მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პსჟ „ჩელსისთან“ 0:3 დამარცხდა.

მატჩი ლონდონურმა გუნდმა აქტიურად დაიწყო და პირველი მომენტიც შექმნა, მაგრამ პალმერმა ბურთი მიზანს ოდნავ ააცილა. აქედან მოყოლებული უპირატესობას პსჟ დაეუფლა, დუეს მიეცა შანსი, თუმცა გადაცემა ჰაკიმის გაუკეთა და კუკურელიამ დაძაბულობა განმუხტა. შემდეგ დუეს გატანა მეკარე სანჩესმა არ დაანება. მერე რვაწუთიან ინტერვალში პალმერმა დუბლი შეასრულა და „ჩელსი“ 2:0 გავიდა წინ. მარესკას შეგირდები უფრო მწვავედ მოქმედებდნენ, სწრაფი კოტრიერიშებისას წელავდნენ პარიზელთა დაცვას, უფრო სახიფათონი იყვნენ და პედროს მესამე გოლიც ლოგიკური გახლდათ, რომელსაც პასი პალმერმა გაუკეთა. კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე აქტიურობდა, გიუსტომ მასთან ბრძოლაში ყვითელი ბარათი მიიღო. აღსანიშნავია, რომ გიუსტოს ჩალობა კარგად აზღვევდა, ხოლო დემბელე საერთოდ გამოთიშული იყო თამაშიდან.

მეორე ტაიმში „პარი სენ ჟერმენმა“ ერთი პერიოდი ზეწოლა გააძლიერა: ხვიჩა გიუსტოს გაექცა, მისი დარტყმული ბურთი სანჩესმა უხერხულად მოიგერია, დამატებაზე კი პარიზელთაგან არავინ აღმოჩნდა. ცოტა ხანში დემბელეს სამიოდ მეტრიდან მეკარემ არ გაატანინა. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ 58-ე წუთზე „კვარა“ ბარკოლათი შეცვალა. ლონდონელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ დელაპს ორჯერ დონარუმამ აჯობა. პსჟ-ს ფეხბურთელებს ნერვიულობა დაეტყოთ, ხშირი გახდა შეხლა-შემოხლა, 85-ე წუთზე ნევეშმა კუკურელიას თმაზე მოქაჩა და მსაჯმა გააძევა. ეგ იყო და ეგ.

ერთი სიტყვით, ამ კონკრეტულ შეხვედრაში უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა და გუშინ "ჩელსის" ფეხბურთელების გაკეთებული თამამი განცხადებები გამართლდა.

ისტ რატერფორდი. „მეტლაიფი“

ჩელსი - პსჟ 3:0

გოლები: 1:0 პალმერი (22), 2:0 პალმერი (30), 3:0 პედრო (43)

გაძევება: ნევეში (84, პსჟ)

დიკო
ყველაზე მთავარი__ვიტინიას ფეხი არ გაატოკიეს,პსჟ "ტვინის"გარეშე დარჩა და ამიტომ ვერ იწყებდა ხეირიანად შეტევებს,დამატებული გადაღლა,მიტივაციას არ ეტყობოდათ მაინცდამაინც ჩელსიმაც ისარგებლა თავისი შანსებით,რაც საბოლოოდ აისახა შედეგში.პირველ ტაიმში მესამე ბურთი რომ არ გაეშვა,ან გაექვითა პარიზელებს,კიდევ რჩებოდა შანსები,ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა პრაქტიკულად!
ჟორა
რატომ არ უნდა წასულიყო? შენ რა მეგობარო, მსოფლიოში მეორე გუნდობა "პაზორი" გგონია?
გიო
შანსი იყო 5:0 მოეგო ჩელსის და ინტერის ჯავრი ეყარა იმდენი მომენტი აფუჭეს
სერგო
ყველა-ყველა,მაგრამ კვარა რამ გადაღალა ისაა საინტერესო-გუნდში სულ რამდენიმე თვის წინად მივიდა,როდესაც პსჟ უკვე ფაქტიური ჩემპიონი იყო და ჩ/ლიგის პლეიოფშიც გასული,საფრანგეთის თასზე არაფერს ვამბობ-იმდენად არაკონკურენტული და უინტერესო ტურნირია, ხოლო სეზონის ნაპოლის მონაკვეთი,როგორ ჩაატარა კი იცით-ევროტურნირებზე საერთოდ არ მონაწილეობდა, ჩემპიონატში კი როცა ათამაშებდნენ იქაც-ჩემოდანზე მჯდომის განწყობით. გადაიღალა კი არა ისე ითამაშა როგორც ყოველთვის, უბრალოდ, თვითონ პსჟ-მ ვეღარ იფრინა-გაშიფრეს მისი ტაქტიკა და კვარაც ჩაქრა, თანაც რომელ გადამწყვეტ დიდ თამაშს გაიხსენბთ,რომ ის პირველი სკრიპკა იყო. ნაპოლიში იყო და საჩემპიონო სეზონში,როდესაც გუნდი სასწაულებს ახდენდა კვარაც თამაშიც თვალში საცემი იყო, შემდეგ გუნდი გადააწყვეს და მის გარშემო დაიწყეს ახალი ბირთვის შენება, მაგრამ ვერ გაქაჩა და ჩემპიონი გუნდი ლამის სერიადან გავარდა-მე-10 ადგილი. შემდეგ მაშველი რგოლი პსჟ და ლადაქით მორთმეული ჩ/ლიგის თასი და ჩემპიონობა-მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი იყო შანსი გამოსულიო დემბელეს და სხვა პსჟ-ს საკვანძო .ფეხბურთელების ჩრდილიდან, მაგრამ პირწმინდათ ჩააგდო და აქ გადაღლა არაფერ შუაშია....
A
რა გაგრძელება მოუხდება არ ვიცი და არც არაფერს ვამტკიცებ მაგრამ რომ გავიგე მსაჯი ირანელი იყო ძალიან ვფიქრობდი რო ალოგიკური შედეგი იქნებოდა
aburjga
რაც გუშინ მოხდა ამას საე აღვწერ - გაწყობილია შესანიშნავი სადღესასწაულო სუფრა, ბროლისნ ჭიქები, შამპანური, ათასნაირი ხილი... შემოაქვთ ლამაზად გაფორმებულ მუყაოს ყუთში სადღესასწაულო ტორტი, ყველა ინტერესით ელოდება გახსნას და ტორტის გაჭრას. და აი გხსნეს ეს კოლოფი და ჰოი საოცრებავ, შიგ ტორყის ნაცვლად უზარმაზარი ცხელი აყროლებული ფუნა არ დევს?!
100%
ეგ მეწერა, ამ თამაშის მიხედვით, თუ ...... და ა.შ. ჩამიყლაპა ტელეფონმა პირველი წინადადება)))))
პეტუხი კრიშტიანუ
გითხარით პალმერი გახდება მვპ-თქო და არაო,ულვაშგაწკეპილი ხვიტინიაო!
პეტუხი კრიშტიანუ
რამდენჯერ დავწერე ბანძი და ფარჩაკი ტურნირია მეთქი და დისლაიქებს არ იშურებდნენ,ახლა,რადგან პსჟ-მ წააგო მართლა ბანძი ტურნირი ყოფილა!
პეტუხი კრიშტიანუ
Iniesta! - პუძღუჯუ რომ თავის ჩემპიონატში გულაობს,შემოდგომაზე უკვე ჩემპიონი როა ეგ არაფერი? რომ ესპარინგება სოფლის გუნდებს და მერე მთელი ყურადღება ჩ/ლიგაზე გადააქვს ეგ არაფერი? ინგლისის კლუბები რომ თავის ჩემპიონატში ლიმონივით გამოწურულები არიან და კიდე ლიგაზე შედეგებს დებენ ეგეც არაფერი? ისე,ტოტოში რამდენი წააგე ჯიგარ?
თემური
რომ არა კვარას გადაღლა (დაცვაში ფიხიკურად აღარ შეეძლო ჩასვლა) პსჟ მოიგებდა!

გადაღლილი გუნდი როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. საერთოდ ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფიდან 2 კვირაში ამ ტურნირში ჩართვა ... აქამდეც თუ მივიდოდნენ არ მეგონა. არსად იყო პსჟ-ს სწრაფი გადაადგილებები, ბურთის შინაარსიანი კონტროლი (თორემ პასები 2 ჯერ მეტი ქონდათ), ზეწოლა მოწინააღმდეგეზე. დონარუმაც არ გავდა თავის თავს, მაგრამ ყველაზე თვალშისაცემი იყო სიახლე, რომელმაც ვფიქრობ ყველაზე უფრო შეზღუდა მათი თამაში - დემბელე ჩამოდიოდა შუა ხაზისკენ და ფაბიანი იწეოდა შემდეგ 9იანზე. შედეგად ისედაც დაწნეხილ შუა ხაზზთან, მცველებიც ჩამოყავდა. არ გაამართლა ენრიკეს იძულებით თუ მიზნობრივად შეცვლილმა ტაქტიკამ.
lasha
ყველანაირად კონტექსტიდან ამოვარდნილი შედეგია. ფეხბურთი სწორედ ის თამაშია სადაც ხდება აბსურდული შედეგები. მაგრამ ფინალში 3-0 ჩელსისთან ყოველგვარ ლოგიკას ცდება. ლიგის გამარჯვებული. რომელმაც ყველა პრემიერლიგის გუნდი მიწასთან გაასწორა. 3 დღის წინ მადრიდის რეალი ახოხიალა. და ფინალს აგებს 0-3 ? არ ვიცი. ტოტალიზატორის გამორიცხვაც არ შეიძელბა. დღეს იმ დონეზეა დადგმული თამაშები დამუშავებული რომ ვერაფერს მიხვდება კაცი :)
ჟორა
ჩელსიმ პსჟ-ე თავისივე იარაღით დაამარცხა. პარიზელები უბრალოდ არ ელოდენ მათგან ამხელა ზეწოლას და პრესინგს. თუ პარიზელების პრესინგს რეალმა ვერაფერი მოუხერხა, აქ უკვე პირიქით იყო. ცოტა ფორტუნამაც ზურგი აქცია პსჟ-ეს. დუეს, რომ არ ეფოქუზა და ის პირველი ბურთი გაეტანა, სხვა თამაში წავიდოდა. ერთი სიტყვით არ იყო დღეს ენრიკეს დღე.
Iniesta!
ჩელსის ნაირი ნაბ.. რი და იღბლიანი აბლატავებული თან გაპიარებული გუნდი მეორე არ არსებობს. ჯერ კონფერენს ლიგაზე გულაობდნენ აღმოსავლეთ ევროპაში და ბრატისლავებში გასტროლებზე დადიოდნენ, ეხლა აქ საკლუბოზე ჩემპიონატზე კიდე ცალკე იგულავეს ყველაზე ადვილ მხარეს მოხვდნენ, ფინალამდე რა გუნდებს ეთამაშნენ? აი ლოს ანჟელესი ფლამენგო ესპერანსი ბენფიკა პალმეირასი ფლუმინენსე და ფინალში უცებ დაღლილი პსჟ ატლეტიკოთან ბაიერნთან და მადრიდის რეალთან ნაბრძოლი გუნდი. მზამზარეულზე მოიგეს ფაქტიურად თასი, და კიდე წამობლატავდებიან კიდე დეგენერატების გუნდი. აი რო დაისვენებენ მერე, სადაც შეხვდებათ სასტიკად არი გასახევი ჩელსი დააბრუნო მიწაზე რეალობაში თავიანთ ნეხვებში
Bidzia.
არ უნდა წასულიყო პსჟ საერთოდ ამ ტურნირზე საერთოდ, უარი უნდა ეთქვა ნაგლად. ან მეორე სასტავი გაეშვათ ახალგაზრდებს გაავარჯიშებდნენ სერიოზულად. უბრალოდ მოუნდათ ხელმძღვანელობას კიდე ერთი თასი, ალ ხელაიფიმ რომ განკარგულება გასცა დიდი მხედართმთავარივით! კი შემართება კაია, მარა გაიაზრებს ეხლა უფრო რეალურად რა იყო საჭირო და რა არა. იმითაც ამაყი უნდა იყოს პსჟმ რეალი და ბაიერნი კიდე ერთხელ მიაკაჩავა და ფინალში გავიდა, ნამდვილად საუკეთესო გუნდია ევროპაში ეხლა.
გურულო
პსჟ რამდენი თვეა შეუჩერებლად თამაშობს, ტრებლის მოგებას ცოტა ენერგია უნდოდა? და ეგრევე, შეუსვენებლივ ეს თითიდან გამოყოფილი ტურნირი, ინფანტილიზმი დავაფსი იმ თავზე ბლიად! დაიღალნენ ბიჭები, ამხელა დატვირთვის, ასეთი ტემპები როგორი გასახლების? რობოტებიც დაიღლებოდნენ ალბათ! ჰოდა მოიგო დასვენებულმა ჩელსიმ, გუნდი კარგია, დაღლილობა მაგათ არ აწუხებდათ და იმიტომაც აჯობეს. უბრალოდ გოლი არ ჰქონდათ აქამდე პსჟ-ს გაშვებული ამ ტურნირზე და ერთბაშად 3 გოლი გაუშვეს, ამან გატეხა, სხვა არაფერია. ისე, ის გაწბილებული ბიჭები ძაან დააკლდათ!
შაკო
უბანძესი ტურნირი
Deikide . ge
ღლეობა ტურნირია ზუსტად ტოტალიზატორის შეფების შექმნილია, იციან გუნდები გადაღლილები არიან ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშები გუნდები დაბრედილები იქნებიან, ეგენი ვერ მოიგებენ ყველაზე დასვენებული გუნდი ვინც იქნება ის მოიგებს და წავიდა ყომარი კუშების ამოტრიალება. კლუბებს რა უნდა მსოფლიო ჩემპიონატზე საერთოდ, წელიწადში 60+ თამაშს რო გუნდი ჩაატარებს მერე კიდე “ მსოფლიო ჩემპიონატზე” ოლიმპიური ტემპით და ოლიმპიური სისტემით ყოველ 3-4 დღეში თამაში და ფაქტიურად მეორე ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, ერთის მომგები მეორეს ვეღარ მოიგებს და მაგათაც ზუსტად ეგ უნდათ გაკეთდნენ ტოტალიზატორები. ისიც დიდი გმირობაა ფინალში რო გავიდა პსჟ და დასვენებულმა ყურებ-პარტყუნა ვირებმა მოიგეს
ზაქარია
ზოგადად, ჩელსის გაცილებით ადვილი გზა ხვდა და პრაქტიკულად ძალების დაზოგვაც კი შეძლო ფინალამდე. ეს პსჟ რაღაც გადაღლილი იყო, იდეაში არც ერთი ევროპული გუნდი არ გამოიყურებოდა ენერგიულად მაინცდამაინც, უბრალოდ როტაციებაც არ ატარებდნენ უფრო ხშირად, ორი დიდი ტურნირს თამაშობს და ფინალამდე თამაშობ, ლამის ერთი და იმავე ხალხით ძირითადშიც, თან შეცვლებზეც ლამის ერთი დ აიგივე ხალხი იცვლებოდა. მარკინიოსი, ჰაკიმი, ვიტინია ტრაქტიკულად სულ თამაშობდნენ. სულ მიკვირდა, როგორ არ იწვებოდა ეს გუნდი ამხელა ინტენსივობით პრესიმგი და სირბილით წინ და უკან. ჩელსის თავიდანვე სწორად ეთამაშო, ისევე როგორც პსჟ ეთამაშებოდა სხვებს მანამდე. კარგი პრესინგი, ძლიერი ორთაბრძოლებში და მარტივი ამოსვლა დაცვაში ერთი-ორი პასით. ასე კარგად ამათ 4 წელია მგონი არ უთამაშიათ ერთ ტაიმში. თუმცა ძირითადად წარმატება პალმერის განსაკუთრებული უნარების ხარჯზე მოვიდა, მესივით შექმნა ყველა გოლი პრაქტიკულად.
Giorgi
არ ვიცი ეს ჩემი აზრია ეს ჩემპიონატი კვარამ ჩააგდო ყველა თამაშს ვუყურე და თუ არ ჩავთვლით იმ ერთ გოლს არაფერი განსაკუთრებულუ არ გაუკეთებია, ეს ვიტინია მაგარი ბიჭია მაგრამ ისეთი შეგძნება მჩება თამაშის დროს კვარას ნაკლებად ამარაგებს პასებით უფრო მარჯვნივ დუეს მხარეს გადააქვს და როცა პოზიციას ჩვილს კვარა და გადადის მარჯვნივ მერე მარცხნიდან უტევს იქ სადაც დუეაა, არ ვიცი შეიძლება ეს მწვრთნელის დავალებაა მაგრამ ვისაც ფეხბურთი გესმით და თამაშს უყურებთ თქვენც შეამჩნევდით ამას, ველოდები ახალ სეზონს და კვარას გაბრწყინება.
L.J.
Erti tamashit gadauxaze mteli sezoni????ai logika :))))
კუკურელია
მეგრელმა მაინც მოიგო
ეგრე სადაა
კიდევ მეტი უნდა წაეგოთ ინტერის და რეალის ჯავრით
დავით67
ეხლა დაიწყება ტოტალიზატორზე ითამაშესო და ეგეთები. მე არ გამკვირვებია პსჟ-ს მარცხი, რადგან ყველა თამაშს ვერ მოიგებ. გუნდი გადაღლილია. დასვენება სჭირდება.
Pepelu
ამერიკას ფეხბურთი არ უხდება!! როგორც ზეთი და წყალი არ შეირევა ერთმანეთში, ისე არის ამერიკა და “სოკერი”!
100%
თუ ტოტალიზატორი არაფერ შუაში არ არის, მაშინ მარესკასთან შედარებით, ლუის ენრიკე, არარაობა ყოფილა ,,პსჟ,, იყო წაკითხული წიგნი, თან ბევრჯერ წაკითხული.
ჯარჯი ოსიძე
პსჟ-ს შემხედვარე,ლიგა-1 საშუალო გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა!
ჯონი 1
მოუგეს ბაზარი არაა, მაგრამ მსაჯის დდშ რაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა
"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს
Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე, ტრამპი ტრიბუნაზე და ვნებათაღელვა პარიზში
"რეალი" და "ინტერი" არ ვეგონოთ - პსჟ-ს დამარცხებით გაგაკვირვებთ - "ჩელსის" ფეხბურთელები იქადნებიან
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
ლოჩოშვილი "ნიურნბერგის" ფეხბურთელია - ის კლოზეს სანიოლმა დადებითად დაუხასიათა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
კახის თასი იწყება - ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
დღეს პსჟსა და კვარაცხელიას მორიგი დიდი ფინალი აქვს
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე, ტრამპი ტრიბუნაზე და ვნებათაღელვა პარიზში
დღეს პსჟსა და კვარაცხელიას მორიგი დიდი ფინალი აქვს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] ნევეშმა კუკურელიას თმაში მოქაჩა, ლუის ენრიკე პედროს ყელში სწვდა - პსჟ-მ განცხადება გაავრცელა
"სულელი ვარ" - ლუის ენრიკე თვლის, რომ პროვოკაციის მსხვერპლი გახდა
პრიზი პსჟ-ს ფეხბურთელსაც ერგო - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საუკეთესოები დაასახელეს
[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია