პსჟსა და ლუის ენრიკეს ქება არასდროს მოგვბეზრდება და ეს ხშირად გაგვიკეთებია, მაგრამ ამის საჭიროება ყოველთვის არაა. არც წაგებაა ტრაგედია, მისი ობიექტური მიზეზებიც არსებობს, მაგრამ გვსურს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მარცხი გლობალურად განვიხილოთ. მხოლოდ გარეშე ფაქტორებზე დაბრალება გუნდს კარგს არაფერს მოუტანს და ეს თავადაც გააზრებული ექნებათ.

ძალების გადანაწილება

ჩემპიონთა ლიგის მოგება გუნდისთვის ფსიქოლოგიურ-ფიზიკური პიკია. არც ისე იშვიათია, ასეთ წარმატებულ სეზონს მომდევნოს მთლიანად ჩავარდნა რომ მოჰყვება და ამხელა საკლუბო ტურნირიდან მალევე ახალში ჩართვა, უკვე ცხადი იყო, დიდ დატვირთვებს საჭიროებდა.

ასეთ დროს მწვრთნელები როტაციას მიმართავენ და ძალებს ასე ანაწილებენ, პიკი ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრებს დაუთმოს. ლუის ენრიკე ასე არ მოქცეულა. ესპანელმა მწვრთნელმა მეორე ტურში უახლოესი რეზერვი გამოსცადა და წააგო. ამით ენრიკემ თითქოს მოიჭრა სხვა გზა და გადაწყვიტა, ძირითადი გვარდია ლიმონივით ბოლომდე გამოეწურა.

პარიზელების თამაშში თავდაპირველად ალბათ იყო განცდა, ადრე გავარდნით ბევრი არაფერი დაგვაკლდებაო, შემდეგ კი აზარტში შევიდნენ და კიდევ ერთი ტიტულისთვის ბრძოლა გადაწყვიტეს, რაც საბოლოოდ არ გამოვიდა.

რესურსი

თუკი პსჟს გამოსვლას მომავლის პრიზმაში განვიხილავთ, გუნდს საკადრო გაძლიერება აშკარად სჭირდება. კი, არსებობენ შეუცვლელი ფეხბურთელები, მაგრამ რეზერვი ყველგან საჭიროა, ზოგან კი აშკარა დეფიციტიცაა.

ფინალმა გამოაჩინა, რომ ცენტრალურ დაცვაში სათანადო კონკურენცია არაა. მაგალითად, ის უნარები, რაც პაჩოს გააჩნია, ბერალდოს არ აქვს. ეკვადორელი ფიზიკურად ძლიერი და უშიშარია, რამდენჯერმე ისიც ვნახეთ, ერთი პასით კონტრშეტევის წამოწყება, რაც პარიზელთა ერთ-ერთი იარაღია, კარგად შეუძლია. "ჩელსისთან" იყო ეპიზოდი, როცა მარკინიოსი ბერალდოს უხსნიდა, წნეხის დროს ბურთის წინ გაგზავნა თუ მოშორება როგორ აჯობებდა.

პარიზელთა ნახევარმცველებზე ბევრი კომპლიმენტის თქმა შეგვიძლია, მაგრამ იქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, აქ რეალური ალტერნატივები რომ არ არსებობს. ზაირე-ემერი მოლოდინებს რომ ამართლებდეს, ენრიკე მის ადგილს მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე მოძებნიდა.

და ფორვარდი? ესპანელი სპეციალისტი სამი მოძრავი შემტევით თამაშობს, რომლებიც პოზიციებს ცვლიან. სხვა გეგმის შემთხვებაში, სათადარიგოთა შორის ყოფნას რამოში თითქოს ამართლებდა, მაგრამ რაც უფრო ცოტა დრო ეძლევა, პორტუგალიელის ხარისხმა მოიკლო. გუნდიც რთულად ახერხებს, სუფთა თავდამსხმელზე გადაერთოს. ამავე მიზეზით ვერც ბარკოლას მომზადებას შევაქებთ. ამასობაში, ალტერნატივებია საჭირო.

გასაგებია, პარიზელებს შიდა ჩემპიონატში არ გაუჭირდებათ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე რომ მეტია საჭირო, ბოლო შეხვედრამაც დაგვარწმუნა.

ხვიჩა

ზუსტად გვესმის თანამედროვე ფეხბურთის გამოწვევები და ბალანსის მნიშვნელობა. სწორედ მისი არქონა იყო, მადრიდის "რეალის" ვარსკვლავურ გუნდს წარუმატებელი სეზონი რომ გამოუვიდა. ვნახეთ, როგორ არ იწუხებენ თავს ვინისიუსი და მბაპე, პრესინგზე ითამაშონ და "კვარას" მნიშვნელობა გვესმის, მაგრამ... "ნაპოლიდან" მოყოლებული ვწერთ, რომ რაც უფრო მეტ დროს ატარებს დაცვით ფუნქციებში, შეტევასა და დამაგვირგვინებელ ფაზაში ხვიჩას ხარისხი იკარგება. მას თუ რამეზე სამუშაო აქვს, ეს ისედაც რეალიზებაა, რაც ამ ტაქტიკურ სქემაში უფრო საჭიროა, რადგან ცენტრფორვარდობაც უწევს. უკანასკნელ ორ შეხვედრაში საგრძნობლად დაღლილი კვარაცხელია ვნახეთ, რაც განვლილი გზის გათვალისწინებით ლოგიკურია. ლოგიკური იყო ისიც, ამ ფონზე მენდეშს დაცვაში თამაში რომ გაუჭირდა, რადგან გუნდური დაცვის მექანიზმი საგრძნობლად მოშლილი იყო.

რასაც ასევე წლებია ვწერთ, ისაა, კვარაცხელიას მოსწონს, როცა თამაში მასზე იგება და დიდი დოზითაა ჩართული. გასაგებია თანაგუნდელების დონე, ფლანგების შეცვლის ხრიკები, მაგრამ ბოლო შეხვედრებში და განსაკუთრებით, ფინალში, "კვარაზე" ნაკლები აქცენტი ვნახეთ. "ჩელსისთან" მეორე ტაიმის დასაწყისში ეს თითქოს გეგმაზომიერად შეიცვალა და მარცხენა ფრთხიდან თამაში გამწვავდა, მაგრამ ხვიჩა მოედნიდან მალევე გაიყვანეს.

გასაკვირი იყო ისიც, ქართველი მარცხენა ფლანგზე თითქოს ზედმეტად მიჯაჭვული იყო, "ათიანის", ხანდახან კი "რვიანის" ფუნქციებს კი უსმან დემბელე ასრულებდა.

ახალი სეზონისთვის ხვიჩას კვლავ მოუწევს ახალი ელემენტების მოძიება. მასზე ყურადღება ყოველდღიურად იზრდება, მწვრთნელები და მცველები შესაჩერებლად ახალ გზებს იყენებენ და როცა ვარსკვლავკს სტატუსი გაქვს, მას შესაბამისად უნდა შეხვდე.

ზოგიერთ ეპიზოდში "კვარას" ემოციების მოჭარბებაც შევნიშნეთ როგორც მსაჯთან, ასევე თანაგუნდელებთან, რაც პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ამ დოზით არ შეგვიმჩნევია. დასვენება მას ძალიან სჭირდება და შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

ლუის ენრიკე

ერთია, როცა გუნდს ყველაფერი კარგად მისდის და მეორე, პრობლემების დროს. ბოლო დროს ზოგან ენრიკეს "ხელი" დაგვაკლდა."

მაგალითად, როცა ბოლო ტურნირზე დეზირე დუეს საუკეთესო პერიოდი არ ჰქონდა, მან თითქოს ეგოიზმს იმ მიზნით უმატა, პირადი სტატისტიკა გაეუმჯობესებინა. ეს ახლა იქნებ უბრალო დეტალია, მომავალში კი მნიშვნელოვან პრობლემად იქცეს და ეს მხოლოდ დეზირეს არ ეხება.

"ჩელსისთან" ასე დავინახეთ, გარკვეული დოზით თავდაჯერების მატება იყო და მწვრთნელის მხრიდან ფიქრი იმაზე, მისი არჩეული ტაქტიკით მიზნები მიიღწეოდა, ამ დროს კი მოწინააღმდეგე მწვრთნელს თითქოს მეტი რესურსი და ალტერნატივის გზები გააჩნდა. რაც კვარაცხელიას და სხვების ნაწილში დავწერეთ, აქაც გავიმეორებთ. ენრიკემ უმდა იფიქროს და ზუსტად იცოდეს, ქართველის საუკეთესო ვერსია როგორ მიიღოს. "ნაპოლიდან" ისიც ვიცით, ხვიჩას გაუმჯობესების გზა მის მეტ ნდობაზე გადის!

პატრიოტი
ვეთანხმები ანალიზს, პსჟ-ის მთავარი პრობლემა შემადგენლობის "სიღრმის" არარსებობაა, ამით ბევრი გუნდი სჯობს, გოლები ხვიჩას ფლანგიდან გადიოდა, ხვიჩა კი დაღლილობის გამო დაცვას ვერ ეხმარებოდა, აღვნიშნავ, ერთ მომენტში ხვიჩას სამი კაცი ებრძოდა და ერთ-ერთი პალმერი იყო, რომელიც წინა თამაშებში მოედანზე დასეირნობდა და არაფერს არ ქმნიდა
ჟორა გაბრიჭიძე
კარგი და ობიექტური ანალიზია. ასევე დავამატებდი, რომ დიდი გუდები ფეხბურთს ფეხებით და კბილებითაც თამაშობენ. ასეთი თამაშები კი პსჟ-ეს საკუთარ ჩემპიონატში არ უწევს და მიუჩვეველია. ჩელსიმ კი სწორედაც ფეხებს კბილებიც დაახმარა, რისთვისაც ბიჭები მზად ვერ შეხვდენ და დამარცხების მიზეზი ძირითადად ესაა, ანუ რომ იტყვიან ჩელსის ჟოსტკ თამაშზე პასუხი არ ჰქონდათ მომზადებული.
teoria
ამერიკაში თამაშამდე დაიწერა ერთი ორ ადგილას. ინფანტინომ როგორც კი გამოაცხადა ტრამპის მიწვევა თამაშზე, რომ ჩელსი მოიგებდა და ეს წინასწარ იქნებოდა შეთანხმებული. მიზეზი ტრამპი ვერ იტანს საფრანგეთსა და მაკრონს და კვალვ მასონურ მაქინაციებს აქვს ადგილი. ეს მართლა არ ვიცი მაგრამ როგორც პსჟ-მა ითამაშა აშკარად ეტყობოდათ რომ მოსაგებად არ იყვნენ გასული. კვარას კი პასებს სულ უგვიანებდნენ და მერე დადგა და ბევრი აღარ იმოძრავა, რაც აშკარად ბედთან შეგუებას ნიშნავდა. ღოგორც კე მეორე ტაიმში ბურთი მიიღო დასაწყისში თამაშ გაამწვავა მაგრამ წინ წასულებმა ბურთი უაზროდ უკან ჩააბარეს ჩელსის და ენრიკემაც იმ წამსვე გამოცვალა. ასევე სპეციალურად იკინკლავეს ვითომ მაგრად დაბოღმილები იყვნენ. გუნდმა აშკარად ვერ/არ ითამაშა, დაცვაშიც პალმერის ორივე გოლი წინ არავინ არ სცადა გადაღობება და ერთი და იგივენაერი გოლი შეაგდებინეს, პირიქით გაეცალნენ რომ კარგად დაერტყა.
ზურაბ
arc wamikitxavs, mikled were
Kakha Guruli
ვეთანხმები ანაგელს. ზუსტად ათიანში გაარტყა. ბრავოოო!!!

ხვიჩას პსჟში გადასვლის შემდეგ,გუნდმა თავდამსხმელების მუდმივი ადგილმონაცვლეობა დაიწყო და ძირითადში აით აღწევდა,გადამწყვეტ უპირატესობას.ამ ტურნირზე,ადგილების ცვლამ თანდათან მოიკლო და დემბელეს დაბრუნების შემდეგ,ფაქტობრივად ფლანგზე ფიქსირებული თავდამსხმელებით თამაში ვნახეთ,სადაც ფლანგები ცენტრში კი შემოდიოდნენ,მაგრამ მეორე ფლანგზე თითქმის აღარ ჩნდებოდნენ და ფინალში,საერთოდაც აღარ გადასულან.ეს დაცვას, რა თქმა უნდა ამოცანას უმარტივებდა.მთლიანად გუნდი ვერ იყო სათანადოდ მობილური,ინგლისელებმა კი კარგად ისარგებლეს ბერალდოს დაბალი სისწრაფით და დაცვის შეცდომები,გოლებად აქციეს.პსჟ რომ გადაღლილია ეს აშკარად ჩანდა, ასეთი მსაჯების ფინალში დანიშვნა კი,ტურნირის კატასტროფაა.კრიტიკას ვერ ტელეოპერატორების მუშაობა უძლებდა.ამერიკაში ფეხბურთი დიდი პოპულარობით არ სარგებლობს და რეპორტაჟებს ვინც ახორციელებდა, ეტყობა ფეხბურთი კარგად არ ესმოდა,თამაშს ვერ მისდევდნენ და საჭირო კადრს ვერ არჩევდნენ.ვერც გადაღების წერტილების სიუხვით დაიტრაბახებენ და არც თვითონ სტადიონები აკმაყოფილებენ ტექნიკურ მოთხოვნებს.ჩემი აზრით,ეს იყო ნაჩქარევად მომზადებული,ცუდად ორგანიზებული ტურნირი,რომელსაც უამრავი ხარვეზი ახლდა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატისთვის,უამრავ კითხვას ტოვებს. პ.ს.ძალიან მაინტერესებს,ვინ ჰყავს ასეთი კუკურელიას,მისთვის ყველაფერი რომ ნებადართულია და დაუსჯელად გასდის.გაიხსენეთ ევროპის ჩემპიონატის ფინალში მისი ხელით თამაში,აქ კი,რამდენი უხეშობა და სიმულაცია გაიტარეს,წითელი ბარათის მომენტშიც და მანამდე რამდენიმე წამით ადრე,მან აშკარად იუხეშა და მსაჯმა მხოლოდ ამისგან ნევრებმოშლილი კაცის რეაქციის დანახვა ინება.ჩელსიმ მაგრად ითამაშა და მსაჯიც რომ კომპეტენტური ყოფილიყო,შესაძლებელი იყო,დიდებული ფინალი გვეხილა. კვარას, დამაგვირგვინებელ ფაზაში,დარტყმის ძალის და სიზუსტის მომატება მართებს.მოიმატებს შედეგიანობა?მისი მიმართულებით,პასებსაც მეტს გაუშვებენ.ახლა გუნდისათვის დასვენება უკვე აუცილებელზე მეტადაა საჭირო,აი მომავალი სეზონისთვის მზადებას როდის და რა ენერგიით დაიწყებენ,ეგაა საკითხავი.ჩვენ კვარა და საქართველოს ნაკრები გვაინტერესებს,თორემ პსჟ,საფრანგეთის ჩემპიონატის მოგებას ალბათ გადაღლილიც მოახერხებს.
Levani
კვარამ ჩააგდო თამაში ვთქვათ. დემბელემაც ჩააგდო. ვიტინიამ ნევეშმა და რუისმა ვერაფერი ვერ გააკეთეს, დუემ იფაფხურა. ჰაკიმიმ და მენდეშმა მარტო წინ და უკან ირბინეს და მეტი არაფერი. დავიჯერო ერთი კაცის შეცვლა ასე რევს გუნდს და გინდაც გადაღლა? ან რა გადაღლა,დემბელე და კვარა არ შეცვალა წინა თამაშში ნახევარი საათით ადრე? მე უფრო მგონია და რაც თქვენ დაინახეთ რომ პსჟ არ იყო მოსაგებად გამოსული,უბრალოდ როგორც შემადგენლობას ვკითხულობთ ისე გამოვიდა გუნდი და სხვა არაფერი. მაგათ რომ მოგება ნდომოდათ მასე არ ითამაშებდნენ სავარაუდოდ,იმ პალმერს ბურთს არ მიაღებინებდნენ. ერთი გუნდი თამაშობდა და მეორე არ თამაშობდა-ეს იყო გუშინ რაც ვნახეთ. ტოტალიზატორის იმის,ამის თუ ასტროლოგიის გამო ასე იყო ეს. რაც არ უნდა გადაღლილიყო გუნდი ასე უაზროდ არ ითამაშებდნენ ფინალს. ან რა ეტყობოდა წინა თამაშში გადაღლის-20ე წუთზე მოგებული ქონდათ და სეირნობდნენ. თუ იმის მერე არ დაუძინიათ? მეორე მხრივ 3-0 არ მთავრდება ჩაწყობილი თამაშები,მაგრამ გუშინ სადაც ვუყურებდი ხელები მექავებოდა 2-0ზე,3-0ზე რომ პარიზის ამოქაჩვაზე ფული დამედო და საბედნიეროდ არ ვიყავი ტოტალიზატორთან ახლო. არადა ალბათ რამდენმა შეტენა ფული. რა ვიცი,რა ვიცი-მე რაც ვნახე ის იყო რომ პსჟ-მ არ ითამაშა.
ანაგელი
ვინც ამ თამაშს უყურა და ფეხბურთი ესმის, არ შეიძლება დაიჯეროს, რომ კვარა ამ გუნდში ჩაჯდა და ადაპტაცია გაირა. როცა თანაგუნდელი არ გენდობა, არ გაფასებს, პასს არ გაძლევს ან ძალინ გიგვიანებს, კომბინაციაში შენთან არ შემოდის, რა შედეგზეა ლაპარაკი. კვარას სიძლიერე სწორედ მაგაშია, რომ გვერდზე მდგომმა მოთამაშემ უნდა ხვდებოდეს რა მომენტში გაუკეთოს გადაცემა. ეგენი, წინახაზი გოლის ღორები არიან და ყველას მარტო უნდა გოლის გატანა. ამას ენრიკე ვერ ხედავს ?
jose
ხვიჩას გულშემატკივრობა თავისთავად,მაგრამ ფეხბურთისთვის ჯობდა ასე. ცოტა თავში ავარდნაც იგრძნობოდა და ლუის ენრიკესაც თავი გენიოსი ეგონა.ფეხბურთი არ გპატიობს მსგავს საქციელს. PS. ზოგადად ფეხბურთიც თითქოს შეიცვალა ან რეგრესი აქვს. დემბელეს ოქროს ბურთიც ამის სამწუხარო გამოხატულება იქნება
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"პსჟ-მ მბაპეს პრობლემა "რეალს" გადაულოცა" - ესპანელი ჟურნალისტი
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"ის არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევს, დიდებული კლუბები ასე მოქმედებენ" - იტალიელმა ჟურნალისტმა დე ლაურენტისი შეაქო
"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა
"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს
[VIDEO] მესის ულამაზესი ჯარიმა - მაიამის "ინტერმა" არგენტინელის დუბლით გაიმარჯვა
დღეს პსჟსა და კვარაცხელიას მორიგი დიდი ფინალი აქვს
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] ნევეშმა კუკურელიას თმაში მოქაჩა, ლუის ენრიკე პედროს ყელში სწვდა - პსჟ-მ განცხადება გაავრცელა
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
"სულელი ვარ" - ლუის ენრიკე თვლის, რომ პროვოკაციის მსხვერპლი გახდა
პრიზი პსჟ-ს ფეხბურთელსაც ერგო - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საუკეთესოები დაასახელეს
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
დღეს პსჟსა და კვარაცხელიას მორიგი დიდი ფინალი აქვს
"ოქროს ბურთი" წელს ამ ფეხბურთელმა უნდა მოიგოს" - ლუის ენრიკემ თავისი ფავორიტი დაასახელა
კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე, ტრამპი ტრიბუნაზე და ვნებათაღელვა პარიზში
"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია