„ტორპედომ“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიან დაპირისპირებაში „ორდაბასის“ 5:4 მოუგო და მომდევნო რაუნდში გავიდა. უნდა აღინიშნოს შიმკენტში ჩატარებული მატჩის შემდეგ ადგილობრივი გულშემატკივრების ღირსეული საქციელი, რომლებიც სტუმარი გუნდის ფეხბურთელებს ფეხზე წამოუდგნენ, კარგი თამაშისთვის მადლობა გადაუხადეს და აპლოდისმენტებით გააცილეს.

მეტოქის მიმართ პატივისცემა ქუთაისურმა კლუბმა თავის „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით გამოხატა: „მადლობა ღირსეული მატჩისათვის! „ორდაბასის“ წარმატებებს ყაზახეთის პრემიერლიგაში და მომავალში საერთაშორისო შეჯიბრებებში ვუსურვებთ!“

ადგილობრივი მედია „ტორპედოს“ გამარჯვებით გაოგნებული დარჩა.

Prosports: „ყაზახეთმა ევროთასებზე სენსაციური დანაკარგი განიცადა. ყველა ფავორიტად ყაზახურ გუნდს მიიჩნევდა, მაგრამ პირველივე ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა".

Vesti: „ორდაბასის“ მატჩი, რომლის დროსაც „ტორპედოს“ ფეხბურთელი გააძევეს, მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ქართველები უფრო ძლიერები აღმოჩდნენ“.

KazFootball: „ეს იყო ევროპული დრამა, ფრე და „ორდაბასის“ გავარდნა“.

sports24: „ორდაბასი“ – „ტორპედო“ 1:1. ფრე მწუხარებითი განშორებით“.

ჟურნალისტი ერბოლ კაიროვი sports-ში წერს, რომ „ორდაბასი“ ევროტურნირებზე სისტემატურად იღებს მონაწილეობას, როდესაც კენჭისყრის შედეგად მეტოქის ვინაობა გაიგეს, ბევრი აღნიშნავდა, თითქოს „ტორპედო“ სუსტი გუნდია და ადვილად გაივლიდნენ, თუმცა ქუთაისურ კლუბს ფინანსურად არ უჭირს და კარგი ფეხბურთელები ჰყავს.

კაიროვის თქმით, „ორდაბასის“ თუნდაც პირველი ბარიერის გადალახვა მართებდა, მაგრამ საშუალო დონის მოთამაშეებით ეს ვერ მოახერხა, ახლა კი კლუბმა მწვრთნელის, ანდრეი მარტინის პოსტზე დარჩენა-არდარჩენის საკითხი უნდა განიხილოს.

sports-ი წერს, რომ ბულგარელი ნიკოლა პოპოვის მსაჯობამ საქართველოში უკმაყოფილება გამოიწვია, რომელმაც საბა კვირკველია გააძევა და ისევე როგორც KazFootball-ი, Sportall.ge-ში გამოქვეყნებულ მატჩის მიმოხილვას სრულად სთავაზობს მკითხველს.

კახი
რა კარგი კომენტარები წამოვიდა! საღოლ ,მართალი ხარ.
იხვი
რა დრო გვიდგას - ყაზახებს და აზერებს კი აქვთ ჩვენზე ძლიერი შიდა ლიგა, მაგრამ ნაძალადარია ეგ, ხალხის ფულს ყრიან ფეხბურთში და უხდიან ამ ფულს ჭ-კლასის ფეხბურთელებს. რუსეთიც იგივეა, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე. საქართველოში კი კლუბები კერძოა და რათქმაუნდა არავინ არ ჩადებს მილიონებს კონფერენც ლიგის ჯგუფში გასასვლელად. იმიტომ რომ საკლუბო ფეხბურთი ბიზნესია და მოგება უნდა მოუტანოს კლუბმა პატრონს, აბა რა ჭირად უნდა? შეიძლება წართული კლუბები ვერ ბრწყინავენ ევროპაში, მაგრამ რამდენი კარგი ფეხბურთელი გაიზარდა ამ კლუბებში ბოლო წლებში? ნაკრების პროგრესი თავისით ხომ არ გაჩენილა? სინამდვილეში ჩვენ სწორ გზაზე ვართ, ყაზახებისგან განსხვავებით.
რა დრო გვიდგას
უკვე თვალიც და გონებაც მიეჩვუა სამწუხაროდ, ყაზახები ქართველებთან ფეხბურთში მარცხს სენსქციად აღიქვანენ. ასეთი ავი ზღაპარიც არავის დაესიზმრებოდა, იყო დრო.
გიორგი
ჩვენები რომ ასპარეზობენ უცხოურ კლუბებში და მკეთრად აიმაღლეს კლასი რაც გამოისახა ნაკრების ისტორიულ წარმატებაში კარგია? და ჩვენ ლიგაში თუ იგივე უცხოელი გამოდის ცუდი დაიბრუნეთ გოგლიჩიძე უკან რატომ გაუშვით უცხო ქვეყანაში.
ჟორა
ყველა ქართული გუნდის პირველი მოვალეობა ის კი არაა ევროტურნირზე რამდენიმე ტური გაიაროს, არამედ მომავალი აღუზარდოს ქართულ ფეხბურთს. არავითარი დასავლეთში ჩამოწერილი ფეხბურთელები, პირველ რიგში ადგილობრივი ახალგაზრდობა.
სიმართლეს
საბჭოთა კავშირი დაინგრა უკვე დიდი ხანია, საქართველოს და ყაზახეთს აქვთ ათასობით წლების ისტორია რომ ჩამოვთვალო აქ ვერ დავეტევით , საბჭოთა კავშირში ბევრი რამ იყო ასეთი და ისეთიც , მაგალითად იყო სამოქალაქო ომი , მერე იყო 1927 წელს ძალით კოლეკტივიზაცია, მერე იყო შიმშილობა, მერე მოვიდა 1937 წელი , ძნელია იმის თქმა რაც გადაიტანეს ჩვენმა წინაპრებმა, მერე ომი იქ დაიღუპა 30 მლნ ხალხი, 350 ათასი ქართველი 700 ათასიდან დარჩა იქ სამუდამოდ, ორი ბიძა ჩემი სამუდამოდ რჟევში დარჩნენ, კარგი იქნება გავიდეთ მომავლისკენ, კარგი აღორძინებისკენ, წინ გამარჯვებისკენ, სულ რომ ვიძახოთ საბჭოთა კავშირი, ადგილზე ბუკსაობას დავიწყებთ მენტალურად, დამთავრდა ის ჩაბარდა ისტორიას, გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ყაზახეთს,
ბალეშიკ
გილოცავთ ქუთაისელებს შემდეგ ეტაპზე გასვლას ერთ რჩევას მოგცემთ ძმებო ამ ჩხეტიანს და არაბიძეს ნუ მისტირით ტორპედოში რაც არ მომწონს და ვერ ვიტან მე პირადად ის არის რომ 24/7 დაცვაში დგას და მაშინ უტევს გუნდი როცა თამაშს აგებს რაც შეხება ლეგიონერეებს მეტი რაც მეტი იქნება მით უკეთესი ოღონდ ისეთი ლეგიონერია არის მოსაყვანი როგორიც ვარლეი არის სხვადასხვა პოსიციაზე

კარგი პოსტია!

თვითონ მატჩის დროსაც,ორდაბასის ფეხბურთელები კეთილგანწყობილები ჩანდნენ ქუთაისელების მიმართ.რამდენჯერმე მოხდა,როცა საკმაოდ უმნიშვნელო ჯარიმის შემდეგ,დამნაშავე ფეხბურთელი,ჩვენ ფეხბურთელთან მივიდა და ბოდიშის მოხდასთან ერთად,წამოდგომაშიც დაეხმარა.პრინციპულ მატჩში,როცა აგებ და გავარდნის აშკარა საფრთხე გემუქრება,ასეთი საქციელი საკმაოდ მოულოდნელი იყო,თუმცა ძალიან მოსაწონი.ალბათ ქუთაისელებმა ფილმი „ფეოლა“ აჩვენეს,ქუთაისში ყოფნის დროს.ტორპედოს სასტარტოში 6 ქართველი თამაშობდა და რა თქმა უნდა სჯობდა,უფრო მეტი თუ გვეყოლებოდა,მაგრამ რაკი უცხოელები უფრო მაღალი კლასისანი გვყავს,რაც არის,ეს არის.ქუთაისელი ახალგაზრდები მათ გვერდით იქნებ უფრო სწრაფად დაოსტატდნენ.როგორმე ჯგუფში თუ გავაღწიეთ,კლუბი იმდენ შემოსავალს მიიღებს,რომ ფინანსური შესაძლებლობები საგრძნობლად გაუმჯობესდება და დიდი სტიმული გახდება,ბავშვებისათვის.
გულშემატკივარი
სად იყო ქუთაისი ? ქართული ფეხბურთის ბეღელი. 9 არაქართული გვარი ამოვიკითხე. ვის ადგილს იკავებენ ეგ ტარაკნები ? ასე განვითარდება საკლუბო ამბები ? მაგათ ხელფასზე ჩვენი ბევრად უკეთესი ბიჭებიც ითამაშებენ.
სიმართლე
KazFootball: „ეს იყო ევროპული დრამა, ფრე და „ორდაბასის“ გავარდნა“. არც ერთი იყო ევროპელი და არც მეორე - ორივენი ბედკრული საბჭოთა კავშირის შვილები იყვნენ :)
gel-100
ქუთაისურ გუნდს ფინანსურად არ უჭირს კარგი ფეხბურთელები ყავთ და გვაჯობესო,,,ზუსტადაც ფინანსების არქონის გამო ხდება ის რომ ქართველი ფეხბურთელები მსგავს ლიგებში გარბიან სათამაშოთ თორე არც ყაზახურ არც კვიპროსულ არც ბულგარულ არც ბოსნიურ და მით უმეტეს არც ფარერულ-ლუქსემბურგულ გუნდებს არ ექნებოდათ ქართულ კლუბებთან წარმატების მიღწევის ოცნება მით უმეტეს შანსი,,ფინანსების არ ქონის გამო ქართული კლუბები ყოველ წელს ახალი შემადგენლობით და გუნდით გამოდიან, შემადგენლობით რომელი შემადგენლობაც ერთი კვირის შეკრებილია და საუკეთესო ფინანსურ სიტუაციაში ეგ ფეხბურთელები დუბლებშიც ვერ მოხვდებოდნენ უმეტესობა ჩვენი ნიჭიდან გამომდინარე,,ზუსტადაც ფინანსების არ ქონის გამო ვერ ინარჩუნებენ ქართული კლუბები თავიანთ საუკეთესო ფეხბურთელებს 2-3 სეზონით მაინც თორე რა ორდაბასი და ქაირათი,,იმედია როგორღაც შეიცვლება სიტუაცია და საქართველოში 4-5 კლუბი მაინც აღმოჩნდება ფინანსურად წელში გამართული რო მაგალითად იმნაძის, კვეკვესკირის, ბერიძის, ზარიას, გადრანის, ქვილითაიას და მსგავსი დონის ფეხბურთელების ჩამოყვანა შეძლონ იმ წყალწაღებული კლუბებიდან რომელშიც ეს ბიჭები თამაშობენ,,რა მაგის პასუხია და რაც დრო გადის უფრო და უფრო მიკვირს როგორ ვერსად ვერ მოხვდა ბათუმის დინამო 4-წლის წინ მაშინ როცა გუნდში კვარაცხელია, წიტაიშვილი, დავითაშვილი, ღუდუშაური, კობახიძე, ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი და მსგავსი ფეხბურთელები ყავდა???
ლევანი
ევროპული დრამაო? 😂😂😂🤣
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წყვილები გაირკვა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა
ჰაუ ნაკრებში ტუხელი ისევ პრემიერ ლიგაში - მუნდიალის შემდეგ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ფასი 60 მილიონია, 110 მილიონად ყიდიან - გადაიხდის პსჟ კამერუნელში ამხელა თანხას?
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
"იბერია 1999"-მა ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ბრიუსელში უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართება
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ვინ არის პირველი ნომერი, საფონოვი თუ შევალიე - ენრიკემ კითხვაზე უპასუხა
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
არანაირი ურთიერთობა კაპიტანთან - არბელოა კარვახალს არ ეკონტაქტება
უკვე მეორედ - მორატა ცოლს გაშორდა და მიზეზზე ისაუბრა
მბაპეს რეკორდი მოხსნილია - იამალმა ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
"ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო" - ლაპორტა "ბარსელონას" სუპერლიგიდან გასვლაზე
ქართველების "უოტფორდს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "ტორპედო" სამეულში გამაგრდა, "კოლხეთი" გავარდა!
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] უხვი გოლი იმერულ დერბიში და რეკორდული ტური! "ტორპედო" მესამე ადგილზე გადავიდა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] მსუყე ფრე ქართულ "კლასიკოში"! ბრინჯაო "ტორპედოს" დარჩა
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] 4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
"ორდაბასის" მწვრთნელი: უნდა ვიგლოვოთ - უფალმა "ტორპედოს" შემდეგ ეტაპზე გასვლა გადაწყვიტა
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს