რაც იანვარში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლი“ დატოვა, მას შემდეგ ლამის ყოველდღე იტყობინება ადგილობრივი მედია, რომ „ახალი კვარა“ თუ მემკვიდრე აღმოაჩინა, თუმცა ეს ადვილი საქმე სულაც არაა, თუ არა შეუძლებელი.

Il Mattino წერს, რომ ნეაპოლური კლუბი ქართველის შემცვლელად „ბოლონიას“ 24 წლის შვეიცარიელ შემტევს დან ნდოიეს განიხილავს, სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა უკვე აწარმოებს „როსობლუსთან“ მოლაპარაკებას, რომელიც რთულად მიმდინარეობს.

ნდოიემ გასულ სეზონში სერია A-ს 30 მატჩში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მონაცემებით კი მისი ღირებულება 25 მილიონი ევროა.

გამოცემის ცნობით, თუ „ნაპოლიმ“ ნდოიეს გადაბირება ვერ შეძლო, გეგმა B-ზე გადაერთვება - „ლაიფციგიდან“ ანტონიო ნუსას დამატებას შეეცდება, რაც ასევე რთული ამოცანაა.

ტაკინარდი-ს
შეუცვლელი ფეხბურთელი არ არსებობს. კვარა კი არა მარადონა, პელე, ბეკემბაუერი და კრუიფი წავიდნენ ნაკრებიდან, ასევე გუნდებიდან. უბრალოდ ეს ფეხბურთელები განუმეორებლები იყვნენ და ასევეა კვარაც. ჩვენი ბიჭი თავის განუმეორებელ კვალს ტოვებს სადაც კი იყო, მოყოლებული რუბინიდან და ნაპოლიდან დამთავრებული პსჟ-მდე. გაგრძელება იქნება მწვერვალამდე. მე ვიცი რაც მაქვს მხედველობაში მწვერვალამდეს რომ ვწერ და თვალი მივადევნოთ მის კარიერას.

ეეჰ,ნერესიც დაოჯახებულა და დაუღუპია,კვარას „გულშემატკივრების“ იმედები!
ირაკლი
ალბათ ხვიჩა, დვალიშვილივით ადვოკატი გონიათ და აქ პროცესზე რომ არ მივიდა იმიტომ არ მოსწონთ!
ფეოლა
ფეხბურთის უბადლო მცოდნე ხარ გეტყობა. გეთანხმები, კვარა საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელია, თუმცა უბრალოდ გაუმართლა, რომ იტალიის ჩემპიონი, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემპინთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და აგერ ბოლოს, ისე რა ტურნირის - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. 90 მილიონი რომ არის ტრანსფერმარკეტზე მისი ფასი, ესეც ალბათ შეეშალათ.
ტაკინარდი
ვინც ეძებს ის პოულობს კიდეც. მითუმეტეს რომ არაა კვარა იმ დონის ფეხბურთელი, რომლის შემცვლელის პოვნაც შეუძლებელია. ბევრს ისიც კი ეგონა რომ მისი წასვლის შემდეგ ნაპოლი ჩაყვინთავდა მაგრამ აგერ, ჩემპიონები გახდნენ.
მირო
კვარა ერთია და განუმეორებელი.დაანებეთ თავი ახალი კვარას ძებნას.მოძებნეთ ვინმე,ვინც ნერეშზე უკეთესი იქნება,კვარასნაირს ვერ მოძებნით,ნუ ხარჯავთ ამაში დროს.
კონკურენცია ყველა პოზიციაზე უნდა იყოს - "ნაპოლი" მეკარესაც იმატებს
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" ლუკას ტრანსფერიც შეათანხმა
ნოა ლანგი ნეაპოლში ჩავიდა და დღეს "პარტენოპეის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
პსჟ კოლო მუანის გაასხვისებს - ფრანგს მსურველები არ აკლია
დასვენების გარეშე მოთამაშე კვირკველიას მნიშვნელობა - რამდენი გუნდი გვეყოლება მეორე ეტაპზე?
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" ლუკას ტრანსფერიც შეათანხმა
ნოა ლანგი ნეაპოლში ჩავიდა და დღეს "პარტენოპეის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები