პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ. ამასთან, როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უმაღლეს საკლუბო ტურნირებში მიღებული უმაღლესი ჯილდოების გამო, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ კახა კალაძეს და ზაზა ფაჩულიას.

ირაკლი კობახიძემ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება კიდევ ერთხელ მიულოცა.

"ეს არის უმაღლესი მწვერვალი ფეხბურთში და, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი. ჩვენი ქვეყნის გამარჯვება - ასე აღიქვა თითოეულმა გულშემატკივარმა მისი გამარჯვება და გარდა იმისა, რომ ვულოცავთ, მადლობაც უნდა გადავუხადოთ მას იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ უმაღლესი მწვერვალებისა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ბევრჯერ დაიპყრობს. მინდა, მას სამომავლოდაც ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვო. ჩვენ გვაქვს ტრადიცია, როდესაც მაღალ მწვერვალებს იპყრობენ ჩვენი სპორტსმენები, წარვადგენთ ხოლმე მათ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე და ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგება არის ზუსტად ის წარმატება, რაც ასეთ დაფასებას იმსახურებს. მან, ნაკრებთან ერთად მიღებული წარმატებისთვის, გასულ წელს, მიიღო ღირსების ორდენი და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის გვინდა, წარვადგინოთ ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ვფიქრობ, ეს არის ძალიან დამსახურებული ჯილდო, რომელსაც ის მიიღებს სახელმწიფოსგან. ამასთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ერთხმად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. საქართველოს პრეზიდენტი მას დააჯილდოვებს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.

ასევე, ჩვენ გვყავს ორი სპორტსმენი, რომელთაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო. ესენი არიან - კახა კალაძე, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ზაზა ფაჩულია, რომელსაც სამჯერ აქვს მიღებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი - NBA, ორჯერ, როგორც კალათბურთელს და ერთხელ - როგორც მენეჯერს. გადავამოწმეთ და მათ არ აქვთ მიღებული ანალოგიური ჯილდოები, ვფიქრობ, რომ დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ბატონი კახა კალაძე და ბატონი ზაზა ფაჩულიაც წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთად მიღებული ამ გადაწყვეტილებისთვის", - განაცხადა კობახიძემ.

გეგუთა
ამ წმინდა გიორგის მედლებს ისე არიგებს ესმთავრობა გეგონება გმირებს აჯილდოებს.სად კალაძე და სად წმინდა გიორგი საქართველოსთვის კალაძეს რაგაუკეთებია გარდა ჩვენ კარში გოლის გატანის.იტალიამ რაცუნდა ისმისცეს
ბუჯანგა
და გიორგი შერმადინი რითია ნაკლები? ..კაცს ორჯერ ევროლიგა აქვს მოგებული..ორჯერ ევროპის ჩემპიონთა თასი..და ევროპაში ყველაზე ძლიერი საკალთბურთო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა თან ორჯერ ესპანეთში..თუ ამათ პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდება?
პატრიოტი
კალაძე კარგი ფეხბურთელი იყო, ფაქტია, მაგრამ ორჯერ ითამაშა ფინალში, ერთხელ ორი ტაიმი და დამატებითი დროც ითმაშა, 11-მეტრიანების სერიშიც მიიღო მონაწილეობა (ვერ გაიტანა, თუ არ ვცდები), მეორეჯერ რამდენიმე წუთი ითამაშა, მიხაროდა, როცა ძირითადში ხვდებოდა, ხვიჩას ამის პრობლემა არა აქვს, ფაჩულია ფიზიკურად ძლიერი იყო, თითქოს ვარსკვლავების გვერდით ძირითადში არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნბა-ს ჩემპიონობის წლებში, ყველას გასკვირად ის იწვებდა ძირითადში თამაშს, დანარჩენზე თქვენ იმსჯელეთ, მაგრამ იტალიასთან გატანილ 2 ბურთს, ძალიან გთხოვთ, ნუ გაიხსენებთ
tngh
გალაღებული არიან ამ საიტზე... "ნაც-ბოლშევიკები"!!!
ოეეე ქლიბოს! გრამატიკას მიაწექი.
შე საცოდავო! ჯერ ქართულად წერა ისწავლე და მერე იძახე, ოეეე! რუსთაველზე რომ ყრიან, შენ თუ მაგ თაობას გულისხმობ, მაშინ საქართველოსთვის დაწყევლაა! მე მარტო ერთი თაობა ვიცი ახალგაზრდების, 19-მაის გამოსული თაობა! რაც შეეხება ხვიჩას, ხვიჩას სწორი მხარე აქვს დაკავებული,ყოველ შემთხვევაში არა ნაცების გზა! მე პირადად სულ ცალ ფეხზე მკიდიხარ შენ და შენი პედიკა ევროპაც! რუსებს რომ ახსენებთ ყოველ სიტყვაში, მაგის პასუხი მაქვს: პაშლი ვსე ნა ხუი..

და კალაძის გარეშე თბილისი იქნებოდა თუშეთი ? დემაგოგიაა ყველაფრის მასზე გადაბრალება.

მე ფაჩულია არ მევასება, სკოლზკია, და მაგით რა ? ფაქტია , ორო ბეჭედი აქვს, პირველი სრული დატვირთვით თამაშით მოიპოვა. ყველაზე ნიჭიერი არა, მაგრამ ყველაზე წარმატებული ქართველია და ნბა ში თავის დამკვიდრება ადვილი რომ არაა, ყველამ ვიცით. კალაძის ისტორიაც ყველამ იცის. ოჯახურ ტრაგედიად დაუჯდა მილანში გადასვლა და არ გატყდა , სამჯერ იყო მგონი ლიგის ფინალში და ორჯერ თასი აწია.ესეც ყველაზე წარმატებული ქართველია. აქ ჩვენთან ნებისმიერ დამწყებ სპორტსმენს აქვს მიზერული შანსი რომ ვიღაცამ შეამჩნიოს და კარიერა აიწყოს, ამათმა კი უცხოეთში შეძლეს მაგრად დგომა. ასე , რომ მოგწონთ ,არ მოგწონთ, აბსოლიტურად დაიმსახურეს .ხვიჩაზე აღარაფერს ვამბობ. სასწაული შეძლო.
ქლიბს რა უნდა ელაპარაკო, ხურმა რა ბოსტნეულია))
ოე, უმაღლესი მწვერვალი სპორტსმენისთვის ოლიმპიადაზე გამარჯვება და მერე მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა. ვინმემ აუხსენით ამ გზააბნეულს. მაინც ვერ გადაიბირებთ ხვიჩას, სხვა თაობაა, რომელსაც სულ ფეხებზე კიდიხართ რუსები.)))))))))))))
ამას უყურე
ბევრს ტლიკინებ ქალაჩუნა
tngh
"ბოღმის" ბუშტები... სკდებიან!!!
tngh
სწორი და კარგი გადაწყვეტილებაა!!!
მშობელი.
კახიმ ისეთი დახმარება გაუწია ჩემს ოჯახს,რო სიცოცხლის ბოლომდე მისი მადლიერი ვიქნებით! რო არა კახის ფინანსური დახმარება, (უანგაროდ) დღეს შემი შვილი ცოცხალი არ მეყოლებოდა! ამიტომ მედალიც ცოტაა კახისთვის! ამას გამიგებს ის მშობელი, ვისაც შვილი უმძიმეს მდგომარეობაში ყავდა.
გიგი
ასე მუდმივად სხვის წარმატებაზე რატომ პარაზიტებს პროპაგანდა?ტელეკომპანია იმედი,ქართული ოცნება,კარგით რაა
სამართალი
ამ სამიდან მხოლოდ ხვიჩა იმსახურებს
საღოლ
ნიგარი ხარ:))
დააკორექტე-ს
ყველა ოჯახში, რომ ლამის სამ-სამი მანქანა ყავთ და მაგის გამო არის თბილისში საცობები,ეგეც კახის ბრალია? თბილისი რა რეზინის არის,რომ ამდენი მანქანა დაეტიოს? უნდათ არ უნდათ ყიდულობენ და ყიდულობენ ყველა! სადაც მე ვცხოვრობ ულამაზესი პარკი გააკეთა მერიამ ბავშვები ლაღობდნენ და იყო ერთი ჟრიამული,მაგრამ რად გინდა, მეორე დღეს ყველაფერი მიმტვრეული და გაპარტახებული იყო,ეგეც კახის ბრალია? ჯერ ხალხმა ისწავლოს გაკეთებულისმოვლა და მერე იშვირეთ ხელი სხვისკენ.
მამუკას
მაგალითი, მოგვიყვანე რაშია მოღალატე? მოღალატე ნაცებში მოიკითხე, თავიანთ ფსიქიკურად შეშლილ ლობისტებთან, რომ გარბიან და საქართველოს რო ღალატობენ? შენ კი მამუკა, შენ უფრო მიჩვეული იქნები უკან გარჭობას!
დააკორექტეთ
კალაძეს თბილისის საცობების შექმნის და პარკინგის დანერგვის იდეისთვის გმირობის ორდენი გადაეცით, მერე მედალი ჰაერის დაბინძურების და სიგელი ქალაქის დამახინჯებისთვის.
llcl
ხვიჩას და ზაზას ღმერთმა შეარგოს თავფუჩეჩ! აი კალაძის რა გითხრა, რაც მაგან თბილისს გაუკეთა, დასახვრეტია, ბეტონის ჯუნგლებად აქცია ულამაზესი ქალაქი, რომელსაც უკვე არაფერი ეშველება სამწუხაროდ! როგორც ყოფილმა მეცოცხემ, ღირსეულად გადაიბარა საზიარო ცოლების თავჯდომარის, იგულავას საქმე და უფრო დიდი სულისკვეთებით გააგრძელა! თბილისი - არაბების, ინდუსების, ღრუსების, ოსმალოების, ფერადკანიანების და უპატრონო ძაღლების ქალაქი!
მამუკა
mogalateebis ordeni ukan kaiketet
ძალიანაც კარგი!
აბა გამოხტით ნაც ბოღმისტებო და დაიწყეთ თქვენებურად სისინი. მაგარი პრემიერი გვყვავს, ვისაც არ მოგწონთ ღმერთმა შეგარგოთ დორბლიანი მიხუილა!
[VIDEO] დავითაშვილმა ისევ გაიტანა - "სენტ-ეტიენი" "რედ სტართან" დამარცხდა
გამოიცანით ვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასებები "ნიცასთან" მატჩში
[VIDEO] "კვარას" პასი და რამუშის გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე - პსჟ-მ "ნიცას" მძიმე მატჩი მოუგო
"ნიცასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] პირველი გოლი ახალ სეზონში - ზივზივაძემ "აინტრახტს" გაუტანა
ენდრიკი, რომელსაც "რეალში" არ ათამაშებენ, ფრანგულ გუნდში გადაბრგდება
რემსიმ მექსიკური კლუბი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა
კანტე შესაძლოა, სათამაშოდ სამშობლოში დაბრუნდეს
ერიკ ტენ ჰაგი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" "ალვერკას" ისევ სძლია
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს
საქართველოს ნაკრებმა "კარპატის თასი" გამარჯვებით გახსნა
L'Équipe: გადაღლილი კვარაცხელია ლიგა 1-ში თავს ზოგავს, ჩემპიონთა ლიგაზე კი შესანიშნავად თამაშობს - საეჭვოა ეს ლუის ენრიკეს მოეწონოს
მბაპე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა
ხავი გრასია: ჩაკვეტაძის დასაბრუნებლად საუკეთესო მომენტი უნდა შევარჩიოთ
"ოკლაჰომას" გამთამაშებელს, ნიკოლა ტოპიჩს სიმსიმნე დაუდგინდა - "ოკლაჰომას" ექიმები საქმეში ჩაერთვნენ
10 მილიარდი დოლარი - "ლეიკერსი" გაიყიდა
"ის სპალეტისთვის საოცნებო ფეხბურთელია" - ლუჩანო "ნაპოლის" კაპიტანს ართმევს?
"გარშემო ყველას აკრიტიკებს და რასისტებს კიდევ ჩვენ გვიწოდებს?!" - "ატლეტიკოს" ლეგენდამ ვინისიუსი გააკრიტიკა
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
"ერთმა შეშლილმა კაცმა უდიდესი ჩემპიონი გაანადგურა" - ტოტო ვოლვი ისევ გაბრაზებულია
"კვარა" დაიწყებს - ქართველების დღე გამორჩეულ ლიგებში
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს
"კვარა" დაიწყებს - ქართველების დღე გამორჩეულ ლიგებში
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"ნიცასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
[VIDEO] "კვარას" პასი და რამუშის გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე - პსჟ-მ "ნიცას" მძიმე მატჩი მოუგო
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
გამოიცანით ვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასებები "ნიცასთან" მატჩში
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
L'Équipe: გადაღლილი კვარაცხელია ლიგა 1-ში თავს ზოგავს, ჩემპიონთა ლიგაზე კი შესანიშნავად თამაშობს - საეჭვოა ეს ლუის ენრიკეს მოეწონოს
გოგას ახალი გამოწვევა - როგორი გუნდია "ორლანდო"? გაჰყვება ბითაძე ზაზას გზას?