საქართველოს ეროვნული ნაკრები ფარერის კუნძულებთან და კაბო-ვერდესთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

შეკრების მეოთხე დღეს ჩვენმა გუნდმა დინამო არენაზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნულ გუნდს აზერბაიჯანული ზირას თავდამსხმელი, დავით ვოლკოვი შეუერთდა.

შეკრების და მოახლოებული მატჩების შესახებ ჩვენი გუნდის წევრებმა, გიორგი გულიაშვილმა და საბა ლობჟანიძემ ისაუბრეს.

გიორგი გულიაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "თავს კარგად ვგრძნობ. სეზონის ბოლოა, მაგრამ სანაკრებო შეკრებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. განწყობა ძალიან კარგია. ვემზადებით მოახლოებული თამაშებისთვის და ვეცდებით, რომ წარმატებულად დავასრულოთ ეს შეკრება.

ველოდებით, რომ როგორც ქუთაისში, ისე დინამო არენაზე ბევრი მაყურებელი იქნება. გვჭირდება მათი გულშემატკივრობა და ჩვენც ვეცდებით, რომ მოგებათა სერია გავაგრძელოთ.

საბა ლობჟანიძე (ეროვნული ნაკრების წევრი): "ჩემთვის ახლა შუა სეზონია და კარგ ფორმაში ვარ. გუნდში კარგი განწყობაა. მივესალმებით ახალწვეულების მოსვლას გუნდში. ეს ძალიან კარგია და ჩვენ, გამოცდილი ფეხბურთელები, რა თქმა უნდა, დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ, რომ თავისუფლად იგრძნონ თავი".

ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 5 ივნისს, დინამო არენაზე ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს. 8 ივნისს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩვენი გუნდის მეტოქე კაბო-ვერდეს ეროვნული ნაკრები იქნება. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

4 ივნისის განრიგი | დინამო არენა

17:30 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

18:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)

19:00 ფარერის კუნძულების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

19:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

დაცვა: გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), ივა გელაშვილი (იბერია 1999, თბილისი), გურამ გიორბელიძე (ერზურუმსპორი, თურქეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (შერიფი, მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), გიორგი გაგუა (ისტრა 1961, ხორვატია), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, აზერბაიჯანი)

NAKREBI.GE

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
"არსენალი" 17 წლის ბერძენი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
შერმადინის 13 ქულა, 7 მოხსნა და ნახევარფინალის საგზური
"ნაპოლი" ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის დამატებას გეგმავს
ფარერის კუნძულების ნაკრების მწვრთნელი: საქართველოსთან ბურთის მეტ ფლობას და შეტევაში სიახლეებს ველოდებით
გადავალ თუ არა პსჟ-ში? - გავიმ კომენტარი გააკეთა
ლორია: ყოველთვის ჩემი ნაკრების გვერდით ვიქნები. მადლობა, საქართველოს!
სანიოლი: ხვიჩა საქართველოს ელჩია - ყველაზე პოზიტიური შთაბეჭდილება ნიკა გაგნიძემ დატოვა
20 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
ევრო 2025 | ჩვენი ახალგაზრდულის შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
[VIDEO] დეშამმა პსჟ-ის ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა - მარკუს ტურამის რეაქცია ინტერნეტს იპყრობს
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
სკანდალურ არბიტრ დევიდ კუტს ახალი სამსახური აქვს
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
დრამა იტალიაში - გავარდნილმა "სამპოდორიამ" მომავალ სეზონში კვლავ სერია B-ში იასპარეზოს
უფრო მეტი ფეხბურთელი სჭირდება - ქოჩორაშვილის ახალი მწვრთნელი "სპორტინგის" ხელმძღვანელობას შეუთანხმდა
"ჩაკვეტაძის გაყიდვა არ განიხილება, მაგრამ..." - პოცოებმა "უდინეზე" გაასხვისეს და მთლიანად "უოტფორდზე" გადაერთვნენ