მას შემდეგ, რაც იტალიის ნაკრების მწრთნელის პოსტი ლუჩანო სპალეტიმ დატოვა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ გუნდის ჩაბარება კლაუდიო რანიერის შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ასევე არ ისურვა „სკუადრა აძურაში“ მუშაობა სტეფანო პიოლიმ.

ცხადია, იტალიურ ფეხბურთში არნახულად რთული სიტუაციაა და ეროვნული გუნდის გაწვრთნას ყველა ერიდება.

Sky Sport-ს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ სპალეტის მემკვიდრე შეიძლება 47 წლის ჯენარო გატუზო გახდეს. ყოველ შემთხვევაში ის ამჟამად მთავარ კანდიდატად განიხილება. „რინო“ ბოლოს „ჰაიდუკში“ მუშაობდა, რომელმაც ხორვატიის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და იტალიელმა 5 ივნისს კლუბთან ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა კონტრაქტი. ის ადრე „მილანის“, „ნაპოლის“, „ვალენსიას“, „მარსელის“, „ოფის“, „პალერმოს“, „პიზას“ და „სიონის“ თავკაცი იყო.

აგრეთვე განიხილება დანიელე დე როსის და ფაბიო კანავაროს კანდიდატურები.

გურულო
რა გატუზო რისი გაზაევი ბლიად, აგერ ჩოხატაურის ბახმაროს ყოფილი მწვრთნელი ჩააბარებს აძურას! აი ნახავთ თუ არა! გრიშიკო თოდრია!
ეჰჰჰა
მურინიო!!! მურინიო ჭირდება მაგ გუნდს თან დარწმუნებული ვარ თურქეთიდან სიამოვნებით წამოვა
zura 222
ნამდვილათ ვიცი რო ვალერი გაზაევს დაურეკეს და მაგას შეთავაზეს მთავარი წვრთნელობა, ეხლა არ ატეხოთ სკანდალი ხო ვთქვი ნაღდათ ვიცი თქო! არ ვხუმრობ და მალე ნახამთ რო ალბად ვალერი ჩავა იტალიაში
ირაკლი
ძალიან დიდი შანსია იტალია ზედიზედ მესამე მუნდიალის გარეშე დარჩეს. ბოლოს და ბოლოს უნდა მიხვდნენ მათი ფეხბურთის მესვეურები რომ ძალიან ღრმა პრობლემასთან აქვთ საქმე. უკვე მერამდენე წელია მსოფლიო დონის ვარსკვლავების სერიოზული დეფიციტი აქვთ. ეს მაშინ როდესაც ყავდათ ბაჯო, დელ პიერო, ძოლა, სინიორი, ბარეზი, მალდინი, ტოტი, კანავარო და სხვა მრავალი. დღეს რომელი იტალიელი დაუდგება გვერდით აქ ჩამოთვლილთაგანს?
goga
გატუზო ნაკრების კი არა საშვალო გუნდის დონის მწვრთნელი არ არის .მაგარი ფეხბურთელობა მაგარ მწვრეთნელობას არ ნიშნავს .იტალის პრობლემა უფრო ისაა რომ არ ყავთ მაღალი დონის ფეხბურთელები დიდი ხანია ფეხბურთს ვუყურებ და ეგეთი უვარსკვლავო იტალია არ ყოფილა და გერმანისიც იგივე პრობლემა ვარსკვლავები არ ყავთ .გამოკვეთილი ლიდერი ან ლიდერებია საჭირო სქმები არა ფეხბურთი კრეტივი უნდა იყოს .პორტუგალიას მაგარი თაობა ყავს ესპანეთი ტრადიციულად და საფრანგეთი ნიდერლადებსაც არ უშავთ.ინგლისი როგორც ყოვეთვის არა მგონია სასწაულები მოახდინოს ასე ჩანს ჯერჯერობით.
გოგი
არა პალეტის ბრალია მარტო შვეიცარიასთნ რომ წააგეს ევროპაზე მაშნ უნდა წასულიყო

პრობლემა მწვრთნელში კი არა,ფეხბურთელებშია!უფრო სწორად,უფეხბურთელებობაში!მგონი სწორად დავწერე,არა?საშველს ვერც სხვები ხედავენ და არ სურთ სალანძღავად საქმე გაიხადონ.გატუზო ძალიან მიყვარს,თავისი მებრძოლი და პატიოსანი ბუნების გამო,მაგრამ სანაკრებო დონე არ აქვს.თავს არ დაზოგავს,მაგრამ ამ ნაკრებს ვერ ააფრენს.
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
გატუზო ხვალ დილით იტალიის ნაკრების მწვრთნელი გახდება?
U21. პოლონეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
16-წლამდელებმა შეკრება დაასრულეს
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს განსჯიან
სანე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში განაგრძობს
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
ზაბარნი პსჟ-ში აღარ გადავა? - ფრანგული მხარე "ბორნმუთს" ვერ შეუთანხმდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია LGBTQ კამპანიის ლოგოს დამალვის გამო - საფრანგეთში ნემანია მატიჩი დასაჯეს
შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება
მიქაუტაძის გუნდს ახალი მეკარე ეყოლება
U21 | პოლონეთთან სასტარტო მატჩის წინ - რა ითქვა პრესკონფერენციაზე?
"სიტიმ" "ლიონისგან" შერკი შეიძინა
დაიმსახურეს - კაპაძეს და უზბეკეთის ნაკრების ფეხბურთელებს ავტომობილები აჩუქეს
მორიგი ტრიუმფისთვის? - კვარაცხელია პსჟ-სთან ერთად ლოს-ანჯელესში გაემგზავრა
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
ნუკრი რევიშვილი: ხვიჩა ნაკრების კაპიტანი უნდა იყოს!
კვეკვესკირმა უნგრული გუნდი დატოვა
სიტუაცია რთულია - იტალიის ნაკრებს შეიძლება სათავეში გატუზო ჩაუდგეს
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
მატჩის დღე! კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონატი ქართული ფეხბურთისთვის