კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტორპედომ“ საკუთარ მოედანზე „ორდაბასი“ 4:3 დაამარცხა.

მასპინძლები 30-ე წუთზე იონსენმა დააწინაურა, სტუმრებმა მალე შეძლეს ორი გოლი გატანა, კომპენსირებულ დროში კი დებიუტანტმა სიმიჩმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა.

69-ე წუთზე ჩაწოდებული კუთხურისას ჩვენი გუნდის დაცვამ შეცდომა დაუშვა და ტურსუნბაიმ გოშაძის კარი დალაშქრა. თუმცა მალე იონსენმა დუბლი შეასრულა და თანაფარდობა აღადგინა. ბოლოს „ტორპედო“ იერიშებზე გადავიდა, იონსენს გატანა მცველმა არ დაანება, ღუდუშაურს მეკარემ, კომპენსირებულ დროში სიმიჩმა კუთხურიდან მამუჩაშვილის ჩაწოდებულ ბურთს მეტოქის კარში მიუჩინა ადგილი და გავიმარჯვეთ.

საპასუხო შეხვედრა 17 ივლისს შიმკენტში გაიმართება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“

ტორპედო - ორდაბასი 4:3

გოლები: 1:0 იონსენი (30), 1:1 კაპეცანე (32), 1:2 იმნაძე (35), 2:2 სიმიჩი (45+2), 2:3 ტურსუნბაი (69), 3:3 იონსენი (79), 4:3 სიმიჩი (90+4)

ტორპედო: გოშაძე, ვარლეი, კვირკველია, ნადარაია, სიმიჩი (მანე 90+6), ბასილაძე (ღუდუშაური 66), მამუჩაშვილი, ითრაქი, ბიძინაშვილი (კოხრეიძე 66), პირესი, იონსენი (ანდრიჩი 84)

გენა
რაძივალკიდან სასტავში
ტორო
გუნდი ხვალვე თუ გაფრინდება ყაზახეთში უმჯობესია. დრო რომ ჰქონდეთ აკლიმატიზაციის გასავლელად
თავადი
გუშინწინ ჩამოვფრინდი ყაზახეთიდან, არანორმალური სიცხეებია, ძალიან მშრალი და ცხელი ჰაერია. რა თქმა უნდა გამიხარდება ნებისმიერი ქართველი გუნდის წარმატება, მაგრამ, უეჭველი ვიცი რომ ძალიან მაგრად გაუჭირდებათ თამაში.

გამარჯვება რა თქმა უნდა კარგია და ვულოცავ ტორპედოელებს,მაგრამ ანგარიში ძალიან სახიფათოა.ყაზახეთის სიცხეში ძალიან გაგვიჭირდება თამაში.გავუძლებთ იქაურ სიცხეს?წინა ჯერზე,მათთან ორივე თამაში წავაგეთ და ქვეყნის კოეფიციენტისათვის ეს გამარჯვებაც საქმეა.განმეორებით თამაშში კი ბრძოლა იქნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.რა თქმა უნდა იქაც წარმატებულ გამოსვლას და მომდევნო წრეში გასვლას ვუსურვებ ტორპედოელებს.იბერიასგან გასვლით მატჩში ალბათ დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს,ძალიან საგრძნობი იყო,კლასში და თავდაჯერებულობაში სხვაობა,სპაერს ბევრს ვერაფერს მოვთხოვთ და ისევ გორის დილას მოსაპოვებელი იქნება,თუნდაც რაღაცა ქულები,რომელიც საშუალებას მოგვცემს,კიდევ უფრო არ ჩავიძიროთ,კოეფიციენტების ჭაობში.
დავითი
გოშაძე რაზძივალკიდან რო უშვებს გოლებს რატო დგას სასტავში ასეთ მნიშვნელოვან დროს! სადაა ის მაგარი მეკარე კლაიჩი?
მეზღვაური
მეც ასე ვფიქრობ.ყოჩაღ ტორპედოს რომ არ წააგეს და ბოლომდე იბრძოლეს,მაგრამ ჩემი აზრითაც ამ წყვილის ფავორიტი მაინც ორდაბასია. ფაქტია 1-2 მომენტის გარდა დანარჩენი 3ვე შეტევა მათი გოლით დასრულდა.აი დვალი ან მისი კალიბრის ცენტრ.მცველი დახატავდა ტორპედოს.
იბერიელი
მეგობრებო ყველას გილოცავთ, ქუთაისელებო მჯეროდა თქვენი გენაცვალეთ,აი ტორპედო, ყველა პესიმისტურ ხალხს გილოცავთ, მჯერა შიმკენტშიც მოიგებს ტორპედო,
გიორგი
დაცვა ნოლი
გიორგი
საშინელი დაცვა ტორპედოს შესრულებით. კვირკველიამ ვერ ხვდება რომ აღარ შეუძლია თამაში. ყაზახეთში დიდი ანგარიშით დავმარცხდებით. ფაქტია
toy
კვირკველიას თუ არ დააყენებენ ეგება გავიდნენ.
MINDIA
ძალიან გამეხარდა ტორპედოს მოგება. წარმატებები ყველა ქართულ კლუბს.
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] საქართველოს ჩემპიონატი სენსაციით დაიწყო - დებიუტანტის გამარჯვება ქუთაისში სუპერგოლით!
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1:0 იბერია 1999. როცა ჩემპიონი 9 კაცით დარჩა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
"ორდაბასის" მწვრთნელი: უნდა ვიგლოვოთ - უფალმა "ტორპედოს" შემდეგ ეტაპზე გასვლა გადაწყვიტა
სენსაცია და დრამა - რატომ ციტირებს ყაზახური მედია Sportall.ge-ს?
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს