მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში პსჟ-მა "ბაიერნს" 2:0 სძლია, სადაც მიუნხენელთა შემტევმა ჯამალ მუსიალამ ჯანლუიჯი დონარუმასთან შეჯახების შემდეგ კოჭი მოიტეხა და მოედანზე დაახლოებით 5 თვე ვერ ვიხილავთ.

ამ ამბავს დიდი განხილვა მოჰყვა. "რეკორდმაისტერის" ყოფილმა მცველმა რაფინიამ SporTV-სთან საუბარში მოჰყვა, რომ "ბაიერნის" ფეხბურთელები მატჩის შემდეგ პსჟ-ის გასახდელთან მივიდნენ და დონარუმასგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ.

"ბაიერნში" ისეთი ფეხბურთელები არ თამაშობენ, რომლებიც დამარცხებაზე ცუდად რეაგირებენ. მათ ძალიან კარგად ვიცნობ, მაგრამ დიახ, მატჩის შემდეგ ისინი გაბრაზდნენ - მათ სურდათ, რომ დონარუმას ბოდიში მაინც მოეხადა, რადგან დაინახეს, რომ მუსიალას ტრავმა სერიოზული იყო. მატჩის შემდეგ "ბაიერნის" გასახდელში ცხარე დისკუსიები გაიმართა.

მიუნხენელთა ფეხბურთელები პსჟ-ის გასახდელთან მივიდნენ და დონარუმასგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს, რის შემდეგაც რამდენიმე უხეში სიტყვაც კი გაცვალეს. იცოდნენ, რომ იტალიელს გერმანელი განზრახ არ დაუზიანებია, მაგრამ სპორტული ეთიკა ამას მოითხოვს", - თქვა რაფინიამ.

ზაკო
კაცმა მოედანზე განიცადა და იტირა, მერე ბოდიშიც მოუხადა მუსიალას და ბოლოს მუსიალამ თვითონ ინტერვიუში თქვა რომ ფეხბურთში ასეთი რაღაცეები ხდებაო და დონარუმა არც დაუდანაშაულებია და ჭორიკნული ნიუსები საიდან მოგაქვთ ამ საიტზე
კოტე
საინტერესოა, ბაიერნის ფეხბურთელებს, ახლანდელებს და ძველებს, არ უნახავთ გერმანია-საფრანგეთის ნახევარფინალი 1982 წლის? ცხოვრებაში არ მინახავს ამაზე უფრო უხეში ჯარიმა, რაც მაშინ შუმახერმა გააკეთა და ახლა დონარუმას რა ნამუსით ადანაშაულებენ
Jokoს
Თუ დონარუმა რაიმე ბრალში იყო რატომ არ დანიშნეს პენალტი?
საფონოვი
დონარუმა დასახვრეტია. მიქაუტაძეზეც ცუდად გაიწია მახსოვს. გასაგდებია და მე უნდა ვიყო კარში.
გიგო
რამდენიმეჯერ ვუყურე ამ მომენტს და მუსიალას ბრალი უფრო იყო, ვიდრე დონარუმასი. მველი ბურთსაა გადაფარებული, მეკარე ჩაწვა ბურთის გზაზე და შენ სად ხტები ასე გამეტებით? ბურთი რომ მას ჰქონოდა კიდევ ჰო.
პეტუხი კრიშტიანუ
დავაპლიუსე,მაგრამ სტალინისთვის მინუსი გეკუთვნის!
Joko
ისეთი კომენტარება მალე ალბათ იტყვით თავისით მოტყდა ფეხი დონარუმა არშეხებიაო. არავინ ამბობს რო ჯიჯიმ ძალით მოტეხა ფეხი მარა როცა თუნდაც არაგანძრახ მიაყენე ესეთი ტრავმა მემგონი სწორია რო ბოდიში მაინც მოუხადო.
სტალინი
საშინელებაა ზოგჯერ სპორტის ბევრი სახეობა და განსაკუთრებით ფეხბურთი თავისი ტრავმიანობით. 1992 წლის ევროს ნახევარფინალში ჰოლანდიელ მარკო ვან ბასტენთან ბრძოლაში, დანიელ მცველ ჰენრიკ ანდერსენს მუხლის კვირისტავი ამიუვარდა https://www.youtube.com/watch?v=aApJXiNF8SU. სულისშემძვრელი იყო ფეხბურთელის სასოწარკვეთილი ყვირილი პირდაპირ ეთერში და მისი დამახინჯებული მუხლის ყურება. ანდერსენი ფეხბურთს მხოლოდ 1 წლის შემდეგ დაუბრუნდა და 5 წელი კიდევ ითამაშა გერმანული "კიოლნი"-ს შემადგენლობაში. ეს კიდევ იოლი შემთხვევებია. რომ არაფერი ვთქვათ ფეხბურთელების ბოლოდროინდელ სიკვდილიანობაზე პირდაპირ მწვანე მინდორზე(ასევე დანიელი კრისტიან ერიქსონი ევრო 2020-ზე კიდევ კარგა გადარჩა), განსაკუთრებით საშინელი რუსი ვარსკვლავის ანატოლი კოჟემიაკინის სიკვდილი იყო. მართალია ეს საფეხბურთო მოედანზე არ მომხდარა, მაგრამ ამის წარმოდგენაც კი ადამიანურ გამძლეობას აღემატება. დღეს ამ ფეხბურთელის სახელი არავის ახსოვს, მაგრამ თავის დროზე კოჟემიაკინი ოლეგ ბლოხინთან ერთად საბჭოთა ფეხბურთის ყველაზე უფრო პერსპექტიულ ახალგაზრდა ვარსკვლავად ითვლებოდა. მისი სიცოცხლე 22 წლის ასაკში საშინელი უბედური შემთხვევით დასრულდა. მეგობარ დეხბურთელთან ერთად ლიფტში გაიჭედა, მეგობარმა გამოძრომა მოახერხა. ტოლიკა თურმე ფეხს ითრევდა და მიზეზად ახალ ჯინსებს იმიზეზებდა, შემკეთებლებს დაველოდებიო. ბოლოს კი მასაც გადაუწყვეტია გაჩერებული ლიფტიდან გამოსვლა და როდესაც ფეხები უკვე გარეთ ქონია, ლიფტიც მაშინ დაძრულა.... მეგობარი უკვე დაბლა იყო, როდესაც არაადამიანური კივილი გაუგია. ფეხბურთელი თავისი თვალებით უყურებდა როგორ აცლიდა ფეხებს ბარძაყებში დაუნდობელი მექანიზმი და შიშისგან გული გასკდომია. აღმწერნი წერენ თუ საშინელი ტკივილისგან როგორი დამახინჯებული სახე ქონდა მიცვალებულს და ისე დაკრძალეს მხოლოდ ახლობლებმა თუ ნახეს. ამიტომ, გამოჯანმრთელება ვუსურვოთ მუსიალას და ჯანმრთელობა ყველა ფეხბურთელს, რომლებიც ამ ლამაზი და ტრავმასაშიში თამაშით ასეთ სიამოვნებას გვგვრიან.
მალხაზ ჯობავა
დონარუმა რომ ცალთვალა დატოვეს კინღამ, მაი რა იყო. ან ნოიერმა რო გაუშვა, ის კაი ფეხბურთელი ლეჩკომბინატში, მაშინ როგორ იყო?
სვანსკი
მუსიალა თავად შეეტენა მას დაკარგული ჰქონდა პოზიციები
zura222
ვაა მეტლახის დაგებაც ხომ არ მოსთხოვეს ალიანს არენის გასახდელში ? დონარუმა არაფერ შუაში არ იყო უფრო პაჩო იყო "დამნაშავე" კორპუსი რომ ჩაუდგა მაგრამ წესების დაცვით. ყველაზედიდი დამნაშავე იქ მუსიალა იყო დაკარგულ ბურთზე თავგანწირულად რომ წავიდა
დავით 67
რაღა ბოდიში, კაცმა ისე განიცადა, მეგონა მეორე ტაიმში შეცვლიდნენ. ბავარია წაგების გამო გაბრაზდა. ეგ არის და ეგ
გიგო პაპა
ფეხები არ მოჭამონ დონარუმას და არ გადაუღუნონ კიდევ. წესების სრული დაცვით ითამაშა და სად ეტენებოდა მუსიალა? არც ბოდიშია პრობლემა, დაეცადათ, იქნებ იხდიდა კაცი? გაბლატავებულები არიან ეტყობათ.
"ტორინოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს - რა შეიცვლება საზონოვისთვის?
"სპორტინგი" მზადაა ქოჩორაშვილი გაასხვისოს - ფასიც დასახელდა
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
[VIDEO] 46 წლის შემდეგ პირველად - აშშ-მ ოვერტაიმში კანადა დაამარცხა და ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
"შტურმმა" მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები
[VIDEO] "ელ კლასიკო" მთელი თავისი დიდებულებით - "ბარსელონამ" სუპერთასის ფინალში "რეალი" დაამარცხა
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
"ფლიკი მუსიალას ტრანსფერზე ოცნებობს" - ესპანური გამოცემა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
"ამას მართლა ფიქრობთ?" - რაფინიამ კრიტიკოსებს უპასუხა
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] არაფერი განსაკუთრებული - "ბაიერნმა" ბრემენში გაისეირნა
[VIDEO] კეინის 90 და აკიდებული პენალტი - "ბაიერნმა" კინაღამ 3:0 გაანიავა
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ" - ლუის ენრიკემ შეგირდი შეაქო
[VIDEO] რაფინიამ "ბარსელონა" გააბრწყინა - იქნება ფინალში "ელ კლასიკო"?
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა