United In Focus-ი წერს, რომ „მანჩესტერს“ ფულის ყაირათიანად ხარჯვა მართებს, იაფფასიანი ფეხბურთელების შეძენა სჭირდებათ, რომლებსაც თავიანთი ნიჭის გამოვლენის უნარი გააჩნიათ და ორ თავდამსხმელს ასახელებს - უგო ეტიკიტეს (აინტრახტი) და გიორგი მიქაუტაძეს (ლიონი).

გამოცემა აღნიშნავს, რომ 23 წლის ეტიკიტე ყველას ჩამოწერილად მიაჩნდა, მაგრამ პსჟ-სგან 16.5 მილიონ ევროდ შეძენილმა ტანმაღალმა ცენტფორვარდმა (190 სმ) გასულ სეზონში ბუნდესლიგის 33 მატჩში 15 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა, ახლა კი მისი ღირებულება, 75 მილიონი ევრო ცოტა არ იყოს გადაჭარბებულია.

რაც შეეხება 24 წლის მიქაუტაძეს, ხაზგასმულია, რომ „იუნაიტედის“ სამიზნე უნდა გახდეს, რამეთუ მის ანგარიშზე გასულ სეზონში 47 შეხვედრაში 28 გოლია, რაც შთამბეჭდავი სტატისტიკაა, ერთადერთი ეტიკიტეს სიმაღლის მხრივ ჩამორჩება (176 სმ), თუმცა ეს თამაშში ხელს არ უშლის, ვინაიდან ფიზიკურად ძლიერია, მარჯვეა ორთაბრძოლებში და მეორე სართულზეც ტოლს არ უდებს მეტოქეებს:

„მიქაუტაძე „ლიონთან“ კიდევ სამწლიანი კონტრაქტითაა დაკავშირებული, კარგი სადებიუტო სეზონი ჰქონდა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა კლუბმა transfermarkt-ის სატრანსფერი თანხის (22 მილიონი) სანაცვლოდ გაყიდოს, თუმცა იმასთან შედარებით მაინც ცოტაა, რასაც ფრანკფურტული კლუბი ეტიკიტეში მოითხოვს. ის ფეხბურთელია, რომელსაც კლუბი შეიძენს და იმას მიაღწევს, რაც ეტიკიტემ შეძლო. მოვიდა დრო „იუნაიტედმა“ შუამავლებზე უარი თქვს და თავად აწარმოოს გონივრული ბიზნესი“.

გიორგი
ნათია, ეგაც გეცოდინება, აქაური თუ იქაური ზღაპარია?)))
H
მაგდა გამოდი გიცანით! :))
ნათია
ზღაპრები. იუნაიტედს არანაირი ინტერესი არ აქვს
მიქაუტაძე მოედანს დაუბრუნდა - ქართველმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
კაშიას "სლოვანმა" "ზრინსკის" დამაჯერებლად სძლია
ოფიციალურად - რეშფორდი "ბარსელონას" ფეხბურთელია
18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
გადაწყვეტილება საბოლოოა - პსჟ ბარკოლას არ გაყიდის
"ჩელსი" ხავი სიმონსის შეძენასთან ძალიან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლა შეგვიძლია!" - "ლევადიას" რიგებში "იბერიასთან" მატჩამდე საიმედო განწყობაა
საქართველოს18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრობასკეტი მალტის ძლევით გახსნა
ლევან კორღალიძე: ჩვენი პროგრამა-მინიმუმი გამარჯვებაა
"ნაპოლი" სეზონის პირველ მატჩში მესამე ლიგის გუნდთან დამარცხდა
კაშიას "სლოვანმა" "ზრინსკის" დამაჯერებლად სძლია
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინა ამჯერად 10 ქულით დაამარცხა
ოდიშარიას გარეშე - რფს სახლში "მალმიოსთან" განადგურდა
დონარუმა და ოსიმენი ერთ გუნდში - ნუთუ ეს შესაძლებელია?
პსჟ თუ "ჟირონა"? - სპერციანმა კომენტარი გააკეთა
საზონოვმა ტრავმა მოირჩინა - დარჩება "ტორინოში"?
"ლივერპულის" გეგმა - კიეზას გაყიდვა და მიქაუტაძის თანაგუნდელის შეძენა
"მილანი" ტეო ერნანდესის შემცვლელს "ბრაიტონიდან" ყიდულობს
კეილორ ნავასი კარიერას მექსიკის ჩემპიონატში განაგრძობს
სალაჰი თავის თავს ისტორიაში საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად მიიჩნევს
დაბრუნება ყოფილ გუნდში - ფელიქსი ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას დასთანხმდა