ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია 1999“ გასვლაზე „მალმიოსთან“ 1:3 დამარცხდა.

სახლში 1:3 წაგების შემდეგ, თბილისური გუნდი პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდა, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. შესვენების შემდეგ მასპინძლები, რომლებიც პირველი მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე, გეგმის მიხედვით მიზანდასახულად მოქმედებდნენ, გააქტიურდნენ და მაკარიძის კარი ორჯერ დალაშქრეს. ცოტა ხანში როზენბერგთან უხეშობისთვის მსაჯმა გ. მამაგეიშვილი გააძევა და ყველაფერი დასრულდა. დარჩენილ დროში როზენბერგის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, მაკარიძემ ორჯერ გადაგვარჩინა, ალიმ დუბლი შეასრულა, ბოლოს კი შეცვლაზე შესულმა ძაგანიამ პრესტიჟის გოლი გაიტანა.

„იბერია 1999“ ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს, სადაც ესტონეთის „ლევადიას“ დაუპირისპირდება - 22 ივლისს ტალინში, ხოლო 29 ივლისს თბილისში.

მალმიო. „ელედა“

მალმიო - იბერია 1999 3:1

გოლები: 1:0 ალი (55), 2:0 იანსონი (60), 3:0 ალი (89), 3:1 ძაგანია (90+2)

გაძევება: გ. მამაგეიშვილი (62, იბერია 1999)

იბერია 1999: მაკარიძე, გ. ტაბატაძე (ახვლედიანი 86), ჯგერენაია, აგიაკვა, ზოური, დადიანი, ქარდავა (ძაგანია 66), გ. მამაგეიშვილი, ი. ტაბატაძე (ქობულაძე 86), სილაგაძე (ვრბანეცი 61), რუშევიჩი (ნ. ხორხელი 61)

Geo
მაგრად ღადაობ!
Hai hui
კიდე მინიმუმ 10-20 წელი ესე ვიქნებით თუ მეტი არაა ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენ ვერ გავალთ დიდი დრო დაგვჭირდება ამისთვის აგერ ავიღოთ თუნდაც მამაგეიშვილი წავიდა პორტუგალიას საშვალო გუნდში რა აზრი აქვს პროსტა ვერ ვხვდები იქ თამაშსს მაგას არ ჯობია შენ ქვეყანაში იყო და ჩემპიონატის დონე აწიო გინდა გელაშვილი ვინც გინდათ ის ავიღოთ ვინც გარბის ქვეყნიდან ყველაა ძალიან ცუდი ჩემპიონატი გვაქვს ყველაფერს კრისტალბეთი წყვიტავს აბაა ეხლა თასის მფლობელი რომ სპაერი გახდება როგორ უნდა იფიქრო რამეზეეე ყველა თამაში ჩაწყობით ხდება ამ ქვეყანაში ყველამ შეიგნეთ..გავდივართ ევრო თასებზე და პირველივე ეტაპიდან ვარდებით!!!!შეხვდება ეხლა ლევადიას იბერია და იქაც გამოვარდება თუ არაა აგერ თქვენ და აგერ მერე ვინ დარჩება რო ერთი ცოტა მინიმალური შანსი აქვს დილას და ისიც მაქსიმუმ მესამე ეტაპზე გამოვარდება...ჩემპი9ნატი გვაქვს კალაძე რასაც იტყვის კრისტალბეთთან ერთად ისე ხდება ყველაფერი და მასე არაფერი გამოვა დაიმახსოვრეთ
გელა
ეხლა არ დაიწყოთ ტრენერი არ ვარგაო ფეხბურთის არ მცოდნენმა სტატისტიკას გადახედეთ და მიხვდებით როგორც ტრენერი უმაგრესია გუნდი ფაქტია ვერ არის მოწოდების დონეზე და მაგიტომაც ნაკრებში ვერ ხვდებიან
ჟორა
აკრძალეთ ერთ შეხვედრაში 2 მოწვეულზე მეტის მინდორზე ყოფნა და გაზრდება საკუთარი კადრები. ვინც ბურთზე ფეხის დარტყმას ისწავლის ყველა დასავლეთში გარბის და კარდონს იქით ჩამოწერილი ფეხბურთელებით მეტი არ გამოდის.
თავადი
აუჰ.....კონფერენს ლიგაზე ხომ რას ამბობ,გადაუვლის რაააა.... რა აზრი აქვს კონფერენს ლიგაზე თამაშს? მე, ვერანაირ აზრზს ვერ ვხედავ.
ჰაჰა
გენაცვალე ხუმრობაში. თუმცა ამდენი "იუმორზე აცრილი" ხალხი თუ დადიოდა საქართველოში არ ვიცოდი.
ერიჰაა
მოდი რა ფეხბურთს თვითონ ფეხბურთელებმა მიხედონ. მთავრობამ თავის საქმეს მიხედოს.
ბენო
ესაა ქართული ფეხბურთის სახე ეგრევე გამოვარდნა ლიგიდან არა და გასვლა თუ გინდა ... ვიცით მეზობელი ქვეყნის გამოცდილება ასტანა ყარაბაღი რამდენი ფული ჩაიდო....რას ფიქრობენ ამდენი ფუტბოლისტი რომ არის მთავრობაში ჯერ ფეხბურთისთვის მიგეხედათ...ძათლი შინ არ ვარგოდაო
რა იყო ეს?
თავიდანვე კონფერენს ლიგაზე რომ გადართულიყო იბერია, ასე ხომ არ შერცხვებოდა?
გოგა
ლევადიაც მოუგებს ამათ სამწუხაროდ, ვერ დარბიან და ვის უნდა მოუგონ, წაგება და წაგებაც ხო? ერთი თამაში მაინც ხო უნდა ეთამაშო ტოლსწორად, რო რაღაც იმედი იყოს მომავალში, მალმილა რეალი ხო არა არა?
azri
წინა წელს ბოლო ეტაპზე ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ეტაპზე იყო და დამატებით დროში გავარდა პრაღის სლავიასთან, მანამდე პაოკს მოუგო საბერძნეთის კლუბს. დღევანდელი რეალობით მალმიო ჩვენთან შედარებით ბევრად ძლიერი კლუბია. ლატვიის ჩემპიონმაც აიაქსს მოუგო წინა ევროპის ლიგაზე და ეხლა მაგათი დაპირისპირებაც არ იქნება მარტივი. ჩვენ რა შედეგები გვქონდა აქამდე მოყვარულებთან ვაგებდით და კიდევ კლუბებს რომლებსაც არასოდეს არ მოუგია ჩვენ გვიგებდა. ამის ფონზე მალმიოსთან წაგებაა არაა სამარცხვინო! ეხლა ვისაც ვხვდებით ისინი ჩვენთან თავს ფავორიტად თვლიან და კლუბების ბოლო წლების შედეგებიდან გამომდინარე არცთუ უსაფუძვლოდ.
სირბილის სწავლების ცენტრი
ტემპს თუ მოუმატებთ ბურთი იცით და გულშემატკივარიც დაბრუნდება სტადიონზე
დაგაგვიანდა გენოოოოო
თუ გინდათ უცებ შეიზიზღოთ ფეხბურთი, უყურეთ იბერიას ერთ თამაშს მაინც და მეტი ამ სპორტის სახეობის ყურება აღარ მოგინდებათ! ერთმა ასანთის ფეხებზე მდგარმა ალიმ გადახნა მთელი გუნდი. ვინც კორღალიძეს მწვრთნელობა დააბრალა რაააა.....
გიგო პაპა
რა კლასი, რის კლასი? მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ნათქვამია. ეს შვედები ხომ მკვდრები ყოფილან და ეს ჩვენები საერთოდ მუმიებია. კიდევ კარგი ამათ ჩემპიონატს არ ვუყურებ. კაი, გასაგებია რომ უკან პასებია თქვენთვის ფეხბურთი და აგებთ, მაგრამ ჩხუბიც არ შეგძლებიათ, იმათი კაპიტანი მაინც გეცემათ, სულ რომ დაგცინოდათ.
ამაშია საქმე
ბაზარი არაა, ესტონეთთან მეტი მოეთხოვებათ, მაგრამ აბა ესტონელებსაც ჰკითხე- ვისთან მოეთხოვებათ უფრო მეტი, თუ არა ჩვენთან???
ფეოლა
გააჩნია, რას ისახავენ მიზნად.
თავადი
უბრალოდ, ერთი რამ მინდა ვთქვა. მსგავსი გუნდები არ უნდა მონაწილეობდეს ამ ჩემპიონატზე. მიუხედავად იმისა რომ ჩემი ქართველები არიან. უბრალოდ სირცხვილია,სირ-ცხვი-ლი....ეს არის ქაოსი....ფუუუუუ.....
ცოტნე
მატჩამდე ფეხბურთელების კომენატრები წავიკითხე. მოვიგებთ ამას ვიზამთ იმას ვიზამთო… თბილისურ მატჩს რაც შეეხება არ ვიმასხურებდით წაგებასო.. მეცინება რეალობას არიან მოწყვეტილი.. კარში თუ არ დაარტყი გოლი არ გადის ბიძი)))) რათ მიმდა თქვენი 30 მატჩიანი წაუგებელი სერია… გულშემატკივარი თქვენ არ გყავთ არაფერი… მოდითო მოვედი თბილისურ მატჩზე და კარში არ დაგირტყიათ .. თქვენ ჩემპიონობას სხვა გახდეს ჩემპიონი 100 ჯერ ჯობია, მარტო იმიტომ რომ კარში ურტყავენ.. შეხედეთ გორის დილას და მიხვდებით რაზე მაქვს საუბარი… მამაგეიშვილი ჩემპიონატის საუკეთესო ფეზბურთელიაო მეორე ძმა პორტუგალიაში წავიდა 3 წუთი აქ ნათამაშები… ტიპი მარტო ლაპარაკობდა)))
zaza
ეს არ არის ფსკერი, ისეთებთან ვართ მიჩვეული ჩვენები რომ აგებენ. ობიექტურად რომ ვთქვათ მალმიო ფავორიტი იყო და მოიგო ფავორიტმა როგორც მოსალოდნელი იყო. იბრძოლა იბერიამ და აჯობა უფრო მაღალმა კლასის გუნდმა. მამაგეიშვილს რომელიც კაპიტანია მეტი მოეთხოვება და კაი იპონზე კი დააგდო ის შვედი. ეხლა იმედია კონფერენს ლიგაზე უფრო წარმოაჩენს თავს ესტონეთის გუნდს ვხვდებით და იქ უფრო მეტი მოეთხოვება.
კობუჩი
რამდენი ეტაპი უნდა გაიაროს კონფერენსზე ?
დდდ
ახლა დაიწყებენ ზოგიერთები - ესაო, ისაო, ფსკერი ვაართო და ეგეთები.. არადა, აგერ, მსოფლიოში საკლუბო ფეხბურთის მონსტრად შერაცხულმა და ოქროს ბურთის კანდიდატებით გადავსებულმა პსჟ-მ, სულაც 0:3 წააგო და ჩვენი ბიჭები ორივე თამაშიდან გამოძვრნენ და 1:3-ბი წააგეს... კიდევ იტყვის ვინმე, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთი არ ვითარდება?!... დანახვა უნდა, ძმებო, ყველაფერს...
[VIDEO] ჩემპიონთა ლიგა: "ატლეტიკომ", "ჩელსიმ", "ინტერმა", "მარსელმა" და "ბაიერნმა" გაიმარჯვეს - "ტოტენჰემმა" "ბოდო გლიმტთან" ფრეს მიაღწია
კონტე: "სპორტინგთან" მნიშვნელოვანი მატჩი გველის
პედრი: პსჟ-ზე უკეთესი გუნდი ვართ და შურისძიება გვინდა
"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
"მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა" - თორნიკე შენგელია "ბარსელონაში" დებიუტისთვის ემზადება
კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
Geo Team: იური ტაბატაძე ესპანურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის "რიგასი" "პაოკთან" დამარცხდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გიორგი ტაბატაძე დანიის სუპერლიგის გუნდის ფეხბურთელი გახდა
ოდიშარიას გარეშე - რფს სახლში "მალმიოსთან" განადგურდა
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა
ევროპა ლიგა. III ტური: მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ლიონის" წარმატებული სერია დასრულდა
[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა