როგორც უკვე იცით, ვიქტორ ოსიმენი შეიძლება პსჟ-ში გადავიდეს. ცნობილი გახდა ნიგერიელის შესაძლო ტრანსფერის დეტალები.

ოსიმენი „ნაპოლისთან“ კონტრაქტით 2026 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული, გუნდის წინასასეზონო შეკრებაზე არ გამოცხადდა, არც სამედიცინო შემოწმება გაიარა და Spazionapoli-ს მტკიცებით, არაა გამორიცხული, იტალიურმა კლუბმა ამის გამო სასამართლოში უჩივლოს.

ჟურნალისტი ხერარდო ფაზანო წერს, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ვიქტორს მუდმივად პრობლემებს უქმნიდა და ფეხბურთელს გადაწყვეტილი აქვს შური იძიოს.

სატრანსფერო ექსპერტმა ჯანლუკა გიფუნიმ განაცხადა, რომ ოსიმენმა თავისი სოციალური ქსელებიდან „ნაპოლიში“ გადაღებული ყველა სურათი ამოიღო, რაც კლუბის და გულშემატკივრების მიმართ უპატივცემულობაა.

Sky Sport-ის ცნობით, დე ლაურენტისმა „გალათასარაის“ ნიგერიელის სანაცვლოდ 75 მილიონის გადახდაზე უარი უთხრა, თანხის მიღება ერთად უნდა და ამისათვის ბოლო ვადა დაუთქვა - 18 ივლისი.

რაც შეეხება პსჟ-ს. მწვრთნელი ლუის ენრიკე ოსიმენის შეძენის წინააღმდეგი იყო, მაგრამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ჩელსისთან“ 0:3 დამარცხების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ცნობილია, რომ „პარი სენ ჟერმენის“ სპორტულ დირექტორს ლუის კამპუშს ვიქტორის თავის გუნდში გადაყვანა დიდი ხანია უნდა. ერთი პერიოდი კლუბში მისი პოზიციები შესუსტებული იყო, ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ შეიძლებოდა კლუბი დაეტოვებინა, თუმცა ხელშეკრულება გაუხანგრძლივეს და ახლა სატრანსფერო პოლიტიკაში ისევ აქტიურად ჩაერთო.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ „ნაპოლი“ თანახმაა ოსიმენი პსჟ-ს შემდეგი პირობებით მიჰყიდოს - 40 მილიონი დაუყოვნებლივ, 35 მილიონი მომავალ წელს და პროცენტი მომავალი ტრანსფერიდან.

არადა, ასეთი ბომბარირი პარიზულ გუნდს მართლაც სჭირდება, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ის შეტევაში კვლავ შექმნის მრისხანე დუეტს და ქართველის საგოლე მოქმედებების რაოდენობაც მკვეთრად მოიმატებს.

088
ოდსიმენი გალას ფეხბურთელია მორჩა.
პეტუხი კრიშტიანუ
ბევრი პროფესორობს აქ,მაგრამ როგორც ჩანს ფეხბურთის აზრზე არ არიან,ამიტომ მე გეტყვით თქვენ:დემბელე ვინგერია,რადგან ენრიკეს ფილოსოფიაში არ არის კლასიკური ცენტრფორვარდით თამაში ამიტომ იდგა დემბელე ცენტრში,ახლა დაუბრუნდება თავის ფლანგს,დუე შემტევი ნახევარმცველია და თავის ადგილს დაიკავებს ცენტრში,სამი ნახევარმცველიდან ერთ-ერთს დაერხევა და თუ ენრიკე მაინც ვერ ათამაშებს გუნდს კლასიკური ცენტრფორვარდით მაგასაც დაკრავენ პანჩურს,ეგეც არ იყოს ახლა სერ ალექსი!!!
ჯარჯი
ეტყობა მძიმე ბავშვობა გქონდა.
gel-100-ს
ფრანგული ფეხბურთის ერთი მომავალი სკამზე(ბარკოლა), ახლა კიდე მეორე(დუე) და საბოლოოდ გადაირევა ფრანგები და კინწისკვრით მოისვრიან ენრიკეს.დდდ ქართველებს და ნიგერიელებს ყავდეთ პსჯ-ს ძირითადში ფეხბურთელები და ფრანგებმა სკამი ხეხონო.დდდდ
ასე აჯობებს
ლაურენტა ბაბუმ თქვა- ოსიმენს იყიდიან და კვარას მოისვრიან. კვარას სექტას გულთბილი მოკითხვა. ხო დაამხო კვარამ თამაშით ყველაფერი. ფინალში ხო საოცრება იყო:))) ბანძია და თქვენ უარესები ყველა. უხ თქვენი ….
ჯარჯი
ზურა რას იგონებ? აბა ლინკები დადე.
gel-100
მარცხნივ კვარა, შუაში ოსიმენი, მარჯვნივ დემბელე აი ასეთი შემადგენლობით დაიწყებს ხოლმე თამაშებს პსჟ თუ იყიდეს ოსიმენი ნუ ჩვენთვის იდეალურ სიტუაციაში ვიძახი რა თქმა უნდა
zura222
რა სისულელეა ლეაო არა კიდევ ვინისიუსი იყოდონ DD ისე ხუმრობა იქეთ იყოს და შეიძლება ოსი გადავიდეს პსჟ-ში მაგრამ კვარა იქ აღარ დახვდეს ! საქმე იმაშია რომ კვარამ რეალზე რომ ილაპარაკა თბილად და კიდევ ერთხელ თქვა რომ რეალი მისი ოცნების გუნდია მერე მე ვუყურე რეალის ფეხბურთელების ინტერვიუებს (მბაპეს ბელინგემის კურტუას) სადაც ჯერ ვინისიუსი ჩადეს მიწაში გალანძღს გათათხეს გაუმაძღარი უწოდეს(გუნდში უმაღლეს ხელფასს ითხოვს)და მერე ხვიჩაზე ილაპარაკეს და სამივემ დაახლოებით ასე თქვა--ჯობია წავიდეს ვინისიუსი მოგვშორდესო და მის მაგივრად კვარაცხელია მოვიდესო!ეს უკვე ბევრ რამეს ნიშნავს როცა გუნდის ლიდერები ასეთ რამეს ამბობენ ვინისიუსს დიდი დღე აღარ უწერია რეალში და ხვიჩა კი მის საოცნებიო გუნდს უახლოვდება !
zura222
არამგონია იყოდონ ოსი იმიტომ რომ მერე დემბელე ან უნდა გაყიდონ ან დუეს ადგილზე ათამაშონ და დუე პარიზელთა მომავალი ოქროს კვეცხების მდებელი კრუხია- აუცილებლად მოუმატებს და გუნდსაც უფრო გამოადგება და ძალიან კარგ ფასადაც შეეძლებათ რომ გაყიდონ ასე რომ დუეს სკამზე დასმა გამორიცხულია!არის კიდევერთი ვარიანტი უფრო მოსალოდნელი--დემბელე არაა 9 ნომერი და ადრე მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა ასე რომ ამ შემთხვევაში დემბელე გადავა მარჯვნივ ხვიჩა მარცხნივ ოსი 9 ნომრად დუე 10 ნომრად და ბარკოლა კი დემბელეს ან კვარას შემცვლელად და პსჟ-ს ეყოლება მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში უმაგრესი შეტევა ! მაგრამ აქაც ჩდება პრობლემა--ვინ უნდა ამოაგდონ ამ შემთხვევაში ნახევარდაცვის უმაგრესი ოთხეულიდან ?
ზაზა
პარიზში მისული ნებისმიერი ფორვარდი თუ შემტევი არის კვარას პირდაპირი კონკურენტი და რაც უფრო ძლიერი იქნება მით მეტ სათამაშო დროს წაართმევს. არავითარი საგოლე მოქმედებების პროცენტი არ გაეზრდება კვარას მისი მოსვლით. პირიქით, ის უკან ჩასვლით თავს ნაკლებად შეიწუხებს და ამიტომ კვარას მოუწევს იმ ზონების ამოვსება. რაც გონსალო რამოშთანაა შეთამაშებული ზუსტად ისე იქნება აააც
toy
ვერ ხართ ბიზია თქვენ ვის მაგივრად უნდა დადგეს კი მარა?
დავით სალუქვაძე
სიყეყეჩე, ხვიჩას, პას შეგნებულად არ აძლევენ, უს პასით არა თუ არ ტვირთავენ, როგორც უნდა ყოფილიყო, არამედ საერთოდაც იშვიათად აძლევენ, როცა იძულებულები არიან, მაშინ აძლევენ და ოსიმენს როგორღა მოამარაგებს, თუ დემბელესა და ოსიმენს ერთად ათამაშებენ, - რაც გამორიცხულია, მაშინღა მოუწევს ხვიჩას პასებით მომარაგება, რომ მერე ისევ მათვე დაუბრუნოს და ეს კი ძირითადად, დროისა და ენერგიის ფლანგვაა. ასე რომ აზრი?

ოსიმენის მხრიდან კლუბის უპატივცეულობაზე ჩივიან?!ჰო,ოსი და კვარა კი,ყელამდე არიან ნაპოლის მეპატრონის პატივისცემით!
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ტორინოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს - რა შეიცვლება საზონოვისთვის?
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
[VIDEO] 46 წლის შემდეგ პირველად - აშშ-მ ოვერტაიმში კანადა დაამარცხა და ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
"შტურმმა" მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
"მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ" - ლუის ენრიკემ შეგირდი შეაქო
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
[VIDEO] 7 გოლი, გაძევება და ქამბექი - "გალათასარაიმ" სპალეტის "იუვენტუსი" გაანადგურა
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
რატომ არ შედგა "ბაიერნში" ოსიმენის ტრანსფერი?
"გალათასარაის" "ბარსელონას" ნახევარმცველის შეძენა სურს
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
"რატომ ამჯობინა პსჟ-მა ქართველი გენიოსი ოსიმენს?" - იტალიელი ჟურნალისტები სიტუაციას განმარტავენ
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
იკარდი შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს
"გუნდში რუსი არ დამახვედროთ" - უკრაინელი ფეხბურთელის ულტიმატუმი პსჟ-ს
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
იყო თუ არა "ლივერპულის" ფეხბურთელი გასაძევებელი და პენალტი დასანიშნი?
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
პსჟ - "მეცის" მატჩის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
ოსიმენმა "გალათასარაის" ხელმძღვანელებს ყოფილი თანაგუნდელის დამატება სთხოვა
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
[PHOTO] ღირებულება 750 000$ - რა საჩუქარი გაუკეთა ოსიმენმა საკუთარ თავს დაბადების დღეზე
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
"კვარასთვის" გადამწყვეტი მომდევნო 24 საათი იქნება" - პსჟ-ს დირექტორი
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს