დინამო თბილისის პრეზიდენტის რომან ფიფიას მოწვევით თბილისს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული არქტიტექტურული კომპანიის HPP Architects-ის თანამფლობელი ანტონიო ვუტაჯიო და კომპანიის სხვა წარმომადგენლები ესტუმრნენ.

სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანს დინამო არენას რეაბილიტაციის შესაძლებლობის განხილვა და მისთვის ახალი იდენტობის შექმნა წარმოადგენდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ არჩილ და გიორგი ქურდიანები.

HPP Architects-ის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს დინამო არენა და ადგილზე შეისწავლეს ყველა ის შესაძლებლობა თუ რა მიმართულებით შეიძლება სტადიონის განვითარება.

"მოხარული ვარ, რომ დინამო არენას რეაბილიტაციით ისეთი ცნობილი არქიტექტურული კომპანია დაინტერესდა როგორიც HPP Architects-ია. ამ ადამიანს ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებთ, ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშენებენ და ანახლებენ სტადიონებს.

დინამო არენას უდიდესი პერსპექტივა აქვს და ვფიქრობ, რომ მისი განახლება ჩვენი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. ჩვენი იდეის თანახმად არენა რეაბილიტაციის შედეგად სრულიად ახალ როლს მოირგებს და სპორტულ აქტივობებთან ერთად მოქალაქეებს უამრავ სხვა საჭირო სერვისს შესთავაზებს." - რომან ფიფია.

"თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დინამო არენასთან რამდენჯერმე ჩავიარეთ და მაშინვე დავინახეთ დიდი პოტენციალი. დღეს კი სტადიონი ახლოდან დავათვალიერეთ და აღმოვაჩინეთ ბევრი შესაძლელობა რომ ერთის მხრივ შევინარჩუნოთ არსებული იდენტობა და მეორეს მხრივ განვავითაროთ სივრცე ახალი, ხარისხიანი ობიექტებით სადაც მაყურებელს შეეძლება დასვენება და საკვების მირთმევა." - ანტონიო ვუტაჯიო.

HPP Architects ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული არქიტექტურული კომპანიაა, რომელიც სტადიონების მშენებლობასა და განახლებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს. აღნიშნულ კომპანიას ისეთ სტადიონებზე აქვს ნამუშავეარი როგორებიცაა: Europa-Park Stadium Freiburg; BayArena Leverkusen; Xujiahui Sportpark Shanghai და ა.შ.

fcdinamo.ge

ფაშისტურ გერმანიასთან ომში აყვანილი ტყვეების აშენებულია,საქართველოს პარლამენტის შენობა,რომლის დანგრევასაც უკვე მრავალი წელია წარუმატებლად ცდილობენ,ქართველი მანქურთების თაობები.ასე რომ გერმანელები მანდ არაფერში არიან.მაგრამ დინამოს სტადიონის პროექტის პირველი კონკურსი რომ გამოცხადდა,უკვე მაშინ,დიდი სურვილი ჰქონდათ,არაქართველ არქიტექტორების ნამუშევარს გაემარჯვა,მაგრამ კონკურსგარეშე,უკანასკნელ მომენტში ქურდიანების მიერ დადებულმა პროექტმა გაიმარჯვა და მას შემდეგ,თუ კი რაიმე კეთდება სტადიონზე,მათ გარეშე არაფერი ხდება.ვფიქრობ,რეაბილიტაციაში პირველი იარუსის იმ რამდენიმე სექტორის აღდგენა,ან ხელახლა აშენება იგულისხმება,დანარჩენი სტადიონის გათანამედროვეობასთან ერთად.ფიფიას დინამო ვერ შეუნახია,ფული არ მაქვსო და სტადიონის რეაბილიტაციის ფული ნამდვილად არ ექნება.ვფიქრობ,ქურდიანები გააკეთებენ რეაბილიტაციის პროექტს და ის გერმანული ფირმა ჩაატარებს სამუშაოებს.ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია სწორი.აქ ზოგიერთი სარბენი ბილიკების მოშორების სურვილსაც გამოთქვამს,თუმცა მაგ ბილიკების მოშორებას,მძლეოსნობის აღოძინება სჯობია საქართველოში,თითქმის მთლიანად რომ მოკვდა და თითოოროლა სპეციალისტი თუღა ღივღივებს ქვეყანაში.ბილიკების დანგრევით,ტრიბუნებს მაინც ვერაფერი მოემატება და სჯობია მისი გამოყენება დაიწყონ,თავის დანიშნულებით.მაგ სექტორს ხომ მსოფლიოს რეკორდების დამყარებაც ახსოვს.
სიმართლე
დინამოს სტადიონს თუ ისეთ რეკონსტრუქციას გუკეთებთ,როგორც ,,შალკე არენას,,აქვს წვიმის დროს მოედნზე წყალი არ აღწევს იხურება...კი ბატონო...სხვა რა სჭირდება?
ჯვებე
წავიდააა ფულების კეთებაააა))))))))))))
aburjga
11 დილაიქი?! რა გჭირთ ბიჯო, რა დაგემართათ?!ბაგრატის და სვეტიცხოველის ამშენებელი ხალხი ბოშების(გერმანელები)გარეშე, ჩვენს მიერვე აშენებულ სტადიონს ვერ მოვაპირკეთებთ?!
Pepelu
ფიფია არის ავანტიურისტი!! სტადიონის რეკონსტრუქციაზე მიდიოდეს საუბარი და პირველ რიგში დასვენებისთვის და სარესტორნო ბიზნესისთვის უნდა იყოს მორგებულიო ვინ ამბობს?!!!! რესტირნების დამატება უმდა რა რწკონსტრუქცია რის სარბენი ბილიკები!! იმედია მაგ ავანტიურისტს ვინმე გამოსტაცებს კლუბსაც და დინამოს სტადიონსაც!!!!!! ჩვეულებრივი ავატიურისტია!!
gzp
ადგილობრივი არქიტექტორები აღარ არიან? რა უკეთესს გააკეთებს ვიღაც ჩამოყვანილი?
tngh
ეს მხოლოდ სტადიონი არ არის... ეს საქართველოს ისტორიის სასახელო ნაწილიც არის. მახსოვს, როცორ ავრცელებდნენ მავანნი შარშან ჭორებს. თითქოს ბ-ნ რომან ფიფიას სტადიონი უნდა დაენგრია და იქ კორპუსები აეშენებინა. იცით ალბათ ვინც იყვნენ ამ ბინძური ჭორების ავტორნი. წინასწარ მადლობა ბ-ნ რომანს სტადიონის რეაბილიტაციისთვის!!!
Levani
რამდენიც არ უნდა იძახოთ დინამო ესაა,დინამო ისაა- სარბენი ბილიკებიანი სტადიონი მაინც უმარილო საჭმელივითაა. მუღამი იმაშია მაქსიმალურად ახლოს იყო მოედანთან და არა ჭოგრიტით უყურო ჭიანჭველებივით ფეხბურთელებს
იბერიელი
მიხარია რაც ყველაფერი კარგი ხდება დინამოს სტადიონზე,ეს სტადიონი არის საქართველოს ფეხბურთის მეკა , დიდი ხნის ისტორია ახსოვს ამ სტადიონს, ბევრი გამარჯვების ისტორია წინ არის ამ სტადიონზე, გაუმარჯოს საქართველოს, წინ გამარჯვებისკენ ჩვენო ლამაზო სამშობლოვ,
Dato
აქ ხალხი მართლა , უაზროდ დებს კომენტარებს, მთავარია ვინმე გააკრიტიკონ, მე არ გამიგია და თუ ვცდები შემისწორეთ ვინც იცით, ითხოვთ ქურდიანმა გააკეთოს რეაბილიტაციაო , სამშენებლო კომპანია აქვთ ქურდიანებს? თან იმ მასშტაბის რო ასეთი დიდი მოცულობის სამუშაოს გასწბდნენ? თუ ელიავაზე გავლენ და აიყვანენ მუშებს? ან საქართველოში თუა ასეთი კომპანია, რომელიც სპორტული ობიექტების რეაბილიტაციას ეწევა? როგორც ვიცი რეაბილიტაცია ბევრად რთულია ვიდრე ახლის აშენება
ვაჟა მასწავლებელი
იმედია ყველა დასკვნა,წინასწარი შეთანხმება ობიექტურ,სამართლიან და ფეხბურთის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღწეული
მარკი
ქურდიანები გენიოსებია.მათ აშენებულს რეკონსტრუქციას და აღდგენას მათზე უკეთ ვერავინ გააკეთებს.მაგრამ მავანს არ აყობთ ალბათ.ვინაიდან მათი გვერდის ავლა ვერ მოახერხეს ისღა დარჩათ რომ განხილვაში ესწრებოდნენ.ქურდიანებზე უკეთ ვერავინ მოხსნის პრობლემას და იწილო-ბიწილოს თამაშს ბოლო უნდა მოეღოს.ნუ გავაუფასურებთ საკუთარ ინტელექტს აბსურდული ქცევებით.პატივი ვცეთ და დავაფასოთ,როგორც საკუთარი ქვეყნის ღირსება ასევე ამ ქვეყნის პროფესიონალები.ავამაღლოთ ისინი და ამით ქვეყანის ავტორიტეტიც ამაღლდება და ჩვენიც. მხოლოდ ღირსება პროფესიონალიზმთან ერთად გადაგვარჩენს.
მახმუდა
აკი დინამო დაზიანებულიაო?ამ ტვინგაყინულს ვიღაცამ უთხრა აქ კორპუსებს ავაშენებთ და მაყუთსაც მოვღუნავთო,

ქურდიანები რისთვის მიიწვიეს?მათ აშენებულს,მათზე უკეთესად სხვა როგორ აღადგენს?!ამ სტადიონისა, მათ იციან ყველაფერი!ალბათ სტადიონის გადიდებაზე ფიქრიც შეიძლება,მისი თავდაპირველი პროექტის მიხედვით და თანამედროვე საშუალებების გათვალისწინებით.ეს თუ მოხერხდა,გადაკარგულში ახალი სტადიონის აშენების აუცილებლობა გაქრება.
გიორგი
ერთადერთი რაც არუხდება სტადიონს სარბენი ბილიკებია
ewd
ტრიბუნებს ეშველება თურქეთამდე? სარბენ ბილიკებს? გარედან თუ აპირებთ ვიზუალის მიცემას ვინმე ქართველი გენახათ
სიმართლე
რომან ფიფია არის ფულის სიყვარულით ავსებული და ბავშვებს ყიდის კაპიკებში თორე მაგის ადგილზე დინამო ეხლა თავის ადგილზე იქნებოდა ვინმე წესიერის ხელში რო იყოს...
aburjga
რა გერმანელი არქიტექტორები?! ისევ უცხოელები, ისევ ეს ფაშისტების შთამომავლები?! ვინ ხართ კაცო თქვენ, სამშობლო და მშობლიური რამ შეგაძულათ?! ბოლოს და ბოლოს თუ ასე ძალიან გინდათ, რომ უცხოელებმა ასჯერ ძვირად გაგიკეთონ პროექტი (ოტკატებიც უფრო მსუყე იქნება), გამოაცხადეთ ანონიმური საერთაშორისო კონკურსი, ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას და ვინ იცის იქნებ ქართველმა კაცმა, ყველაფერში უნიჭიერესმა გენმა, გაიმარჯვოს და ის ჩვენი არქიტექტორებიც ცოტა სულს მოითქვამენ, დაპურდება იმათი ოჯახები, საცხოვრებელ პირობებს გაიუმჯობესებენ, სამშობლოს სიყვარული და იმედი განუმტკიცდებათ!
პენსიონერი.
"დინამო"-ს ტერიტორიის მაღაზიებს რას უპირებთ. იქნებ დეზერტირების საკოლმეურნეო ბაზარიც გადმოგვეტანა. არც ისე ძალიან შორს არის. იაფი დაუჯდება სახელმწიფოს.
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"ეს ზედმეტად ამპარტავნულად და უპატივცემულოდ მეჩვენა" - რაბიოს დედამ ახსნა, რატომ არ გადავიდა მისი შვილი "მანჩესტერ იუნაიტედში"
გრანიტ ჯაკა პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაშია - სად შეგეძლებათ "ლივერპულის" თამაშის ყურება
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ქართველი მსაჯები ქალთა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე
4.18 მილიარდი - "ჩელსი" ტრანსფერებში ყველაზე მეტს ხარჯავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ოსიმენს სტამბულში დიდებული ანაზღაურება და ცხოვრება ექნება - ნიგერიელის ახალი კონტრაქტის დეტალები
[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
ესპანეთში VAR-ის ახალი წესი შემოდის - ლა ლიგა პირველი ტოპ ჩემპიონატია, რომელიც ამ სისტემას დანერგავს
პსჟ-ის ახალი მეკარე ეყოლება - შევალიე კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება
მაინც იყიდეს - ზაბარნი ხვიჩას თანაგუნდელი გახდება
მამარდაშვილი ხვალ ძირითადში იქნება - რატომ დატოვა ალისონმა "ლივერპულის" საწვრთნელი ბანაკი
ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
[VIDEO] მოურინიოს და მისი ფეხბურთელების ხუმრობა იკარდის პენისის ზომაზე - "გალათასარაის" ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა
[PHOTO] "გირჩევთ, ხვიჩას მსგავსი ნუ იქნებით" - ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ კვარაცხელიას გავრცელებულ ფოტოზე იხუმრა
პსჟ "ფენერბაჰჩეს" მცველს 10 მილიონად მიჰყიდის
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა