"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა, 2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე 48 საათით ადრე, პირველი მატჩის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა.

29 ივნისს, საქართველოს დროით 20 საათზე ლადო კილასონიას შეგირდები ირლანდიელ თანატოლებს, იტალიის ქალაქ კალვიზანოში, „სტადიო სან მიხელიზე“ შეერკინებიან.

23-კაციან განაცხადში 10 ისეთი მორაგბეა, რომლებმაც 20-წლამდელთა ჩემპიონატზე შარშანაც ითამაშეს. მათგან 9 სასტარტო შემადგენლობაშია - ლუკა თაყაიშვილი, ტარიელ ბურთიკაშვილი, ნუგზარ ქევხიშვილი, ლუკა კეშელავა, გიორგი სპანდერაშვილი, ბაჩუკი ბარათაშვილი, მიხეილ ხახუბია, თემურ წულუკიძე და ანდრო დვალი, ხოლო შოთა ხელაძე მარქაფაშია.

განაცხადში 5 ისეთი მოთამაშეა (2006 წელს დაბადებული), რომლებსაც 20-წლამდელთა ჩემპიონატში თამაში გაისადაც უწევთ - გიგი სირბილაძე, ლუკა ნარსია, მიხეილ შიოშვილი, არჩილ ნოზაძე და თემურ ძოძუაშვილი, სამ მოთამაშეს (2007 წელს დაბადებული) კი კიდევ ორჯერ ეკუთვნის აღნიშნულ ტურნირში თამაში - დათა ახვლედიანი, ნიკოლოზ ჩხორთოლია და დავით ბარამია.

სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ირლანდიასთან მარქაფაში 6 მორკინალი და ორი ხაზის მოთამაშე გვეყოლება.

იტალიაში ჩასვლის შემდეგ, გუშინ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ერთობლივი ვარჯიში გამართეს ავსტრალიასთან, რითაც მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია კმაყოფილი დარჩა:

„ვარჯიშმა ძალიან კარგად ჩაიარა. კარგი იყო ისიც, რომ ავსტრალია სხვა ქალაქშია და 1 საათი გზაში მოგვიწია ყოფნა, რადგან ასე იქნება ირლანდიასთან თამაშის წინაც. იტალიაში ძალიან ცხელა და ამასთან შეგუება გვიჭირს, რადგან საქართველოში მაის-ივნისში უჩვეულოდ გრილი ამინდები იყო. ავსტრალიასთან მოკლე ვარჯიში გვქონდა, როგორც გაყოფილად (ხაზი და შერკინება), ასევე გუნდურად. ვფიქრობთ, რომ თამაშისთვის მზად ვართ. გიორგი ხაინდრავას, დავით ლაგვილავას და ლეონიდე სალდაძის არყოფნა დიდი დანაკლისია, მაგრამ გუნდი შეკრულია, გავლილი გვაქვს როგორც ჩვენი, ასევე მეტოქის თამაშების ანალიზი და ველოდებით 29 ივნისს“.

ირლანდიამ წელს 20-წლამდელთა ექვს ერზე ბოლო ადგილი დაიკავა და კილასონია ფიქრობს, რომ ასეთი ჩავარდნის ფონზე, მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატზე განსაკუთრებულად მოტივირებული იქნება:

„როდესაც ირლანდიასთან და მის მსგავს გუნდებთან გაქვს საქმე, ეს ყოველთვის სახიფათო რამაა. 2023 წლის ექვს ერზე უელსმაც ბოლო ადგილი დაიკავა, მაგრამ სამხრეთ აფრიკაში სულ სხვა სახით წარსდგა. ამ დონის გუნდები მსგავსი ჩავარდნის შემდეგ ძალიან ბევრს მუშაობენ. ირლანდიის პლუსი ისიცაა, რომ წელს უკვე 9 თამაში აქვს ჩატარებული - ორი ექვს ერამდე, 5 ექვს ერზე და ორიც იტალიაში გამგზავრებამდე. ირლანდიის ნაკრები ყოველთვის მაღალი დონის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და ექვს ერზე დაკავებულმა ადგილმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს“ - ამბობს მთავარი მწვრთნელი და განაგრძობს:

„რაც შეეხება 23-კაციან სათამაშო შემადგენლობას, დიდი ხნის წინ გვქონდა გადაწყვეტილი, რომ მარქაფაში 6 მორკინალი გვეყოლებოდა. გადაწყვეტილება იმითაა განპირობებული, რომ ნიკა აბესაძეს თამაში ხაზშიც შეუძლია და შერკინებაშიც. ასე ვარჯიშობდა ის საქართველოში და ასე ივარჯიშა ავსტრალიასთანაც. ასე რომ ამ შემთხვევაში 6|2 ითვალისწინებს 5|3 სცენარსაც“.

„საქართველოს რაგბის კავშირის დამსახურებით, ბოლო ორი წელია 18-წლამდელები წლის განმავლობაში რამდენიმე ძალიან მაღალი დონის ტურნირს თამაშობენ და ეს უზრუნველყოფს მოთამაშეების მალე დაღვინებას. სწორედ ამითაა განპირობებული ის, რომ წელს მრავლად გვყავს 1 და 2 წლით უმცროსი მოთამაშეები. ისინი წელს უკვე აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რაც 20-წლამდელთა ჩემპიონატს სჭირდება“.

2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

გ ჯგუფი. პირველი ტური

კალვიზანო (იტალია). „სტადიო სან მიხელი“. 20:00 (საქ. დრო)

საქართველო - ირლანდია

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);

შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. ლუკა ნარსია (აია), 7. ანდრო დვალი (პერპინიანი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 18. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 20. დავით ბარამია (ტულონი); 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. სანდრო მესხიძე (არმია), 23. ნიკა აბესაძე (ლელო).

Rugby.ge

მოსამზადებელ შეხვედრებში,ამ ნაკრების თამაშებში უფრო მეტად ჩანდა სისუსტეები,ვიდრე წინა ნაკრებებში.ყოველ შემთხვევაში,ისეთ თამაშში საკმაოდ სუსტად გარკვეულ გულშემატკივარს,როგორიც მე ვარ,ასე მომეჩვენა.როცა ნაკლის აშკარად ჩანს,რა თქმა უნდა მის გამოსწორებაზე უფრო ინტენსიურად მუშაობ და ეს მაძლევს იმედს,რომ ეს ნაკრებიც ისევე ღირსეულად გამოვა ტურნირზე,როგორც მისი წინამორბედები გამოდიოდნენ.მთავარი მაინც ფსიქოლოგიური წნეხის დაძლევა და თავისუფლად თამაშია.წარმატებებს ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ,ბოლომდე დაიხარჯებიან.ამ ასაკში მაინც,ჩვენ შეგვიძლია ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ მსოფლიოს პრაქტიკულად ნებისმიერ ნაკრებს და თუ გვაჯობებენ,საამისოდ სრული მობილიზება დასჭირდებათ.წინა ჩემპიონატზე სულ ერთი ლელო დაგვაკლდა საუკეთესო ოთხეულში შესასვლელად და ამის მიზეზი,გამარჯვებისათვის ფსიქოლოგიურად ვერ მზადყოფნა მგონია.ახლა,მაგის გამოცდილებაც გვაქვს და შანსი თუ გვექნა,მაშინდელივით არ ავირევით.ამის დიდი იმედი მაქვს.ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავს,მაგრამ რატომაც არა?!
20 წ. | ცვლილებები რაზმში
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში ბრუნდება!
მიქაუტაძის "ლიონი" ცნობილი ნიდერლანდელი ფეხბურთელის შვილს იმატებს
საქართველოს U16 ნაკრებმა ლატვიაში უკრაინა 95:80 დაამარცხა
"მინდა თოფურიაზე შური ვიძიო" - მაქს ჰოლოუეი
დავით ნოზაძემ და ჯაბა ბაქრაძემ ფიბა-ს FECC-ის სამწვრთნელო პროგრამის სერტიფიკატები მიიღეს
"სპორტინგი" დიოკერეშის შემცვლელს ესპანეთის ჩემპიონატიდან იმატებს
"სრული უაზრობაა, მის განცხადებას არ ვეთანხმები" - მაჰრეზი რონალდოს მოსაზრებაზე
"ერთად ვთამაშობთ, ერთად ვანათებთ!" - სკოპიე 2025 დაიწყო
განშორება ახლოვდება - "გალათასარაი" ოსიმენს "ნაპოლისგან" გამოისყიდის
U20 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა მე-20 ადგილზე დაასრულა
Record: ქოჩორაშვილი ბუნებით ლიდერია და ყველა გააკვირვა
ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
კაპელო: "კვარა" პსჟ-ში სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
კირილე თვაური ერევანში ლატვიასა და ხორვატიის ფინალურ მატჩს მოემსახურება
მამარდაშვილის "ლივერპულის" მორიგი ტრანსფერი - ეკიტიკე კარიერას "ენფილდზე" განაგრძობს
"აიაქსს" ახალი ფორვარდი ეყოლება - კლუბმა გლუხთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია
მადრიდის "რეალს" ახალი კაპიტანი ჰყავს
სამი წამსვლელი და ყველა ისევ იტალიაში - "ნაპოლიში" წმენდა დაიწყო
ინტერესი დიდია, კონკრეტული ქმედება მხოლოდ ამ 2 გუნდს აქვს - გოგლიჩიძის კარიერის გაგრძელების ვარიანტები
შეთანხმება მიღწეულია - მარკუს რაშფორდი კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს
"ნაპოლიში" სწორედ ამიტომ გადმოვედი" - დე ბრუინმა ჟურნალისტებთან თავის არჩევანზე ისაუბრა
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
20 წ. | ცვლილებები რაზმში
U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო - საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან