მოგეხსენებათ, გუშინ თბილისის "იბერია 1999" უეფას კონფერენს ლიგის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდის ეგიდით სტუმრად ესტონურ "ლევადიასთან" 0-1 ანგარიშით დამარცხდა. მატჩის შემდგომ "ლევადიას" მთავარმა მწვრთნელმა კურო ტორესმა ინტერვიუ მოედანზევე ჩაწერა.

- რამ შექმნა განსხვავება დღევანდელ თამაშში და რატომ იყო "ლევადია" უკეთესი?

- არ მიყვარს კამათი, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ შეცდომები იყო. ჩვენ თამაშისას მეტი კონცენტრაცია გვჭირდება და ამ ყველაფერს გამოვასწორებთ. მიუხედავად ამისა, განსხვავება მაინც ვაჩვენეთ.

- დღეს, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში დაცვაში თქვენმა ფეხბურთელებმა სულელური შეცდომები დაუშვეს. როგორც მწვრთნელი, რას იტყვით, რატომ მოხდა ეს ყოველივე?

- იცით რა? მე ასე არ ვიტყოდი, უბრალოდ ისინი ახალგაზრდები არიან. მათ გამოცდილება აკლიათ და აი, ისეთი თამაშებით, როგორიც დღეს იყო, გამოცდილებას თანდათანობით იძენენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რათა შეცდომები გამოსწორდეს, თუმცა დღეს რაც მოხდა, ეს ნორმალურია...

- ზოგიერთ ფეხბურთელთან შეგუება, განსაკუთრებით, იმ უცხოელთან, რომელიც ევროპულ სტილს ახლა ეჩვევა, იყო თუ არა პრობლემატური?

- სანამ ამ შეკითხვას ვუპასუხებდე, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს მსაჯობა დიდად არ მომეწონა. მესმის, ადამიანები ვართ, შეცდომები ყველას მოსდის, მაგრამ ძალიან ბევრ ჯარიმას ნიშნავდა ჩვენს წინააღმდეგ... თამაშში პროვოკაციული მცდელობებიც იყო, თუმცა ამან შედეგზე გავლენა არ იქონია. რაც შეეხება ამ შეკითხვას, ადაპტაციის პრობლემა არ მქონია.

- თქვენ ბოლო წუთებში შემოიყვანეთ ესტონეთის ნაკრების ნახევარმცველი რასმუს პეეტსონი. ადგილი რაიმე ტაქტიკურ გადაადგილებას ხომ არ ჰქონდა? მზად არის ის საქართველოში სათამაშოდ?

- არანაირი ტაქტიკური გადაადგილება არ ყოფილა, სიმართლე რომ ვთქვა. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ამიტომ, გამოვიყვანე. გულწრფელად ისიც არ ვიცი, თბილისში ითამაშებს თუ არა...

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი დაპირისპირება 29 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

tngh
"საბურთალოს" სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს...
გიო
არ მეგონა, თუ ესეთ საზიზღარ დღეში იყო საქართველოს სამოყვარულო ლიგა. ესტონეთმა თამაში ისწავლა?, თუ ჩვენ ვართ ფსკერის დაბლა.ჩაურთეთ და ძალით აყურებინეთ ლივერპულთან, რეალთან, ბაიერთან თამაშები, ეს უკანასკნელი პირველი ტაიმის შემდეგ უარს იძახდა თამაშზზე, ისე გააფარჩაკეს იმ შესანიშნავმა ოსტატებმა.ესენი ვინ არიან, სად პოულობთ, ეგენიც ნაცნობობით არიან მიყვანილები. ან იმ ფერადკანიანებს სად პოულობთ... თფუ შეგირცხვათ ნამუსი

რატომ არ იყო ლევადია იბერიას რეპორტაჟი,გაზეთი ლელო განმარტავს.ესტონურმა მხარემ ვერ უზრუნველჰყო ხარისხიანი სიგნალის მოწოდება.სამაგიეროდ იუთუბიზე შეუფერხებლად ყოფილა სიგნალი!გინდა თუ არა,ფიქრი მოგივა!ვერ თუ არ გადმოგვცეს?შესაძლოა ჩვენი ნერვები დაზოგეს,ან პირიქით;-შესაძლებელია ნერვები მოგვიშალეს?
L.J.
Korgalidzis interviu sad aris????tu erideba tips????tavss vegar yops garet???

მათი ბრალი ნამდვილად არ მგონია.სატრანსფერო ფანჯარა ღიაა და ყველა ფეხბურთელი ცდილობს,უფრო შემოსავლიან და ძლიერ ლიგაში გააღწიოს.არ უნდათ დარჩენა და ძალით დაკავებას რა აზრი აქვს?აგერ,ვიღაცა უცხოელი ფეხბურთელი,გაიქცა და იმალება,სხვა ქვეყანაში უნდა წასვლა.კონტრაქტი აქვს,შეიძლება დააჯარიმო და არც გაუშვა,მაგრამ შენ მაინც არ გამოგადგება და რა ხეირი?რამდენჯერ იყო,რომ ქართული გუნდის კაპიტანმა დადო კონტრაქტი,უცხოეთში.მეორე დღეს თამაში აქვთ და არ ითამაშეს,ტრავმა რომ მივიღოთ,მერეო?მათი გაგებაც შეიძლება,მაგრამ კლუბმა რა ქნას?
შაქრო პაპა
Gurulo, მერე და სად დავწერე რომ საბურთალო კარგი გუნდია? ერთი ნაგავი იყო ორივე გუნდი გუშინ.
რატი
საბურთალოს მწვრთნელს კომენტარის გაკეთება არ ეკადრება? ლაპარაკი არ იციც თუ გულშემატკივარს ამის ღირსადაც არ გვაგდებენ?
Gurulo
მას რა გონია არ ვიცი,მაგრამ შენ რა გგონია იბერია გუნდია?გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 10 ადგილოსან გუნდთან 15:0 სრომ წააგებს,ის გუნდი რომ მოგიგებს:)
რატი
ცოტა უკეთესი გუნდი მეგონა საბურთალო, მესმის წართული კლუბები როგორც წესი ბევრ ფეხბურფელს კარგავენ (ესეც მათი ბრალია) ზედ ევროტურნირების წინ. თუმცა ის მაინც მეგონა, რომ ესტონელებს ტექნიკაში მაინც ვაჯობებდით
შაქრო პაპა
ამას ეხლა მართლა გონია რომ მწვრთნელია და გუნდი ყავს.))) გერმანიის მოერე ბუნდესლიგის მე-10 ადგილოსანი გუნდი 15-0 -ს მოუგებს.))
ბეჟანი
მეტის ღირსი ხართ! ესტონეთის მწვრთნელს ამდენის თქმის უფლებას რომ მისცემთ! ძველ დროს ესტონეთის გუნდი პირველ ლიგაშიც კი არ იყო, მათთან წაგება კი არ ფრეც დიდი სირცხვილი იყო! მახსოვს შრომით სემესტრზე ესტონეთის გუნდთან ფეხბურთში გოგონები გავიყვანეთ მათ წინააღმდეგ, იმდენად უთანასწორო ბრძოლა იყო!
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა
[VIDEO] "დილა" "რიგასთან" დამატებით დროსთან ახლოს იყო - 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა
აზაროვი ისევ არ ათამაშეს - "შახტარი" ევროპა ლიგიდან გამოვარდა
"მანჩესტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა "ლიონი" დატოვა
"პარიზი" პსჟ-ს ყოფილი მეკარის შეძენას აპირებს
"ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან თამაში შეგვიძლია, ჩემი გუნდით ვამაყობ" - "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი
"დავტოვებ თუ არა პსჟ-ს?" - რამოშმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა
"ლივერპულის" მორიგი ტრანსფერი - მამარდაშვილის გუნდმა 18 წლის მცველი 35 მილიონ ევროდ შეიძინა
ის, რაც აქამდე ვერც ერთმა ფრანგულმა გუნდმა ვერ შეძლო - პსჟ ისტორიის წერას აგრძელებს
ლუის ენრიკე: მეტოქე უკეთ მომზადებული იყო - ჩემი ფეხბურთელებისგან მეტს ველი
[VIDEO] პსჟ-მ სუპერთასზე "ტოტენჰემს" თითქმის წაგებული თამაში შემოუტრიალა
პსჟ პირველი ტაიმის შემდეგ "ტოტენჰემთან" 0:1 მარცხდება
ცხოვრებაძემ "გუმერსბახი" დატოვა - ქართველ ხელბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ
"ტოტენჰემთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
დი კანიო: სერია А-ს სპილოების სასაფლაოა
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ედერსონმა "გალათასარაისთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა - დონარუმას "სიტისკენ" გზა ეხსნება
მარკ გეჰი მამარდაშვილის თანაგუნდელი გახდება - "ენფილდზე" ჯოვანი ლეონისაც ელოდებიან
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია
[VIDEO] "იბერია 1999"-მა ესტონეთში "ლევადიასთან" მოსაგები თამაში წააგო
[VIDEO] წაგების ტოლფასი ფრე "ლევადიასთან" - "იბერია 1999" კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ერთმანეთზე ლამაზი გოლები - არაბიძემ "ლევადიას" დუბლი შეუსრულა [VIDEO]
ლევან კორღალიძე: ჩვენი პროგრამა-მინიმუმი გამარჯვებაა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
"კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლა შეგვიძლია!" - "ლევადიას" რიგებში "იბერიასთან" მატჩამდე საიმედო განწყობაა
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა