<p>ლას ვეგასში, UFC 317-ზე, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. ამ გამარჯვების შემდეგ ილია ორი წონის, ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ჩემპიონია.</p> <p> </p> <p>თოფურიამ თავიდანვე აქტიურად დაიწყო და ოლივეირას არანაირი შანსი არ დაუტოვა.</p> <p> </p> <p>ილია თოფურია 2024 წლის თებერვალში ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა. აღნიშნული ტიტული მან ოქტომბერში მაქს ჰოლოვეისთან შეხვედრაში დაიცვა. მიმდინარე წლის თებერვალში ქართველმა განაცხადა, რომ წონის კლების პროცესი მისთვის გართულდა და მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც მხოლოდ სატიტულო ბრძოლას ჩაატარებდა.</p>
ჯაბა
თქვე უმადურებო სხვა ნაკლი რომ ვერ ნახეთ ამაზე დაიწყეთ ლაპარაკი ფუ თქვენი ამიტომაც არის საქართველო ამ დღეში შურიანები და ბოღმიანები რომ არიან ბევრი თურმე რატომ დაარტყა წაქცეულს.... ვაი თქვენს პატრონს
დავით 67-ს
დავით! რამდენი შეთხვევა დაფიქსირებულა,როცა ოქტაგონზე მომკვდარა მონაწილე?
სულ სუდიას ბრალია
ოოჰ, აი თქვენ ხომ გესმით და გეყურებათ პოლიტიკა ან ფეხბურთი ან მორალი ან კიდევ ბევრი სხვა, თუნდაც მედიცინა, რომ ეს სახეობა სპორტი კი არა სადიზმია. პრობლემა ის არის რომ სისასტიკეს ტაშს უკრავთ - მიდი გაუბრტყელე ტატამზე გათიშულ კაცს, ეგერე სჯობს, ის ტკივისაც ვერ იგძნობს, სამაგიეროდ თქვენ იგრძნობთ სიამოვნებას. ოხ სულიავ, რატომ არ დააცადე ჩეჩქვა და არ გვანახე ოლივეირას თავის გაბრტყელება - აგერ გაგებული და გაგონილი ხალხი სიამოვნებას ვერ ჩასწვდა ბოლომდე, ოხ სუდია სუდია!!.
დავით 67
თურმე ნუ იტყვი ბევრი უკმაყოფილოა აქ , რომ ილიამ გათიშულს ჩაარტყა.ამისთვის არის რეფერი, რომელმაც უნდა გააჩეროს ბრძოლა, რომ ცუდი შედეგი არ დადგეს. როდესაც გააჩერა მსაჯმა ბრძოლა მერე ხომ არ დაურტყამს?? ყველაფერს აქვს თავის წესები და ამით უნდა იხელმძღვანელო. გამომივიდნენ აქ მორალისტები. ფეხბურთი და პოლიტიკა ხომ ესმით, ახლა ეს სპორტის სახეობა "აითვისეს ".ყველაზე არ ვამბობ რა თქმა უნდა.
.
ზოგადად არც მე მომწონს სპორტის სისხლიანი სახეობები,მაგრამ რაკი ჩვენები მაინც გამოდიან,მირჩევნია ისევ ჩვენებმა გაიმარჯვონ.მათ ყოველთვის გულვშემატვკივრობ.ამასობაში უკვე საკმაოდ ბევრი ბრძოლები ვნახე და მათ შორის ისეთებიც,სადაც თითქმის ნოკაუტში ჩავარდნილ მებრძოლს სული მოუთქვამს და იქით დაუნოკაუტებია მოწინააღმდეგე.ეს ჩემზე კარგად თვითონ მებრძოლებმა იციან და ამიტომაა, მსაჯის ნიშნამდე რომ არ ჩერდებიან.რა თქმა უნდა ცუდია,მაგრამ ასეა და საამისოდ ყველა მზად უნდა იყოს,მონაწილეც და მაყურებელიც.სულ პირველად გიგა ჭიკაძესთან ინტერვიუ ვნახე.ძალიან მომეწონა,ჭკვიანი,მოაზროვნე ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე და ამ თაბეჭდილების გამო ვუყურე მის ბრძოლას.იმ ბრძოლაში სახის ძვლები ჩაემტვრა,მაგრამ მაინც არ დანებდა,ბოლომდე იბრძოლა და დამარცხების მიუხედავად,ჩემი დიდი პატივისცემა მოიპოვა.მას შემდეგ ჩვენი ბიჭების გულშემატკივარი ვარ.ამ სპორტში ძირითადად ეკონომიურად გაჭირვებული ქვეყნის შვილები გამოდიან,რომლებსაც სხვა არაფრის იმედი აქვთ და საკუთარი თუ სხვისი სისხლის ფასად შოულობენ საარსებო წყაროს.ძალიან არ მომწონს,მასობრივად რომ დაიწყეს მმა-ს სკოლების გახსნა.ეს ძალიან ცუდი სიმპტომია ქვეყნისათვის.ეს ნიშნავს,რომ განათლების დონით,უკვე ფსკერზე დავეშვით და ახალგაზრდობას,თავის გატანის სხვა შანსი თითქმის აღარ რჩება,საკუთარი სისხლის,ჯანმრთელობის გაყიდვის გარდა.საბჭოთა კავშირის დროს,საქართველო ერთერთი ყველაზე ნაკითხი და განათლებული ხალხი იყო მსოფლიოში,მეცნიერების მრავალ დარგში მოწინავე პოზიციებით.„დამოუკიდებლობის“პერიოდში,ქვეყნის გარედან თავსმოხვეული თუ ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური ძალების მიერ,მიზანმიმართულად მიმდინარეობდა ამ ყველაფრის ნგრევა და უკვე იქ მიგვიყვანეს,სადაც ახლა ვართ.უფსკრულში!ეს ამ ბიჭების ბრალი კი არ არის,ქვეყნის უბედურებაა.სხვათა შორის,ჩვენი მებრძოლების აბსოლიტურ უმრავლესობას,არც ადამიანობაში ეშლება რამე,არც კაცობაში,არც ვაჟკაცობაში და არც ქვეყნის სიყვარულში.ყოველ შემთხვევაში,ბევრ ენაწაგდებულ, პოლიტიკაში ჩართულ არარაობებს,დიდ ფორას მისცემენ,ამ ყველაფერში.
დიმიტრი
რუსული არხის ვიდეოს რატომ აჩვენებთ?! , თქვე რუსების პროექტი ხართ, ნაგვებო მუსორა
ვაჟას
გარეთ ქუჩაშიც როცა "ძლიერი კაცებიც" ჩხუბობენ, ყველა აფექტურ მდგომარეობაში არიან და იმიტომაც კლავენ ერთმანეთს და რა გავამართლოთ? ამ ეგ. "წოდებულ სპორტს" არავითარი გამართლება არ აქვს!
ნუკრის
ეგ ნამდვილად არ არის, "ფიზიკურად ძლიერი მამაკაცების სპორტი"! ამ "ძლიერი მამაკაცების" ჩხუბს შევადრი ენერგო ვამპირების საქციელს, სისხლის დანახვაზე დუჟები, რო მოსდით და უფრო და უფრო სისხლი, რომ სწყურიათ! მეტს ვერაფერს დავამატებ!
ვაჟა
ილია მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლია საამაყო კაცი ლეგენდა❤️
ვაჟა
თუ დააკვირდებით ილის ნოკაუტებით მოგებულ ბრძოლებს ის გადამწყვეტ ფაზაში ძალიან განრისხებულია შესაბამისად აფექტის მდგომარეობაშია და ვერ აჩერებს დარტყმებს! მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლი გვყავს და შეეშვით სულელურ კრიტიკას!
ირაკლი ქუთაისელს!
გეთანხმები ძმაო! მეტოქეს სისხლი სდის, ნაღდად ცუდად იყო და კიდევ დამატებით ურტყავს ილია, არაა ეს კაცური! მოჰამედ ალის (იგივე კასიუს კლეის) არც შევადრი არავის!
ნუკრი
ეს არის ფიზიკურად ძლიერი, ამტანი და მებრძოლი მამაკაცების სპორტი. თუ არ მოგწონთ, შეგიძლიათ უყუროთ სპორტულ ცეკვებს, მხატვრულ ტანვარჯიშს, კერლინგს, ან, ბოლო-ბოლო სპორტულ სიარულს მაინც. ჩვენ შეგვარგეთ რაც გვიყვარს.
ირაკლი ქუთაისელი
მუჰამედ ალი იმიტომ იყო პატივცემული ყველგან და ყველასგან , რომ მსგავს სიტუაციაში , როცა მოწინააღმდეგე გათიშული იყო აღარ ურტყამმმმმმმდა. ჩვენ ამჟამინდელ შემთხვევაში კი არ იყო ლამაზი უკვე წაქცეულს და უაზროდ დაღრეჯილს რომ ორჯერ ჩაცხო.
ლუკა
ეგ მომენტი მეც მეჯავრება! გათიშულს პირდაპირ თავში, რო გამეტებით ურტყავს, მაგ დროს ხომ შეიძლება ადამიანი მოკლა?
რის მილოცვა, რა მილოცვა?
ეს არის უსაზიზღრესი სპორტი (ამასაც თუ სპორტი ქვია?) ჯერ დაწყებამდე ერთმანეთს შეურაცყოფას აყენებენ ათასნაირი სალანძღავი სიტყვებით, მერე უკვე ოქტაგონზე ლამის სიკვდილამდე ურტყავენ ერთმანეთს და რაც ყველაზე ამაზზრზენია ნოკაუტით გათიშულს და წაქცეულს, კიდევ გამეტებით ურტყავ?! არა რა? არანაირ ადამიანურ ლოგიკაში არ ჯდება!
.
ამ უსვინდისომ,ოფლიც კი არ გამოუდენია,მანამდე დაამთავრა!გილოცავთ ქართველებო,ვულოცავ ილიას,მაგრამ ასე თუ გააგრძელა,ხალხი ინტერესს დაკარგავს და ბილეთებს აღარ იყიდის.ხუთ რაუნდში იხდიან და ეს ერთსაც არ ჩხუბობს! ხუმრობა იქით იყოს და ასე თუ გააგრძელა ყველას ნგრევა,ორიოდე გამარჯვების შემდეგ,შესაძლოა ეს პრობლემა მართლაც დაუდგეს.მე პირადად,მაგ პრობლემის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და მგონი არც თქვენ. ვიზეიმოთ!
მებრძოლი
ილიასთან რომ მაჩხუბა აუცილებლად დავაგდებ და მოვუგებ. ოღონდ ხელები ზურგს უკან უნდა ჰქონდეს შეკრული და მხოლოდ ერთფეხზე დგომის უფლება ჰქონდეს
Mooshoo
აქ პირადი მოსაზრება არაფერს წყვეტს, მეგობარო. ყველაფერს თავისი წესი აქვს ამ სამყაროში, თვით წესების გარეშე ბრძოლასაც და ამ ბრძოლის წესიც ეგაა, რომ სანამ მსაჯი არ გეტყვის, არ უნდა გაჩერდე, თორემ შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს შენთვის. მსაჯი მანდ მაიკის გასაშრობად არ დარბის, იმისთვისაა, რომ ბრძოლა წარმართოს და საჭირო მომენტში შეწყვიტოს, ხოლო მებრძოლებს ერთი ამოცანა აქვთ - დააფინიშონ მეტოქე. აი მეტოქე დაფინიშებულია თუ არა, ამას მსაჯი წყვეტს და არა პირადი შეხედულებები - ასეთი სპორტია ეს.
!!!
ზოგადად ჩხუბის დროს წაქცეულ და მითუმეტეს გათიშულ ადამიანს არ ურტყავენ, მინიმუმ უღირსობაა. მაგრამ უეფსიში ეგ ჩვეულებრივი ამბავია და საჭიროა რომ დაიზღვიო თავი და სანამ მსაჯი გაგაჩერებს მაქსიმალურად დააზიანო მეტოქე. შეიძლება დაცემის დროს მეტოქე გონზე მოვიდეს, გამოფხიზლდეს და ბრძოლა გააგრძელოს. ამიტომ საჭიროა "კანტროლკა" გაუკეთო.
„კეისარო! სიკვდილისკენ მიმავალნი მოგესალმებით!“
განახლებული კოლიზეუმი ჩვენი დროის გლადიატორებით!
ჯელა
სანახაობა ილო? სანახაობა?რა იყო შე კაი კაცო 2 რაუნდი მაინც გვაყურებინე))) რა დარტყმა აქვს ამ კაცს ესეთი.ყოჩაღ ძმაო.
მირო
სუსტო გული ჰქონია ოლივეირას,მოაწვა ემოციები და გული წაუვიდა😄😄😄
აჰ, გასაგებია თქვეი შეხედულება
ე.ი. წაქცეულ-გათიშულისთვის უნდა ერტყა და ერტყა, ვიდრე მსაჯი არ მოაცილებდა? ძალიან საინტერესოა!
კობუჩი
ეგ უფრო აფექტია. იშვიათებს შეუძლიათ მაგ დროს თავს კონტროლი გაუწიონ
რაბუ
მოვლენაა ილია ამ სპორტში. ასეთი მძიმე დარტყმა და ზედიზედ ასეთი ხალხის მოცელვით ძირს დაგდება მხოლოდ მას შეუძლია.
ჟორა გაბრიჭიძე
რა გეჩქარებოდა ილია, ცოტა გაგეგრძელებია, ჩვენ ხომ გვინდა შენი ჩხუბის ნახვა? თვეობით ველოდებით და წამებში ამთავრებ შეხვედრას. ალბათ მახაჩევმა ალაჰს მადლობა შესწირა, რომ ოლივეირას ადგილზე არ იყო. მაგრამ შემდეგი მაგ უნდა იყოს.
იბერიელი
ვულოცავ მთელ საქართველოს, გაუმარჯოს ერთიანი საქართველოს, გაუმარჯოს ყველა პატრიოტს, გაუმარჯოს ყველა საამაყო სპორტსმენებს, ილია თოფურიას თამადობით, წინ გამარჯვებისკენ ჩვენო ლამაზო სამშობლოვ,
საინტერესოა
ილიამ მაგრად დაანოკაუტა ჩარლზი - ორთაბრძოლაში და ეს მარტივად გასაგებია. მაგრამ, ილიას ერთერთი ზუსტი დარტმის შემდეგ ჩარლზი გაითიშა. თოფურია ფეზე დარჩა, მივარდა და ორჯერ დაარტყა წაქცეულ და გათიშულ ოლივეირას. საინტერესოა თქვენი აზრი - თოფურიას უნდა დაერტყა თუ არ უნდა დაერტყა (თანაც ორჯერ) წაქცეული და გონდაკარგული ჩარლზისთვის? როგორ ფიქრობთ?
გიგო პაპა
გამარჯობის თქმა მაინც გეცლია ილია.)) გილოცავ! ეგ მეჩვიდმეტე და სხვაც მრავალი, ლომო!
Giorgi
ყველას გილოცავთ!🇬🇪❤️
მეგრელი
შემეცოდა ოლივერა, ღირსეული კაცია ეტყობა ილიაზე რა ვთქვა, ცხოველია იმენნა, ოფლი არ წამოსვლია ისე მოიგო
ალექს
მონსტრია! მახაჩევი ვერ დაიმალება მაინც. პედის და ცარუკიანს დააძინებს და მერე ისლამია რიგში, რომელიც ან მიიღებს გამოწვევას ან ჯონსივით იხვად მოინათლება და ისე დაასრულებს კარიერას.
[VIDEO] ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "ბარსელონას" კალათბურთელია
[VIDEO] დამაჯერებლად და ვადაზე ადრე - ლაშა გურულმა "უემბლიზე" ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა!
დღეს ლაშა გურული კრივში მეორე პროფესიონალურ ბრძოლას გამართავს
დავით ნოზაძემ და ჯაბა ბაქრაძემ ფიბა-ს FECC-ის სამწვრთნელო პროგრამის სერტიფიკატები მიიღეს
"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა
U20 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა მე-20 ადგილზე დაასრულა
კირილე თვაური ერევანში ლატვიასა და ხორვატიის ფინალურ მატჩს მოემსახურება
მამარდაშვილის "ლივერპულის" მორიგი ტრანსფერი - ეკიტიკე კარიერას "ენფილდზე" განაგრძობს
"აიაქსს" ახალი ფორვარდი ეყოლება - კლუბმა გლუხთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია
მადრიდის "რეალს" ახალი კაპიტანი ჰყავს
სამი წამსვლელი და ყველა ისევ იტალიაში - "ნაპოლიში" წმენდა დაიწყო
ინტერესი დიდია, კონკრეტული ქმედება მხოლოდ ამ 2 გუნდს აქვს - გოგლიჩიძის კარიერის გაგრძელების ვარიანტები
შეთანხმება მიღწეულია - მარკუს რაშფორდი კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს
[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა
"ნაპოლიში" სწორედ ამიტომ გადმოვედი" - დე ბრუინმა ჟურნალისტებთან თავის არჩევანზე ისაუბრა
გადაიხდიან ამხელა თანხას? - მამარდაშვილის "ლივერპულს" ისაკის შესაძენად სატრანსფერო ფასი დაუსახელეს
ქოჩორაშვილი შეიძლება "სპორტინგის" ლიდერი გახდეს - იულმანს "იუვენტუსში" გადასვლა სურს
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
[VIDEO] დაიწყო - წიტაიშვილმა "მეცში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] დამაჯერებლად და ვადაზე ადრე - ლაშა გურულმა "უემბლიზე" ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა!
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
როდის გამართავს თოფურია მორიგ ორთაბრძოლას - ქართველი ჩემპიონის წარმომადგენელი განმარტავს
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, თოფურიასა და მახაჩევის სუპერ ჩხუბს ვიხილავთ" - დეინა უაითი
"თოფურიას დამარცხება უფრო გამიმარტივდება, ვიდრე ოლივეირასთან"- არმან ცარუკიანი
"ვიცი, რომ ამ ბრძოლის ნახვა ყველას სურს, მაგრამ..." - თოფურიამ პიმბლეტთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა
"რუსეთ-საქართველოს ომზე არაფერი ვიცოდი, ყველაფერი კი ასე დაიწყო..." - პიმბლეტმა თოფურიასთან დაპირისპირების მიზეზი ახსნა