მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ იტალიასთან (19:19) დასანან ფრეს მიაღწია.

„ბორჯღალოსნებმა“ ამ თამაშამდე აქტივში 2 ქულა ჩაიწერეს. ორივე ირლანდიასთან ბოლოს მოპოვებული ქულებია. დღევანდელ თამაშში კი აუცილებლად ან ბონუს ქულით (მინიმუმ 4 ლელოს დადებით), ან მინიმუმ 16-ქულიანი სხვაობით მოგება გვესაჭიროებოდა, რომ მეხუთე-მერვე ადგილებისთვის საბრძოლ ნახევარფინალში მოვხვედრილიყავით. ეს ვერ შევძელით, მაგრამ ბიჭებმა როგორც იბრძოლეს, ეს ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას.

ქალაქ კალვიზანოში, „სტადიო სან მიხელზე“ შეხვედრა არეულად დაიწყო: პირველ 10 წუთში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომას. ჩვენების მიერ დაშვებული შეცდომა კი გარდამტეხი აღმოჩნდა: მე-12 წუთზე გუნდის კაპიტანი ანდრო დვალი იტალიელთა მიერ უკვე ჩამოყალიბებულ რაქში შევიდა და უნებლიედ მხრით მეტოქის თავთან კონტაქტი გააკეთა, რის გამოც იაპონელმა მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა!

14 კაცით დარჩენიდან მალევე ლელო გავუშვით: მარჯვენა ფლანგზე ჩათამაშებული ბურთის შემდეგ გარემარბი ფედერიკო ზანანდრეა ვერავინ შეაჩერა. მიუხედავად ამისა, დარჩენილ წუთებში ბიჭებმა მაგრად იბრძოლეს, მეტწილად მეტოქის ნახევარზე გაატარეს წუთები, შერკინებაშიც დავჯაბნეთ მასპინძლები და 33-ე წუთისკენ მოლიდან ანგარიში ხახუბიას მიერ ჩათვლის მოედანში დადებული ბურთით გავათანაბრეთ. იტალიელებმა ამის მერე შემოგვიტიეს და ოთხიოდე წუთში მათმა რვა ნომერმა ნელსონ კასარტელიმ დაგვალელოვა. იტალიელთა ეს ლელო, წინისაგან განსხვავებით, გარდასახული აღმოჩნდა. 5:12 - პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში შევუტიეთ, ბევრჯერ დავაჯარიმეთ მეტოქე და რიცხობრივი ბალანსის აღდგენის შემდეგ სპანდერაშვილმა დადო ლელო. თაყაიშვილმა გარდასახვით გაათანაბრა. ამის შემდეგ დაცვაშიც და შეტევაშიც დავუშვით შეცდომები, რასაც მასპინძლების მასიური შეტევა მოჰყვა, ერთი პერიოდი 13 კაცითაც კი დავრჩით 15-ის წინააღმდეგ, მაგრამ გარდამტეხი ბოლო 20 წუთის თავში მოვახერხეთ და იტალიელთა შტურმი მოვიგერიეთ.

ამის შემდეგ იტალიასაც გაუძევეს კაცი, რა დროშიც გაჭირვებით ვცდილობდით შეტევის წარმოქმნას და საბოლოოდ, 79-ე წუთზე მიხეილ შიოშვილის პირადი სოლო-რეიდით ვიხეირეთ: მოიშორა ერთი კაცი და გარშემო მყოფი 5-6 იტალიელი მორაგბიდან ვერცერთმა ვერ შეაჩერა.

უპირატესობა კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მალევე გავანიავეთ: მე-80 წუთზე საკუთარი რაქიდან დასანანად გამოგვივარდა ბურთი და ლელო გავუშვით, დასანანი იყო, თუმცა ვიდეო რეფერიმ გადახედა მომენტს და იტალიის 11 ნომერი თამაშგარეში ყოფილა! ანგარიში შენარჩუნდა და ჩვენ ლელოზე წავედით! ჯიქურ მთელი სამი წუთი ვუტევდით, მაგრამ ბურთი დავკარგეთ და იტალიაც ჯიუტად წამოვიდა. ერთ მომენტში ლამის ჩავჭერით კიდეც მათი პასი, მაგრამ მალევე რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და ათიანმა ტოდარომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა...

ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს მეცხრე ადგილისთვის ბრძოლაში, რომელიც 14 ივლისიდან დაიწყება!

შემადგენლობები:

საქართველო

შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. გიორგი არძენაძე (ბათუმი), 7. ანდრო დვალი (პერპინიანი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი)

ხაზი: 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი), 10. გიორგი სირბილაძე (ლელო), 11. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 13. სანდრო მესხიძე (არმია), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი)

სათადარიგო: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 18. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 20. დავით ბარამია (ტულონი), 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. დათა ახვლედიანი (ლელო), 23. ნიკა აბესაძე (ლელო)

მთავარი მწვრთნელი: დავით კილასონია

იტალია

შერკინება: 1. საშა მისტრული, 2. ნიკოლო მიკელე კორვასკე, 3. ნიკოლო ბოლონინი, 4. მატია მიდენა, 5. ენოქ ოპოკუ-გიამფი, 6. ჯაკომო მილანო(კაპ.), 7. ანტონი იტალო მირანდა, 8. ნელსონ კასარტელი

ხაზი: 9. ნიკოლა ბენი, 10. რობერტო ფასტი, 11. ფედერიკო ზანანდრეა, 12. რიკარდო კასარინი, 13. ედუარდო ტორადი, 14. ალესანდრო დრაგო, 15. ჯანმარკო პიეტრამალასათადარიგო: 16. ალესიო კაიოლო-სერა, 17. სერჟიო პელიკოლი, 18. ლუკა ტრევისანი, 19. სიმონე ფარდინი, 20. პიერო გრიტი, 21. კარლო ანტონიო ბიანკი, 22. ლუკა როსი, 23. რიკარდო იოანუკი

მთავარი მწვრთნელი: ბერნარდო ტურადი

მსაჯი: კაცუკი ფურუსე(იაპონია)

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ცოტნე ლომსაძემ

დღეს ზელანდია-ირლანდიის ჩანაწერი ვნახე.პირველ ტაიმში 7 ლელო დადეს,ორივე მხრიდან და სულ ორჯერ გაუვარდათ ხელიდან ბურთი და ორივეჯერ ზელანდიელებს.მათ შორის პირველი,მხოლოდ 35 წუთზე,როცა მიწიდან ამხტარ ბურთზე ირლანდიელმა ჭიდაობა დაუწყო და ხელში დაჭერა არ დააცადა,მეორედ კი,ჩათვლის მოედნიდან ნახევარ მეტრში,წაქცევისას ბურთის ამოგდება რომ უნდოდა და ხელიდან გაუვარდა.ჩვენ რაღა დამბლა დაგვეცა?ცხადია,რომ ესეც სწავლადია და მათ კარგად აქვთ ნასწავლი,ჩვენ კი,ისე რა დონეზე ცოტა უფრო ნაკლებად.
ერთი უხერხული კითხვა
ყველგან და მუდამ რომ ვართ ბარათებით წითლად-ყვითლად დახუნძლული, კითხვა მაქვს, ერთი, კი მერიდება მაგრამ მაინც უნდა დავსვა... ნეტავ ვისი ბრალია? რომ ხარ მწვრთნელი და რომ ხედავ ამ გარანტირებულ პრობლემას (აუტის არ იყოს, თუმცა აუტზე უარესი რომ არის) - რას აკეთებ? არ მუშაობ ეტყობა სწორად. ე ბიშო ჩააბი რომელიმე მსაჯი და ჩაუტარე ახალგაზრდებს ყბადაღებული "თრეინინგი" - განსაკუთრებით ამ უხეშობაზე.
ოღრაში მესი
ჩემი გამოთვლით 98 % გამოვიდა...ლოგარითმული სახაზავით დავთალე და ნაღდად ზუსტი ქინება? თქვენ რაზე დათვალეთ? ჩოთქზე?

დასაწყისში კვლავ ძალიან იოლად დავადებინეთ ლელო,მაგრამ მთლიანობაში,გაცილებით უფრო დალაგებული დაცვა ვითამაშეთ.ტექნიკურ უნარეში კვლავაც მრავალი წუნი გვქონდა,ამის გამოსწორება ერთ და ორ დღეში შეუძლებელია,თუმცა ამ თამაშში ბიჭებისათვის საყვედურის მიცემა,უნამუსობა იქნება.სტატიის პირველ აბზაცში სწერია,საქართველომ დასანან ფრეს მიაღწიაო.რას ჰქვია მიაღწია?დრო უკვე გასული იყო და 19-12 ვიგებდით,გადააგდე ბურთი და თამაში მოგებულია.ასე რომ მანდ დასანან ფრეს კი არ მივაღწიეთ,არამედ გამარჯვება დავკარგეთ.დავკარგეთ და არც მანდ გვაქვს რაიმე სასაყვედურო ბიჭებისათვის.ფრეს და 7 ქულით მოგებას,სატურნირო მდგომარეობაში დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.აი კიდევ ერთი ლელოს დადება კი,ჯგუფში მეორე ადგილზე გაგვიყვანდა და გარისკვად ნამდვილად ღირდა.მეტოქის 22-ში ბურთი კინაღამ ჩავჭერით,რასაც დიდი ალბათობით ლელოც მოჰყვებოდა,მაგრამ არ გაგვიმართლა და საბოლოოდ აქეთ მივიღეთ ლელო.ეს გამართლებული რისკი იყო,თუმცა მანამდე რაქიდან ბურთის ამოსაღებად არავინ წავიდა და იტალიელებმა ამოიღეს,რასაც მათ შეტევა მოჰყვა.დაღლილობის მიუხედავად,ამის დაშვება,მაინც გამორიცხული უნდა ყოფილიყო.ამ ტურნირზე არავინ ვარდება და ალბათ სჯობდა,გუნდს უფრო მეტად შემოქმედებითი,შემტევი რაგბი ეთამაშა.თუ ქვეყანაში უფრო მეტი ტექნიკური,ფანტაზისტა ბიჭები არ გვყავს,მაშინ ბავშვთა რაგბიში სერიოზული გარდაქმნებია საჭირო. ამ თამაშს ფრედ არ ვთვლი,ჩვენ გავიმარჯვეთ 14 კაცის შემადგენლობით და ბიჭებს მადლობას ვუხდი ამ თამაშისათვის.რასაც აქ კრიტიკულს ვწერ,ეს მათი კი არა მათი მწვრთნელების კრიტიკა უფროა,რომლებმაც უფრო ადრეულ ასაკში დააკლეს ის,რასაც უფრო დდ ასაკში უკვე ვეღარ,ან ძალიან ძნელად და ისც ნაწილობრივ აინაზღაურებ.ბავშვებმა რაგბი უნდა ითამაშონ და არა აუცილებლად გაიმარჯვონ.გამარჯვებები უკვე ზრდასრულ ასაკში ხდება მნიშვნელოვანი,მანამდე კი,ისწავლე რაგბის ტექნიკა,განივითარე შენი ინდივიდუალური უნარები,თავისებურებები და მოემზადე დიდ რაგბში შესასვლელად.
პეტუხი კრიშტიანუ
იქეთ,ბაყაყიჭამიებმა გადაუარეს არგენტინას,მაგრამ ოთხი ლელო დაადებინეს,პრემიალური ააღებინეს და შარშანდელი ჩემპიონი ჩატოვეს!
პეტუხი კრიშტიანუ
რაგბიში როცა ფრე მთავრდება 100-დან 99 ნაყომარებია!
ქორ-პარიკმახერი
აუ რა იომეს ბიჭებმა, იყო შანსი მაგრამ არ გამოვიდა სასწაულის გაკეთება. მწვრთნელის ვინაობა ჩაასწორეთ ადმინ!
გუგა
ვითომ ძალიან აუცილებელი იყო მატჩის დასაწყისში გაძევება? მე მგონი ყვითელი საკმარისი იქნებოდა.
მამუკა
სტატიის დასაწყისშივე წერია ანგარიში 19:19
შაკო
წარმატებები ჩვენს ბიჭებს და წარმატებები ცოტნეს
მძლეთამძლე
ვერ გავდიოდით, ბურთების შეფარდება უკეთესი ჰქონდათ.
მადლობა დაწვრილებით მოწოდებული ინფორმაციისათვის, მაგრამ
ანგარიში ?! ----------- პ.ს. პრინციპში, გამოანგარიშებაც შეიძლება . :)
beeq.777
თუ ირლანდიასთან ურთიერთშეხვედრებით არ დაითვლებოდა და მიღებული გაშვებული ბურთებით მაშინ 19-12 დამთავრების შემთხვევაში მეორე ბადეში გავდიოდით.
კახა
ყოჩაღ ბიჭებს თავდადებულად იბრძოლეს ბოლომდე
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიისთვის 41 მორაგბე ემზადება
20 წ. | ცვლილებები რაზმში
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
sdgdsg
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
ქართველი მსაჯები ქალთა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე
4.18 მილიარდი - "ჩელსი" ტრანსფერებში ყველაზე მეტს ხარჯავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ოსიმენს სტამბულში დიდებული ანაზღაურება და ცხოვრება ექნება - ნიგერიელის ახალი კონტრაქტის დეტალები
ესპანეთში VAR-ის ახალი წესი შემოდის - ლა ლიგა პირველი ტოპ ჩემპიონატია, რომელიც ამ სისტემას დანერგავს
პსჟ-ის ახალი მეკარე ეყოლება - შევალიე კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება
მაინც იყიდეს - ზაბარნი ხვიჩას თანაგუნდელი გახდება
მამარდაშვილი ხვალ ძირითადში იქნება - რატომ დატოვა ალისონმა "ლივერპულის" საწვრთნელი ბანაკი
ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
[VIDEO] მოურინიოს და მისი ფეხბურთელების ხუმრობა იკარდის პენისის ზომაზე - "გალათასარაის" ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა
[PHOTO] "გირჩევთ, ხვიჩას მსგავსი ნუ იქნებით" - ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ კვარაცხელიას გავრცელებულ ფოტოზე იხუმრა
პსჟ "ფენერბაჰჩეს" მცველს 10 მილიონად მიჰყიდის
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
გაჰყიდის თუ არა "სპორტინგი" იულმანს და რატომაა ეს ქოჩორაშვილისთვის მნიშვნელოვანი?
პსჟ-ს დონარუმას გამო სერიოზული პრობლემა აქვს - ვინ შეიძლება შეცვალოს იტალიელი?
მარინა შალამბერიძემ ანდორაში ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩი იმსაჯა
"ჯერ არ გადაგვიწყვეტია" - ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე მონაწილეობასთან დაკავშირებით