ !

• მარინე

ჟორა გაბრიჭიძე შენ უკეთესი ხარ კვარაცხელიაზე

• ირმა

ხვიჩას მადლიერი იყავით.ხვიჩას დამსახურებაა რაც გაქვთ.უმადურებო.

• ჟორა გაბრიჭიძე

გავაანალიზე ყველაფერი თქვიდან და მივხდი რომ ხვიჩას ფენომენი უფრო ტოტალიზატორების შედეგია. დიდი არაფერი ფეხბურთელია.

• ჟორიკ გაბრიჭოვი

ახპერ ჯან შენა აქა იქ ხომ არ ხარ? ბიჭმა ლიგა მოიგო რა ნაპოლის რის ნაპოლი.აბა შენი ყოფილხარ რა.

• Porto

ჯუღელმა სოლო პარტია გაითამაშა და ლავრენტა სამში ყველაზე გრძელზე გაუშვა!! ბრავო!!! 10 მილიონიც ეკუთვნის და ოცდაათიც!!

• გიორგი

ეხლა ბევრად უფრო ცხადია რომ კვარამა არათუ სწორი გადაწყვეტილება მიიღო არამედ სასიცოცხლოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.ამათ ხელში მტერი ჩავარდა.ოეეეე ბიჭო ეგ თქვენი სკუდეტო და ჟანგიანი თასები ერთი ადგილზე მოირგეთ და თუ რას წარმოადგენს იტალიური ფეხბურთი ვნახეთ მთელმა სამყარომ.ასე რომ დადუმდი შე უხეირო სამუდამოდ.

• მაია კაპანაძე-ს

შენ გენაცვალე ბიძია-ბაბუა ტროლობაში. )))) მართლა გჯერა რომ ქართველები მაფიოზა ერია? იქნებ მოგვახსენო მაინც რომელი წლიდან ვართ ასეთი განსაკუთრებულები? ალბათ გიორგი სააკაძის დროიდან, იქნებ ფარნავაზიდან? წიგნები იკითხე შვილი, გამორჩეულად ისტორიული. ნამდვილად ასე აჯობებს შენთვის.

• გია

გაბრაზებული კაცის პოზიცია

• ჟორა გაბრიჭიძე

ნაპოლეონ, თუ ლავრენტისთან სასაყვედურო არაფერია, მაშინ კვარასთან რაღა აქვთ სასაყვედურო? სკუდეტოს მოგებაში ლომის წილი შეიტანა და სამი წელი 1,2 მილიონ ანაზღაურებაზე ითამაშა. ხელშეკრულება რომ გაეგრძელებია იმ ლავრენტის, ხვიჩა არსად არ მიდიოდა, მაგრამ მაგ საკითხზე ჯუღელთან შეხვედრა ჩაემპიონატის დამთავრების შემდეგ ჩანიშნა და შეხდებოდა თუ არა, არავინ იცის. ლავრენტამ არ თქვა: ხელშეკრულება 27 წლამდე მაქვს გაფორმებული და გახანგრძლივება არ მეჩქარებაო?

• მაია კაპანაძე

გეგონათ ქართველები პატარა ერია და ჩვენს დაკრულზე ვაცეკვებთო? მუსიკას ქართველი უკვეთავს და კიდეც ცეკვავს. მაფიოზობა თქვენ, რომ დაიწყეთ ქართველს დავიწყებული ქონდა. ვერ შეიშვნეთ ბრილიანტი და არ დააფასეთ სათანადოდ? სამართალმა პური ჭამა!!!გაუმარჯოს ხვიჩას. ჩვენს ოქრო ბიჭს.

• გიო

ესეთი ყაყა ხასიათი რომ აქვთ იტალიელებს აისახება ფეხბურთელების ფსიქოლოგიაზე და ვეღარაფერს იგებენ...

• გივი

და კიდევ ერთიც კვარაცხელია რომ არ დახმარებოდა იმ თქვენს ნაპოლის სკუდეტოს მოპოვებაში კი იზეიმებდა ინტერი სკუდეტოს ლოგიკურია კვარაცხელია ლიდერია და გასკდით გულზე.

• გივი

ბოღმიანებო თუ სკუდეტო ჯობია ლიგას მაშინ რაზე იკლავენ თავს იქ თამაშით დატოვონ საერთოდ ლიგა რაზე იწვალებენ თავს, მაგრამ ეგრე არაა ეგ უკვე გაბანძებული გუნდის კომენტარია სკუდეტო ჯობიაო აბა ვერ მოგართვეს. ძლიერები იგებენ სუსტები აგებენ ეგრეა. კვარაცხელია რომ მაგარია იმას ვერ შეეგუა ზოგიერთი ბოღმიანი. იტალია არაა პირველ ადგილზე რომაა თამაშების ვაჭრობით გაიხსენეთ აბა.

• სვანსკი

ვარსკვლავს მაგიდის ქვეშ რა უნდა,მაგაშია თქვენი უბედურება რომ ის რაც მაღლაა ქვემოთ ეძებთ

• ნუგზარი

ლავრენტა მაგარია. ორჯერ მოაგებინა ლიგა ნაპოლის. კვარაცხელიამ აშოვნია ფული, შარშან ჩ. ლიგაზე თამაშით, მისი მაისურების გაყიდვით და 75 მილიონად გაყიდვით. ამას რა ატირებს გასაკვირია. ჯუღელი მაგარია და ამას დიდი ხანია ვწერ. არ წავიდა ხელფასის მცირედ მომატებაზე და ახალ კონტრაქტზე. თავიდანვე არ ეპარებოდა ეჭვი ხვიჩას შესაძლებლობებში და იცოდა ლიგის მომგების ამბიციების გუნდები მიაკითხავდნენ უკეთესი პირობებით. წაიყვანა გუნდში, სადა სიტუაცია ყველანაირი თვალსაზრისით დალაგებულია: პრეზიდენტი, სპორტული დირექტორი და სასწაული მწვრთნელი ერთი გუნდია და გრძელვადიანი პროექტით მუშაობენ, გუნდში არაა მოსალოდნელი დიდი ცვლილებები, ხვიჩა კარგად მიიღეს, უყვართ და აფასებენ, ხელფასი ნორმალური აქვს და მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა. ვინმე ერთმა კიდევ გააკეთოს ასეთი რამე და შემდეგ თქვას რამე ჯუღელი კვალიფიკაციაზე.

• იტალიელების და 800 მილიარდის შესახებ

ანუ, ამ კაცის მიხედვით აფასებს მთელ იტალიას, 60 მილიონ იტალიელს, მათი ვალების (რაღა,800 მილიარდზე შეჩერდი, ცოტა მიამატე,შენი რა მიდის, რო ?!) და ასე შემდეგ ... მოკლედ, ძაან ლოგიკური მსჯელობაა და არ მოეშვა ამ საქმეს და წერე და წერე !

ნაპოლეონ,გულწრფელად ფიქრობ,რომ ნაპოლი სკუდეტოს მოიგებდა,ინტერი ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე თუ არ გაიწევდა და მთელ ძალებს,იქ არ დაახარჯავდა?!ვერ მოიგებდა!ეს თუ სიმართლეა და სიმართლეა,გამოდის რომ ინტერისათვის ჩემპიონთა ლიგა უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა,ვიდრე სკუდეტოს მოგება.ასე რომ აქაც არა ხარ მართალი.ნაპოლიმ მესამე სკუდეტო რომ მოიგო,ხვიჩასთან ერთად,დაახლოებით 56 მილიონი ევრო გამოიმუშავა,პსჟ-მ კი,ლიგის მოგებით 148,4 მილიონი ევრო!თუ არითმეტიკა მაინც იცი,გამოაკელი 148,4 მილიონს,56 მილიონი და გაიგებ,რამდენად მნიშვნელოვანია ლიგის მოგება.ნაპოლიმ სკუდეტო მოიგო,აქვს თუნდაც მინიმალური შანსი,ლიგის მოსაგებად?-ნულოვანი!არ უნდა ნაპოლის ლიგის და ამდენი ფულის მოგება?უნდა,მაგრამ არ შეუძლია.პატარა გუნდია,პატარა ამბიციებით.ეგეც არ იყოს,სკუდეტოს მოგებით აღებულ 56 მილიონის მესამედი მაინც ფეხბურთლებზე რომ გაეცა,ჯილდოდ,ან ხელფასი მოემატებინა მათთვის,გუნდი თავს გადადებდა მეორე წელს,მაგრამ ყველაფერი ჯიბეში ჩაიდო,დე ლაურენტისმა და ზელინსკის ხელფასის დაკლებაც კი,მოსთხოვა.მსოფლიოს ტოპ ათეულში მოხვედრილ ხვიჩას კი,სტაჟიორის ხელფასზე თამაში აიძულა მთელი წელი და არ არის სასაყვედურო?მაგას ვინ გაუჩერდებოდა?ნეაპოლი და სამხრეთ იტალია ეკონომიკურად და კულტურით,ძალიან ჩამორჩება ჩრდილოეთ იტალიას,მაფიის სამშობლოა და ფსიქოლოგიაც პროვინციული აქვთ.მიზეზებს სხვაგან რომ არ ეძებდნენ და საკუთარ თავში ჩაიხედონ,ასე არ ილაპარაკებდნენ,მაგრამ ასე არიან გაზრდილები.რა თქმა უნდა ეს ყველას არ შეეხება,მაგრამ აქაურების ძირითადი ფსიქოლოგიური სახე,სწორედ პროვინციელის სახეა.ძალიან ცუდი აზრის ვარ ჯუღელზე,დე ლაურენტისმა მაგრად დაიხვია ხელზე და ხვიჩა კაბალურ პირობებზე ამუშავა,თუმცა ჯუღელმაც ეტყობა აითვისა გაკვეთილი და ფაქტის წინაშე დააყება,დე ლაურენტისი.კიდევ მადლობა უთხრას,რომ ზაფხულამდე არ დარჩა და 5 მილიონად არ წამოიყვანა ხვიჩა,ნაპოლიდან.70 მილიონი,ნაჩუქარია,დე ლაურენტისისათვის და მაგ ფულით ნაპოლის კიდევ უფრო გაძლიერება შეუძლია,თუ რა თქმა უნდა ისევ ჯიბეში არ ჩაიდო.ჯუღელმა კი,„აბაროტი“ აუღო და ანგარიში გაუსწორა. ახლა,ამ პოსტს რომ ვწერ,პარალელურად იუთუბიზე შოტამედიას(ინგლისური ასოებით),ვიდეო მაქვს ჩართული და იქ ერთი ქართველი ქალი,მატჩის პროგნოზზე ამბობს:5-0!კვარაცერლია!ინტერ კაპუტ!ფეხბურთს ზოგადად არ ვუყურებ,მაგრამ ამას ვნახავო და ბარაქალა,შედეგი გამოიცნო!ფეხბურთი ვიციო,მაგან უნდა დაიკვეხოს!

• სისინიო

დედა რავა გაუმწარებია ჯუღელს მთელი ნეაპოლის ნაღები გომორელები? შენ ყოფილხარ ძმაო ტალეირანი და რიშელიე და ჩვენ არ გვცოდნია!

• N.s

იცით,ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,ეს კაცი გახლავთ ჟურნალისტი,მიმომხილველი,რეპორტიორი ხომ ასეა.იოტისოდენა ობიექტურობის ანალიზი,თუნდაც სამართლიანად მიმოხილვის სულ ცოტა შინაარსი,სად დაინახეთ ამ კაცის,ბოდიში და ნაბოდვარში?..თურმე დონარუმას მოუყვანია პსჟ ფინალამდე და სხვების როლი ნოლის ტოლი ყოფილა კლუბში,ზრდილობისთვის,ეთიკისთვია ლუის ენრიკე მაინც ეხსენებინა. მოკლედ,ეს იტალიელები რომ დღემდე ვალებში(მგონი 800 მილიარდზე მეტი ადევთ) იხჩობიან,არაა შემთხვევით,კვარაცხელია მეხივით შემოიჭრა მათ საფეხბურთო სამყაროში და ბოლო დრომდე დამლაგებლის ოდენა ხელფასით ცდილობდნენ გუნდში დაეტოვებინათ,არც არიან ჩემპიონობის ღირსნი!

• ნაპოლეონი

იქნებ ამიხსნა რა აქვს სასაყვედურო ლაურენტისს.ნაპოლი 29 წლიანი ქაქისგან ამოიყვანა და აგერ ორი სკუდეტო დადო. მიგება და ღამეს რა. შეეხება ლიგა მარადონამ ვერ დადო...იტალიაში კი სკუდეტო ისედაც უფრო ძვირად ფასობს ვიდრე ლიგა. . ასე რომ არაფერი მაგ კაცს სასაყვედურო არ აქვს

• გურულო

შენისთანა ძმაკაცები რომ ყავს მრჩეველად ლავრენტია წუწურაქს, იმიტომ დაკარგეთ ხვიჩა! და ვინ გკითხავთ თქვენ ჯუღელმა რამდენი წაიღო, იმუშავა იმ კაცმა და წაიღო! თუ შენთვის უნდა მოეტანა? რომ არა ხვიჩა, ჩემ ღლეს მოიგებდა წელს ნაპოლი!

• ჟორა გაბრიჭიძე

მაკვირვებენ ეს იტალიელები, დღემდე არავის დაცდენია ლავრენტიზე საყვედური, რომ კაცმა იტალიის ნომერ პირველი ფეხბურთელი 2 წელი 1,2 მილიონ ხელფასზე ათამაშა და მის აგენტთან შესახვედრად ვერ იცლიდა. ფეხბურთის კარგი სპეციალისტები ყოფილხართ თუ ლივერპულთან პარიზში პსჟ-ეს შექმნილი 10-ზე მეტი საგოლე მომენტი ვერ დაინახეთ და ის ვერ დაინახეთ, რომ ლივერპულმა შემთხვევით ერთი დაარტყა და გაიტანა.

• გივი

ნერეში ნაკლები არ არისო ტვინი რომ წაიღეთ, ახლა აღარ ახსენებთ ხო? 2 გოლი და 4 საგოლე მაგარი სტატისტიკა აქვს ტიპს:)) ჯუღელს რაც შეეხება ღმერთმა შეარგოს რაც მიიღო და კიდევ გაჩარხოს კარგი ტრანსფერები ზურიკო, აზაროვი და ბევრი მაგის მარიფათის იმედათაა...

• გოჩა

კიდევ ფულზე აქვს თვალები დაჭყეტილი გეგონება ლაურენტისი წილს აძლევდა ...მბაპე 200 მლნ ად უნდა გადასულიყო და უფასოდ გადავიდა ...ხდება ხოლმე ენრიკო ხარ თუ უმბერტო

• sandro

100%-იან სიმართლეს ამბობს ეს კაცი,იტალიაში ბრძოლაში მოგებული სკუდეტო მილიონჯერ ჯობია საფრანგეთის ჩემპიონობასაც და მაფიოზური გათვლებით მოგებულ ლიგასაც!!!ლივერპულს რაც შეეხება,არაფერი გადაღლილი არ იყო,მაგ გავარდნის შედეგს მომდევნო სეზონშივე ნახავთ ჩ/ლიგაზე!!!

• Ზაზა

Ტიპიური კლიმაქსიანი, შურიანი ნეაპოლელი - ლაურენტისის კლოუნი. Დაწყნარდით! Რატომ იგესლებით - Ნერეში ხომ გყავთ?! 😄

• ვვვ

რა გინდა, მშვენივრად ბოდიალობ :)

• გარა სურამი

ნეტა შენ თუ იცი ეა გინნდა სინიორ?? ნაპოლიმ რო "იხეიელრა" კვარაცხეელიას ტრანსფერით ეგეთი უნდა. რელობა იცი რა არის სინიორ?? ნაპოლიმ სათანადოდ ვერ დააფასა კვარაცხელია და ეხლა გულზ სკდებით როგორ წავიდა ბევრად უფრო დიდ გუნდში ბევრად უფრო დიდი ანზღაურების სანაცვლოდ , პრობლემა ნაპოლის სტაფში ეძებეთ და უფრო მარტივად იპოვით , ვიდრე კვარას თითიდან გამოწოვილი სისხლი ეძიოთ.

• დავითი

რას ბოდავს თვითონ თუ იცის? )))

• თემური

ამათ უმადურობას საზღვარი არ აქვს

• გვანცა

ანუ რაო, ბოლობოლო, რა მინდაო?

• Zviad

ვაჭრუკანა და სამარცხვინო იტალიელი. მალდინის უსმინე ჯობია თუ დარჩა შენში რამე ღირსეული იტალიელისგან

• კვარამაგია

საუკეთესო ლიგის ოთხი გუნდი გადაირტყა პსჟ-მ. 13 აგვისტოს მეხუთესაც გადაირტყავს, ეჭვი არავის შეეპაროს.))

• დავითი

თქვე არასწორებო ბიჭი ათ მილიონად იყიდეთ და იმხელა წარმატება მოგიტანათ და კიდე თავდაუზოგავად თამაშობდა მიუხედავად იმისა კაპიკებს აძლევდით და ამდენი ხანი გაჩერდა მაინც თქვენთან თქვე უმადურებო სისიხლში გაქვთ უმადურობა ატყუებდით გაგიზრდით ხელფასსლ და ფაქტიურად რაც დღეს აქვს იმიასთან შედარებით უფასოდ ამღამაშეთ ბიჭი და არა თქვენ დაგიჯდებიდათ მანდ ჯერ სად ხართ კიდე ბევრჯერ დაიჭამთ ფრჩხილებს და ინანებღ კრისები რომ ხართ და არ მიეცით ღირსეული ხელფასი რასაც იმსახურებდა ოსმიმენს ხო მიეცით რომ წაგიყენათ პრეტენზიები? რაღამც ეგეთი არ იყო მიტო შეაჯექით კისერზე? ფიქრიბდით არავინ იყიდისო ხო? ხო დარჩით პირში ჩალა გამოვლებული? იტირეთ ეხლა და იყავით, ეცლა ნახეთ კიდე როგორ გაიზრდება მისი ფასი თქვე ქაჯებო თქვენთვის ისიც საკმარისია 65 მილიონი რომ მოიგეთ ამ ტრანსფერიდან მაგის ღირსიც არ იყავით ხვიჩასკი ულევ წარმატეებებს ვუსურვებ

• ნოდარი

რაებს ბოდიალობს,ვერც თავი გავიგე,ვერც ბოლო...

• llcl

ანტიპატიით ვიყავი განწყობილი ჯუღელის მიმართ, მაგრამ ბრავო მას, ღმერთმა შეარგოს 10 მილიონი, გაქნილი და მოხერხებული უნდა იყოს აგენტი, ეხლა ქართული ფეხბურთის აკვანი, ფოთის კოლხეთიც თუ ფეხზე დააყენა, საერთოდ ბრავო! არც ჩვენი მარგალიტის პსჟ-ში გადასვლა მესიამოვნა თავიდან ფერმერთა ლიგიდან გამომდინარე, მაგრამ ეხლა კი უდიდესი სიხარული გვაქვს ქართველებს გულში(ვატუტი-მუტუტი სანაიებს და აკაცუკებს არ ვთვლი ქართველებად)! ეგერ ოსიმენზეც გამართლდა წინასწარმეტყველება! წარმატებები ჯუღელს და კიდევ ბევრი კარგი ევროპული ტრანსფერი ჩვენი ბიჭების!

• Pepelu

თვრალია ეგი :))))))))))))

• ლაშა

უსამართლო რომ ხარ მაგიტომ დაგცინიან დონარუმას რომ ახსენებ ისიც ახსენე რა ჩაიდინა ალისონმა პარიზში თვითონ განაცხადა კარიერის თამაში მქონდაო ამიტომ ხარ ლაურენტისის ნეხვი

• xyz

აბა ჯუღელს ლავრენტა ჯიბეში ჩაისვამსო? საბჭოთა გადმონაშთიაო? ვერ გამოიცნო ვიქტორას მომავალიო? შეხედე შენ?

• aburjga

აბა ეს არის ის დიდი და ყურებიანი ქართულადაც და რუსულადაც 3 ასოიანი რომაა!

• დ.გ.

დაბოღმილია ეგ!

მოდით ამ ტიპს ოთარა ტატიშვილი გავაცნოთ!

[VIDEO] "კვარა" კუჩხი ბედინერი - ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა - კაკალიც არაო...

უფრო მეტი ფეხბურთელი სჭირდება - ქოჩორაშვილის ახალი მწვრთნელი "სპორტინგის" ხელმძღვანელობას შეუთანხმდა

"ჩაკვეტაძის გაყიდვა არ განიხილება, მაგრამ..." - პოცოებმა "უდინეზე" გაასხვისეს და მთლიანად "უოტფორდზე" გადაერთვნენ

Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას გადამყვანი კრისტიანო ჯუნტოლი "იუვენტუსიდან" გაუშვეს

ევროლიგის მოთამაშეებმა შენგელია ყველაზე პატივსაცემ მოთამაშედ აღიარეს

U21 | რუმინეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ფორაუში

ინძაგი "ინტერიდან" "ალ ჰილალში" წავიდა

ნაკრებმა "დინამო არენაზე" ივარჯიშა - გუნდს თავდამსხმელი დაემატა

საქართველოს ნაკრები კვიპროსთან 1:2 დამარცხდა

პსჟ უკრაინელს ყიდულობს, რომელმაც ადრე რუსი საფონოვის გამო თქვა ტრანსფერზე უარი

მიბაძეთ პსჟ-ს - რაღა დროს დე ბრუინია

საბო: მხითარიანი ძლივს დადის - კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია

ფეხბურთის მოყვარული მოზარდებისთვის საქართველოში AC Milan Camp Tbilisi იხსნება

დაუფასდა - კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა და რეკორდული გახდა

შენგელიას "ვირტუსი" უშანსოდ დამარცდა | "მილანომ" ნახევარფინალური სერია გაათანაბრა

"ბარსელონას" ახალი მეკარე ეყოლება - ტერ შტეგენი ტრანსფერზეა

ედინ ჯეკო სავარაუდოდ, კარიერას კვლავ სერია A-ში განაგრძობს

2024 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ეთერ ლიპარტელიანი დაასახელეს

ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ისთან განადგურებულ "ინტერს" მწვრთნელად ფაბრეგასს დაუნიშნავენ

"მილანი" ტეოს გაშვებას დასთანხმდა - ფეხბურთელი საუდის არაბეთში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია

დუემ, კვარაცხელიამ და პსჟ-ის სხვა ფეხბურთელებმა სოციალური ქსელი დაიპყრეს - ლიგის ფინალის შემდეგ ციფრები მნიშვნელოვნად შეიცვალა

2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო