გიორგი მიქაუტაძის "ლიონის" 36 წლის ნახევარმცველი ნემანია მატიჩი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ამის მიზეზი კი საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში მომხდარი ფაქტია.

"ოლიმპიკმა" საკუთარ მოედანზე "ანჟერს" 2:0 სძლია, ვეტერანი სერბმა მოედანზე კი ბოლო 20 წუთი გაატარა. ლიგა 1-ში ფეხბურთელები მაისურზე LGBTQ კამპანიის ლოგოთი ასპარეზობდნენ და მატიჩმა ცისარტყელას ფერებში ლიგა 1-ის ემბლემა ლენტით დაფარა, რაც ლიგის ჰომოფობიის საწინააღმდეგო ინიციატივის ნაწილია.

ყველაფერი ამის შედეგად, ის 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. "ლე ავრის" თავდამსხმელმა აჰმედ ჰასანმაც მსგავსი გზით დამალა ლოგო და იგივე სასჯელი მიიღო.

ორივე მოთამაშეს ასევე მოეთხოვება მონაწილეობა მიიღოს ფეხბურთში ჰომოფობიის შესახებ საგანმანათლებლო პროგრამაში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მატიჩი სერბი მართლმადიდებელია, ხოლო ჰასანი - მუსლიმი, ორივე მათგანი პირადი შეხედულებებით იყო განპირობებული.

კიდევ ერთმა ფეხბურთელმა "ნანტის" თავდამსხმელმა მოსტაფა მოჰამედმა, უარი თქვა მატჩში მონაწილეობაზე და მაისურის ჩაცმაზე, რითაც თავიდან აიცილა ნებისმიერი სასჯელი.

მოჰამედმა მოგვიანებით განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის პატივისცემასა და ტოლერანტობას უჭერს მხარს, მისი რელიგიური ღირებულებები კამპანიაში მონაწილეობას ართულებდა.

ამ სკანდალის საპასუხოდ, საფრანგეთის სპორტის მინისტრმა მარი ბარსაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფეხბურთი უნდა მოერგოს საზოგადოების ცვალებად ნორმებს და მოუწოდა ჰომოფობიური ქცევის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისკენ.

ჟორა
არა და ქვეყნაში არსებობს კომუნისტური პარტია შუაგულ ევროპაში ,ჩვენ გვასწავლიან ჭკუას

სახელმმწიფოს საწყისი,ოჯახს ეფუძნება.ოჯახია სახელმწიფოს პირველადი უჯრედი და საფუძველი.როცა ოჯახური ფასეულობა და მორალი ინგრევა,სახელმწიფოც ინგრევა.ინგრევა,რადგან მას საფუძველი აღარ გააჩნია. დედის დარიგება გიყვარდეს,სწავლა,გულმოდგინება, შრომა და გარჯა ნუ დაგზარდება! მუდამ გახსოვდეს,რომ შენი ცოდნა, შენსა ქვეყანას გამოადგება. იყავ ბეჯითი და გქონდეს სმენა, დიდი განძია სწავლის შეძენა, მაგრამ ამას გთხოვ ყველაზე მეტად გულით გიყვარდეს სამშობლო ენა! მერწმუნე,შვილო,გამოცდილია, თუ საძირკველი დანგრეულია, მაშინ კედლების აშენებისთვის ყოველი შრომა დაკარგულია. /გიორგი ჭალადიდელი/ ეს არის ამონარიდი გიორგი ჭალადიდელის ლექსიდან,„დედის დარიგება“.ჯერ მხოლოდ ბოლო სტროფის გადმოტანა მინდოდა,მაგრამ ჩავთვალე,რომ ჩვენი ახალგაზრდებისათვის დანარჩენის წაკითხვაც სასარგებლო კი არა აუცილებელია.ეს ლექსი,იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოში შედიოდა და ყოველთვის აქტუალურია.განსაკუთრებით დღევანდელობაში.თუ ვინმე დაინტერესდება ამ ლექსის სრული სახით წასაკითხად,გუგლში ადვილად იპოვით,ლექსის სათაურის მიხედვით.ილია,აკაკი,იაკობ გოგებაშვილი,გიორგი ჭალადიდელი,საქართველოს მამები,მაშინ ქართველ ყმაწვილს თუ მის დედას,ამას ასწავლიდნენ და დღეს რას ასწავლიან მათი სახელობის უნივერსიტეტებში,შეგიძლიათ შეადაროთ.პეპელუ,ეს პოსტი შენ პოსტს მივაბი,რადგან ძალიან მომეწონა და ჩემი სათქმელიც მივაბი.ამ ლექსის ბოლო სტროფი სწორედ შენ დებულებას ადასტურებს და ამისათვის შემოვიტანე.ზოგჯერ ზედმეტად ფიცხი,მაგრამ ძალიან სწორი ადამიანი ხარ და გაფასებ.
ვითომ ზურაბა 222
სადახარ 222 უშენიდ კომენტარებს ფასი არა აქვს
პატრიოტი
ჩვენი ბიჭები ლგპტ-ს ლენტით თამაშობდნენ 17 მაისს, ხომ არ მეშლება
Pepelu
ისტორიის გაკვეთილებს არავინ არ უყურებს!! სადაც პედერასტია და სხვა მსგავსი ცხოვრების წესი გაბატონდა აბსოლუტურად ყველა განადგურდა! დასავლური - რომი, ბიზანტია, აღმოსავლეთში - მუსულმანური სასულთნოები!! ყველგან ყოველთვის ნადგურდება ის ცივილიზაციები, რომლებიც უფლის ნების და ბუნებაში არსებული კანონების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ!! არსად!! არასდროს!! სხვანაურად არ მომხდარა და არც ეხლა იქნება სხვანაირად!! საფრანგეთის სპორტის მინისტრი ამას ვერ შეცვლის!! დიდება უფალს!!!
qartueli
ჩვენებმა ლამისაა შუბლზე დაიწეპონ
ნუნუ დეიდა.
ჭირი და ჯანდაბა მაგ უბედურობას! როგორ შიძლება ადამიანს მოგწონდეს ეს გადახრილობა?

ვისაც, საფრანგეთი ევროპა გონია მაგრად ცდება! აფრიკელების შემოსევა, ლგებეტე თემის უმაღლეს რანგში აყვანა, ამის "ბრწყინვალე" მაგალითი იყო ოლიმპიადის გახსნა, სადაც პარადი და პრაიდი მიყავდათ ლგებეტეებს! ესეიგი თუ არ მიიღებ ამ უმსგავსობას, გარყვნილებას და შეეწინაღმდეგები ეგრევე ჰომოფობიაში გითვლიან. როგორც ვუყურებთ, მაგარი ბრძოლა მიდის ამ "დაცემულ ეშმაკებს" და ნორმალურ ადამიანებს შორის! მართალია ძნელად, მაგრამ გამარჯვებული ყოველთვის მორალურად მოაზროვნე ერი გამოდის!
ქართველი
ვისაც არ უნდა პედარასტობა, რატომ აძალებენ?

80 წლის წინანდელი პოლიტიკური ანეგდოტი:იალტის კონფერენციაზე,რუზველტი ეკითხება სტალინს:როგორ ფიქრობთ,დემოკრატია ხომ კარგია?-რა თქმა უნდა,ამაზე ორი აზრი არ არსებობს! უპასუხა სტალინმა.სიტუაცია ვფიქრობ ძალიან მსგავსია.თუ ლგბტ არ მოგწონს,ორი აზრი არ არსებობს,შენ დაისჯები.განსხვავებული აზრი,დღევანდელი ფრანგული დემოკრატიისათვის დასჯადია.დასკვნა:საფრანგეთში დედემოკრატია გაბატონდა და ანადგურებს დემოკრატიას.
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
ქართველების "მეცში" "ბაიერნის" ყოფილი მცველი დაბრუნდა
დუეს ტატუს ფოტო ვირუსულად გავრცელდა - რა აწერია პსჟ-ის მოთამაშეს ფეხზე, რაზეც ბევრი საუბრობს
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
"არც რონალდო, არც ლამპარდი და რუნი - მოურინიომ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც კი გაუწვრთნია
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
ნემანია მატიჩი კარიერას "ლიონში" გააგრძელებს
იბრაჰიმოვიჩის შემდეგ "მილანი" კიდევ ორ ფეხბურთელს დაიმატებს
[VIDEO] ენდრიკის ჰეთ-თრიკი - წიტაიშვილის და აბუაშვილის "მეცი" "ლიონთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძეს ულამაზეს გოლამდე ცოტა დააკლდა - "ვილიარეალის" ფრე 4 წაგების შემდეგ
[VIDEO] ვან დაიკის სამი საგოლე პასი, "სპორტინგის" სასწაული - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგას 1 ქულით დაემშვიდობა
მატიჩმა ონანას უპასუხა: "მანჩესტერის" ისტორიაში ყველაზე ცუდი მეკარე ხარ
მიქაუტაძე 4-მატჩიანი წაგების შემდეგ და პსჟ კვარაცხელიას გარეშე
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"მანჩესტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა "ლიონი" დატოვა
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
[VIDEO] მიქაუტაძის 76 წუთი - "რეალმა" მბაპეს დუბლით "ვილიარეალს" მოუგო
"რეალიდან" ამის გაშვება იქნებოდა - ენდრიკმა "ლიონი" აღაფრთოვანა და "სამეფო კლუბს" მისი იჯარის გაგრძელებას სთხოვს
ხვიჩა და პსჟ "ნიუკასლთან" მოსაგებად! - ბოლო ტური ლიგის ფაზაზე