პოლონეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ მიხალ პრობიერჟს თანამდეობის დატოვება მოუწია. ამის მიზეზი კი რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების ლიდერთან "ბარსელონას" 39 წლის ვარსკვლავ რობერტ ლევანდოვსკითან კონფლიქტია.

პრობიერჟმა რობერტს კაპიტნობა ჩამოართვა მას შემდეგ, რაც მან ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაღლილობის გამო მოლდოვასთან და ფინეთთან მატჩებში თამაშზე უარი თქვა.

ამის შემდეგ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ ვიდრე პრობიეჟი პოლონეთის ნაკრებს გაწვრთნიდა, ის ეროვნული გუნდის მაისურს აღარ მოირგებდა. აწ უკვე ყოფილმა დამრიგებელმა განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

"მივედი იმ დასკვნამდე, რომ ამჟამინდელ სიტუაციაში, ეროვნული ნაკრების საკეთილდღეოდ საუკეთესო გამოსავალი მწვრთნელის თანამდებობიდან ჩემი გადადგომა იქნებოდა.

ამ ფუნქციის შესრულება ჩემი პროფესიული ოცნების ასრულება და ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა კოლეგას, პოლონეთის საფეხბურთო ასოციაციის თანამშრომელს. ყოველთვის შემეძლო თქვენი იმედი მქონოდა. მადლობა ნდობისთვის, რომელიც პოლონეთის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა და საბჭომ გამომიცხადეს.

რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მოთამაშეს, ვისთანაც მუშაობის სიამოვნება მქონდა. ეროვნული ნაკრები ჩვენი საერთო ეროვნული მემკვიდრეობაა. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს შესანიშნავ გულშემატკივრებს. თქვენ ჩვენთან ერთად ხართ სიხარულსა და მწუხარებაში. სადაც არ უნდა თამაშობდეს ეროვნული გუნდი, თქვენი მხარდაჭერა ისმის", - ციტირებს პრობიეჟის სიტყვებს PZPN.

ინფორმაციისთვის, პრობიერჟი ეროვნულ ნაკრებს 2023 წლიდან მოყოლებული ხელმძღვანელობდა.

ნაკრებისთვის საკეთილდღეო ის იქნებოდა,ჩუმი გადატრიალების მოწყობა რომ არ ეცადა. ჩათვალა,რომ ლევანდოვსკი დაბერდა და ახალი კაპიტნის დანიშვნით,მთავარი ავტორიტეტი მე გავხდებიო,გუნდში.რა თქმა უნდა ხალხი იგულისხმებდა,რომ ლევანდოვსკის თავს გაუვიდა,ნაკრებში თამაში აღარ სურს და მიტომ დანიშნა ახალი კაპიტანიო.ინტრიგანი საკუთარ ინტრიგაზე დაიწვა!ასე ვერაგულად რომ არ მოქცეულიყო და პირდაპირ ეთქვა,შესაძლოა ლევანდოვსკის თვითონვე ეთქვა უარი,კაპიტნობაზე,მაგრამ მისი საქციელი გამოწვევა იყო და ლევანდოვსკიმაც არ გაატარა.
"ოჯახში 7 წლის განმავლობაში ჩემი ხელფასიდან 1 პენი არ დაგვიხარჯავს, ბონუსებით ვცხოვრობდით" - ოსკარმა ჩინეთში გამომუშავებულ მილიონებზე ისაუბრა
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
სარეკორდო ტრანსფერი - ლუკა ვუშკოვიჩი პრემიერ ლიგაში ითამაშებს
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
"იაგელონია" პოლონეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ქართველების გარეშე ითამაშებს
გიორგი ფოფხაძე: რაც მინსკის "დინამოში" გამიკეთეს, კაცი მტერსაც არ უზამს...
ფერანი რჩება - "ბარსელონა" ტორესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ნიკა ძალამიძე მოედანზე მალე დაბრუნდება
10 მილიონი ევრო სეზონში - ლევანდოვსკი თურქეთში გადაბარგებასთან ახლოსაა
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა